Up Again

2009 July 1
by mroveli


რამდენიმე თვეა არაფერი დამიწერია ისეთი, ტვალეტში დასადებად რომ დავინანებ. ძირითადად ვკითხულობ, ვუსმენ Hip-Hop-ს და ვწუწუნებ რომ ინსპირაციას ვერ ვხედავ ვერაფერში. ლაპარაკი არ უნდა, როცა სურვილი გაქვს პროფესიონალი მემოთხრობე და სცენარისტი იყო ინსპირაციას, მუზებს და მსგავს ეფემერულ ვირიშვილებს არ უნდა ელოდო. ინდუსტრიამ ათობით ფორმულა და სქემა შექმნა, რომლებსაც თუ კარგად ისწავლი და ცოტა ნიჭიც გაქვს, ინსპირაცია – მუზების გარეშეც გააკეთებ გაყიდვად ტექსტს. ამას ამტკიცებენ creative writing-ის პროფები და მე, ასე ვთქვათ semi pro, საკუთარი მცირე გამოცდილებიდან გამომდინარე, ბოლომდე ვეთანხმები. თუმცა,  რამდენი წიგნიც არ უნდა წაიკითხო creative writing/სცენარისტიკის შესახებ, ყველგან არის ორი საერთო მომენტი – 1.არასდროს დანებდე და 2. საუკეთესო ნამუშევარს მაშინ შექმნი, როცა იტყვი – I am UP for this (დაახლოებით: მე ამის გასაკეთებლად ბოლომდე მზად ვარ). საინტერესო სწორედ ბოლო პუნქტია – რამ უნდა გაიძულოს სრული მზად ყოფნა იგრძნო პირველი/მორიგი ეპიკური ნაწარმოების შესაქმნელად? კლასიკური ტრიადა ასეთია – ალკოჰოლი, ქალები, მუსიკა. ვინმე საქმეში ჩაუხედავს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ღვინო, დუდუკი, ქალების დასავლურ რიმეიქს ვაკეთებდე, მაგრამ ასე არ არის. საკმარისია რამდენიმე ინტერვიუს წაკითხვა ადამიანებთან, რომლებმაც ჰიტები შექმნეს სხვადასხვა სფეროში და აღმოაჩენ, რომ ყოველი მესამე ერთ ფრაზას ამბობს – Made By Love And Alcohol. ან, პროდუქციის კეთებისას ამ მუსიკას ვუსმენდი და ძალიან დამეხმარა. მიხვდებოდით, ამ ადამაინებს “გურჯლენდი” არც კი ექნებათ გაგონილი, მაგრამ “ღვინო, დუდუკი ქალების” უსაზღვრო ძალას მაინც აღიარებენ.
ასევე ცნობილი ფაქტია, რომ მემოთხრობეები და სცენარისტები შემოქმედებითი კრიზისის დროს ყვითელ პრესას ეტანებიან. მათი ოთახები სავსეა საგაზეთო ამონაჭრებით, თავის მხრივ ეს ამონაჭრები გადაჭრელებულია, სხვადასხვა ფერის მარკერებით. გავა დრო და ისინი საფუძვლად დაედება მორიგ კარგ მოთხრობას, მსოფლიო დონის ჰოლივუდურ ბლოკბასტერს ან ჰიტურ TV შოუს. მაგალითისთვის, შეიძლება ლეგენდარული TV Show – Law And Order გავიხსენოთ, რომელიც 1990 წლიდან გადის NBC-ის ეთერში და თითქმის ყველა ეპიზოდი გაზეთებიდან აღებულ კრიმინალურ ისტორიებზეა დაფუძვნებული.

რაღა თქმა უნდა ინსპირაცია სხვაგანაც არის. პარქტიკულად ყველგან და ყველაფერში.ჩემთვის ერთერთი უსაყვარლესი ვეში (პროექტისთვის Artidea.wordpress.com) “ყველაფერი ჩემს შესახებ” ახალი კლავიატურის ხათრით დავწერე. ამჟამინდელი პროექტი, სცენარი სერიალისთვის, ასევე კლასიკური ტრიადიდან ერთერთით, ქალით არის ინსპირებული. უფრო ზუსტად, ცალკეული სიუჟეტური გადაწყვეტილებები განაპირობა ქალთან დაკავშირებულმა ამბებმა. საჭირო ტაგლაინის პოვნაშიც ქალის ხელი ურევია, ოღონდ საყვარელი მუსიკის გარეშე ვერასდროს მივაგნებდი ერთადერთ საჭირო წინადადევას. ამ ტაგლაინის პოვნა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ზუსტად განსაზღვრა ორი პროტაგონისტის ფსიქოლოგიური სახე და ზედმეტი ტვინის სრესვა ამარიდა.

ძალიან ხშირად ხდება, რომ შემოქმედს პარნასისკენ გაჭირვება მიერეკება. შორს რომ არ წავიდე, ბევრისთვის კარგად ცნობილი Wu Tang Clan, მისმა ლიდერმა RZA-მ აუტანელი გაჭირვების გამო შექმნა. ჯგუფის პირველი ალბომი ნაქირავები სემპლერის და მეგობრისგან წამოღებული სინთეზატორით დააპროდიუსერა. RZA იმედოვნებდა, ალბომი იმხელა მოგებას მოიტანს გადასახადებს გადავიხდი, ოჯახს გამოვკვებავ და დედას ახალ პალტოსაც კი ვუყიდიო, კარგი იქნება ყველას ასე აგვიხდეს ოცნებების ნახევარი მაინც J))

და ბოლოს, გამთენიისას ნაწერი ეს არეული პოსტი თუ ბოლომდე წაიკითხეთ, ჩათვალეთ სასიამოვნოდ გაოცებული ვარ და თუ კომენტარსაც არ დაიშურებთ, უფრო გახარებული ვიქნები ვიდრე გაოცებული K

სუულ ბოლოს კი გულწრფელი მადლობა ერთ ადამიანს, რომელტან წარუმატებელი ურთიერთობა დამეხმარა მეტი სიცოცხლე მიმეცა იმ სცენარისთვის, რომლის წერისას, დაახლოებით იგივეს განვიცდიდი, რასაც RZA განიცდიდა, როცა ნაქირავებ სემპლერს სათუთად წმენდდა მტვერს და იდეალურ მომავალზე ოცნებობდა.

სწორედ, ეს წარუმატებელი ურთიერთობაა იმის მიზეზი, სულ თავისუფლად რომ შემიძლია ვთქვა:

Up again…..Nothing’s ever gonna stop me now

Peace


Creative Assassins – ArtIdea Vol.3 Out Now

2009 May 27
by mroveli

Yeah!!!

Uptown Downtown Creators Connection & Creative Assassins Present new Season on Artidea.wordpress.com

ერთი ადამიანის ძალისხმევით, ქართული ბლოგოსფეროს სიამაყე ArtIdea დაბრუნდა ძველ მისამართზე, ახალი იდებით და დუხით. ვისაც ხელები ეფხანება არტის შესაქმნელად, ვინც თვლის რომ მისი შემოქმედება შეძრავს ჩვენს სულებს, ვინც დაიბადა იმისთვის რომ შექმნას, მოგესალმებათ Artidea.wordpress.com

ყოველ ორშაბათს ახალი თემა. ახალი აურზაური, მოლოდინი და ღრიანცელი

Peace

End Of All Hopes!!!

2009 May 12
by mroveli

ვისაც უნდოდა მონაწილეობა მიეღო ორიგინალური სცენარის მიხედვით გადაღებულ პირველ ქართულ მისტიკურ სერიალში, მათ შანსი გაშვეს, რადგან დღეს ოფიციალურად დავასრულეთ კასტინგი. სტუდიის კაფეშიშერჩეულ კანდიტატებს დეტალეი შევუთანხმეთ და ტრეილერის გადაღებამდე, ანუ რამდენიმე დღით დავიშალეთ. ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვინდა დასვენება :|

ხოდა, კასტინგმა იმედები გამიცრუა. ასამდე პროფესიონალი და დამწყები მსახიობი ტყუილად გორაობდა იატაკზე. ვერაფერი ქნეს ისეთი, რომ მეთქვა, აი ეს გოგო/ბიჭი სცენარით გათვალისწინებულ პერსონაჟს ერგება, ან აქვს რაღაც ინდივიდუალური, ავიყვანოთ და მისთვის ცალკე პერსონაჟს გავაკეთებ (მაგალითისთვის, Lost-ში სოიერისგმირი არ იყო გათვალისწინებული, თუმცა კასტინგზე ისეთი ინდივიდუალურობა დადო, ჯეიჯეიმ ორ ღამეში შექმნა მისი პერსონაჟი).

როცა ფსვედო პროფესიონალები დონეს ვერ წევენ, მოყვარულებს უნდა დაუძახოო, ღაღადებს filmmakeing-ის საფუძველბი. ჩვენც დავუძახეთ მოყვარულებს და დაიდო დონეები. დაახლოებით ათი არაპროფესიონალი გვყავდა. მთგან რამდენიმე ფორუმელი იყო. ფორუმელებიდან ყვავა და Wiz@rd დაამტკიცეს როლებზე, პიკოლინა რეზერვში გადაინახეს. ამ ადამიანების გარდა კიდევ ერთი მოყვარული ავიყვანეთ, რომელიც მეორე-მესამე სერიაში გამოჩნდება და აუცილებლად დაგამახსოვრებთ თავს გამყინავი თვალებით და ცივი სახით. ერთი სიტყვით, ელოდეთ გოგონას ბასრი დანით (სპოილერი?!).

სხვა არაფერი ყოფილა საინტერესო. როგორც ვთქვი, რამდენიმე დღე დავისვენებთ და ტრეილერის გადაღებას შევუდგებით. პოტენციური სპონსორები მოუთმენლად ელიან ჩვენ ნამუშევარს  და რავი, მოგიწევთ კვირაში ერთი საათის გამოყოფა ამ სერიალისთვის :)))

ტერორი ბლოგზე!

2009 May 3

და აი დადგა დრო ბლოგზე ჩამოწოლილი გაზაფხულის ჰაერი დამძიმდეს, გაიჟღინთოს შიშითა და ძრწოლვით, მუსიე ჰიუგოს ადგილი ალაჰის შვილებმა დაიკავონ, სტატიების კითხვისას პირბადე გახდეს საჭირო, ხოლო თქვენს ორგანიზმში კრიზისულ დონეს მიაღწიოს რადიაციული მოწამვლის დონემ!

დიახ, NU Dimension წარმოგიდგენთ სტატიების სერიას ტერორიზმის შესახებ.

  • რა არის ტერორირზმი;
  • ვინ არიან ტერორისტები;
  • ბრძოლის მეთოდები;
  • ქრესტომათიული ტერორისტული აქტები;
  • გმირები და ანტი გმირები;
  • სახელმწიფო ტერორის საფუძველბი;

და ეს ყველაფერი მოთხრობილი მროველის საფირმო ენით!

სიუჟეტი VS პერსონაჟი [I ნაწილი]

2009 May 2

რამდენიმე დღის წინ ძველ სახლში მომიწია ღამით დარჩენა, ახალი საკითხავი არაფერი მქონდა და პირველი რაც ხელში მომხვდა იმას ჩავუჯექი, ანუ ბალზაკის “მამა გორიოს”.

ბალზაკი ის ავტორია, ერთ დროს ყოველ მეორე-მესამე თვეს რომ გადავიკითხავდი ხოლმე. მეხსიერებას არ ვუჩივი, პირიქით, ადრეული დროის უმნიშვნელოვანესი დეტალების დამახსოვრება მეხერხება, მაგრამ არც “მამა გორიოს”, არც “შაგრენის ტყავის” და არც “პიერ გრასუს” სიუჟეტი არ მახსოვს.

ცნობილი ფაქტია, რომ მუსიე ონორე პერსონაჟების, როგორც თვითონ ეძახდა, ტიპების გიჟი იყო. მისთვის რომანი რეალისტური ტიპით იწყებოდა და იგივეთი მთავრდებოდა. ამიტომაც არის, მამა გორიოს ლამის საკუთარი ნათესავივით რომ ვიცნობ, სამაგიეროდ, დრამა რომლის გმირიც ის არის, ალაგ-ალაგ,  ბუნდოვნად მახსენდება.

მეორე ფრანგი გენიოსი გრაფომანი, ჰიუგო, რთულ სიუჟეტურ ხლართებს უჭერდა მუღამს. თუ არ მეშლება, ბიძია ჰიუგოს პარიზის მემატიანეს უწოდებენ. თუ არ უწოდებენ და მე ვიტყვი, ჰიუგოს აღწერილ პარიზს ზიუსკინდისელი პარიზი თუ შეედრება. როგორც მამა გორიოს პიროვნებაა ჩემთვის  ნათესავივით ახლობელი, ისე ჰიუგოს აღწერები და დანახული თავისებურებებია დალექილი მეხსიერების ყველაზე ფაქიზ შრეებში.

creative writing-ის ვორკშოფებსა და ცალკეულ წიგნებში ხშირად კამათობენ, რა უფრო მნიშვნელოვანია ნაწარმოებისთვის, სამ განზომილებიანი, რეალისტური პერსონაჟები თუ რთული კონსტრუქციის სიუჟეტი. რახან შემოქმედებით ამბებზეა საუბარი, რა თქმა უნდა ჩამოყალიბებული პასუხი არ არსებობს, ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ქადაგება.

სამწუხაროდ, ე.წ. ინტელექტუალები და სხვა გაურკვეველი წარმოშობის არსებები, ზევსზე უფრო დიდი ოლიმპიელები, ლიტერატურულ ნაწარმოებებს ორ მარტივ ჯგუფად ყოფენ – ინტელექტალურად და მსუბუქად . სტერეოტიპების თანახმად, წიგნი,  გაურკვეველი, ფაქტობრივად დაუმუშავებელი სიუჯეტითა და რთული, მრავალგანზომილებიანი პერსონაჟებით, აუცილებლად პრიმერა ლიგის მოთამაშეა, ხოლო წიგნი, რომელიც ჰიუგოს ყაიდაზეა ჩაგვირისტებული და პოსტმოდერნისტული ხელსაწყოებით გაშალაშინებული, მხოლოდ მატარებელში დროის მოსაკლავად გამოდგება.

ბალზაკი, ხსენებულ უჯიშო ჯიშიანებში, ინტელექტუალთა კატეგორიაში გადის (ყოველშემთხვევაში გადიოდა). ეხლა, რომ წარმოვიდგინოთ ასეთი ექსპერიმენტი – ბალზაკს ჰიუგოსთვის შეექმნა პერსონაჟები, ჰიუგო კი ონორესეული პერსონაჟებისთვის გარემოსა და ატმოსფეროს შექმნით დაკავებულიყო. დიდებული იქნებოდა, უდიდებულესი! და მიუხედავად დიდებულობისა, ბალზაკი ერთი-ორად დაეცემოდა მტკვირს პირას აღზრდილი ინტელექტუალების თვალში, რადგან ბრიყვი რაფაელ დე ვალენტენი, უბედური გორიო და უნიჭო პიერი  ერთი-ორად მეტი მკითხველის გულში დაიკავებდნენ იმ ადგილს, რომლის დაკავებაც მხოლოდ იმიტომ ვერ მოახერხეს, რომ მუსიე ბალზაკი სიუჟეტურ ამბებში მოიკოჭლებდა.

მცირე რეზიუმე – ისევდაისევ გემოვნებამდე მივდივართ. მთავარია, რას ითხოვ წიგნისგან, ფილოსოფიურ სიღრმეს და ალგებრულ სირთულეს, მჭლე სიუჟეტს და ბევრ ჭკვიანურ აზრს თუ მსუყედ მოთხრობილ ამბავს, ისეთს, რომელიც მთელი ცხოვრება აგეკვიატება და დაგაჯერებს, რომ ერთხელ შენც ნახე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი.

P.S.   და Belle. ბლოგზე ჰიუგოს აჩრდილმა შემოაბიჯა და არ შეიძლება საბრალო კვაზიმოდო არ გავიხსენოთ.

P.P.S. ჯაბა, შვილო, Belle-ს ჩაწერა რომ მოინდომე, დავიჯერო არავინ გყავდა იმდენად ჭკვიანი, რომ ერჩია, თავს ასე ნუ გაიბანძებო?

Notre Dame de Paris – Belle

სცენარისტის ლაბორატორია

2009 April 26
by mroveli

ხოდა სცენარისტობის ამბები არ დამიწერია.

ერთერთ creative (შემოქმედებით) ჯგუფში სცენარისტის პოზიციაზე ამიყვანეს. მრავალსერიან მისტიკას ვიღებთ ჰორორის ელემენტებით. ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, გადავწყვიტე შევასრულო დადებული პირობა და ბოლობოლო გახსნილად გამოვაცხადო ლაბორატორია!

მაშასადამე, ყოველდღე, ჩანაწერები სცენარისტის ლაბორატორიიდან. მონახაზიდან დასრულებულ სცენარამდე.

ჩრდილოეთ კორეაში პირველი პიცერია გაიხსნა

2009 March 22
by mroveli

საერთოდ, უკეთესად ხარ, როცა შენზე გაჭირვებულის შესახებ გაიგებ. ეგრვე გულზე გეშვება და ხვდები რომ საქმე არც ისე ტრაკულად არის.

მართალია, ტიფლის ქალაქი არ გამოირჩევა საზ. კვების ობიექტების სიმრავლით, თუმცა ერთი-ორი პიცერია მაინც მოგვეპოვება, რომ დავსხდეთ და ლეონარდოს სული შევიცნოთ, მიქელანჯელოს გაქანებაზე ვისაუბროთ, ან მაგდენს თუ ვერ ვქაჩავთ, რომა-ლაციოს ჯახი მიმოვიხილოთ და პარალელურად რაღა თქმა უნდა პიცა ვლოღნოთ.

შორეულ ფხენიანში, ფართო თვალება აზიელებს ამის შანსი მხოლოდდამხოლოდ რამდენიმე თვის წინ მიეცათ, რადგან დეკემბრამდე მათ მზიურ დედაქალაში პიცერია არ არსებობდა.

პიცერიის არ არსებობა სულაც არ ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჯონგ-ილი პირის გემოს უჩიოდეს და მსოფლიო სამზარეულოს აზრზე არ იყოს. პირიქითაც კი არის, ყველა, ვინც შეხვედრია ბატონ კიმს, ირწმუნება, რომ ფრანგული ღვინის მუღამიც იცის, პიცის ამბებშიც ერკვევა და სელაპის ქონის სუფი მისი საყვარელი კერძიაო. უბრალოდ, მხოლოდ 2008 წლის დეკემბერში დადგა დრო, რიგითმა კორეელებმაც გაუგონ ცივილიზირებულ კერძებს გემო.

სხვათაშორის, კვება სერიოზული პრობლემაა ჩრ. კორეაში. 90-იან წლებში ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა გაჭიმა ფეხები შიმშილის გამო (შეიძლება, დიეტასაც გადაყვნენ და ბინძური კაპიტალისტები ავრცელებენ ხმებს, თითქოს შიმშილს მოეკლას ისინი). ვერ გეტყვით, არსებობს თუ არა რაიმე სახელმწიფო პროგრამები, რომელიც შიმშილიანობის დონეს დაწევს ქვეყანაში, თუმცა რაღა სახელმწიფო პროგრამაა საჭირო, პიცერია უკვე გაუხსნიათ. შეიძლება, ერთმა პიცერიამ მილიონობით ხერხემალზე კუჭ აკრულ მოქალაქეს მძიმე ხვედრი ვერ შეუმსუბუქოს, სამაგიეროდ, ბედნიერები მაინც დაიხოცებიან. რაოდენ ბედნიერები არიან, ამ კომენტარითაც შეგიძლიათ განსაზღვროთ:

“I knew well from television and publications that pizza and spaghetti are world famous food, but it is the first time that I’ve tasted it,”

ამბობს ჯონგ უნ-სუკი, რიგითი ილიელი რა შუაშია და რიგითი კორეელი.

Creative Writing – სულ თავიდან

2009 February 17
by mroveli

საოცრად მიმზიდველია საკანცელარიო მაღაზია. უამრავი კალამი, ფანქარი, მარკერი და ცარიელი ფურცელი. გინდა, პირდაპირ დახლთან დაიწყო რამე ახალი ვეშის წერა, რომელიც, უეჭველი იცი გენიალური იქნება. სამწუხაროდ, გენიალური ვეშები, ვგულისხმობ პროდუქტს, რომელიც კარგ ფასად გაიყიდება, ასე ერთი ხელის მოსმით არ იწერება. ჩვეულებრივ, ვეშის ტექსტუალურად ჩამოყალიბებას წინ უძღვის მთელი რიგი სამუშაოები, მათ შორის – მასალის მოძიება, პერსონაჟების შექმნა, სიუჟეტის ინჟინერია,  დაკვირვების წერტილის შერჩევა და ასე შემდეგ.  ერთი სიტყვით, მოსამზადებელი სამუშაოები უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე უშუალოდ ვეშის წერა. ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპების რიგითობას მნიშვნელობა არა აქვს. ლოგიკურად, მხოლოდ მასალის მოძიება იქნება აუცილებლად პირველი, დანარჩენი გემოვნების ამბავია. ზოგს ჯერ სიუჟეტის ინჟინერია ურჩევნია გააკეთოს და შემდეგ იფიქროს პერსონაჟების შექმნაზე, ზოგი პერსონაჟებიდან გამომდინარე აწყობს სიუჟეტს და ასე შემდეგ. როგორც იტყვიან, კაცია და გუნება.

მომდევნო სტატიებში დაწვრილებით განვიხილავ თითოუელ ეტაპს და ამ ეტაპების შემადგენელ უამრავ ნიუანსებს, თუმცა სანამ “ჯოჯოხეთის კარს გამოვაღებდე”, ერთ საინტერესო ფენომენზე უნდა ვისაუბრო, სახელად Allter Ago, უამრავი შემოქმედის ერთგული მეგობარი.

დროებით

Jedi Mind Tricks – Stoupe “Allison James Feat. Slaine”

2009 February 16

თუ არ მოგისმენია jedi mind trick დღევანდელი underground ჰიპ ჰოპი არ გცოდნია, ეს აქსიომაა და გადახედვას არ ექვემდებარება. :)) რა იქნებოდა J.M.T. რომ არა მათი პროდიუსერი და მთავარი “მუზიკანტი” Stoupe the Enemy of Mankind, იგივე stope, ერის კაცობაში Kevin Baldwin. დღესდღეობით ეს ადამიანი, საუკეთესო პროდიუსერებს შორის მოიხსენიება და “ახალგაზრდობა” ყველაზე ხშირად სწორედ მას ბაძავს, თუმცა თითქმის არავის გამოსდის კევინივით ერთ ტრეკში 50-მდე სემპლის გემოვნებით გაერთიანება.
კევინი ბევრი სხვა პროდიუსერისგან განსხვავებით თავისი ჯგუფის ერთგულია. ხუთი MC-ის ჩამოთვლაც კი გაგიჭირდება ადამიანს, რომლებისთვისაც კევინს ჰქონდეს ინსტრუმენტალები გაკეთებული.
ჰიპ ჰოპ სამყარო დიდი ხანია ელის მის სოლო ალბომს. ერთი პერიოდი ხმები დაირხა, 2008-ის დეკემბერში გამოვაო, მაგრამ წელი ისე გაილია ერთ სინგლსაც ვერ ვეღირსეთ. გუშინ კი ლეიბლმა BabyGrande ოფიციალურად გამოაცხადა “სოლნიკის” გამოშვების თარიღი, 31 მარტი და დესერტად სინგლიც მოაყოლა.
სინგლი იმედისმომცემია. ტრადიციული სტრინგებითა და ხისტი დრამ სექციით გაჯერებულ ბითს პირდაპირ ხატავს Allison James-ისა და Slaine-ის რაიმინგი. მათ გარდა ალბომში მონაწილეობას ის ხალხი მიიღებს, რომლებიც ტრადიციულად J.M.T ოჯახის წევრებად ითვლებიან და ერთმანეთთან ნაცადი თანამშრომლობა აკავშირებთ. ასე, რომ 31 მარტს დიდი პრემიერა გველის, Stoupe the Enemy of Mankind თავის პირველ სოლო ალბომს გვჩუქნის.

მანამდე კი ისიამოვნეთ სინგლით :))

more about “iHipHop > Featured Videos > Featured …“, posted with vodpod

ღია წერილი “დუბლიორელებს”

2009 January 23
by mroveli

სალამი

ხმები მოვიდა დუბლიორელებს არ ესიამოვნათო. კაცმა რომ თქვას, დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ ბევრ თქვენგანს დააყრიდა ბუსუსები თითოეული აბზაცის ჩაკითხვისას, განსაკუთრებით ნიჭიერებს პროტესტის გრძნობაც გაგიჩნდებოდათ და შეეცდებოდით, პროფესიული მეთოდებით თავზე დაგემხოთ ჩემთვის, ვინ იცის და იქნებ, სუბიექტური და ცალმხრივი ცინიზმი. ჰიპ ჰოპ კულტურაში ამას DISS ქვია და ფრიად სასეირო რამეა, ერთი რომ მკითხველი ხალისობს, მეორეც თავმოყვარეობის ამბავია, ფინალისტებს ნახევარფინალიდან გამოვარდნილმა კონკურსანტმა გადაგიარათ,თქვენი საპასუხო რეაქცია კი ბუფეტის მასშტაბებს ვერ გაცდა.

ჟურნალისტთა სკოლაში, სადაც პროფესიის საფუძვლები ვისწავლე, ყოველ მეორე თვეს ერთმანეთზე ბევრად უფრო კრიტიკულ წერილებს ვწერდით. მართალია, სკოლა ერქვა, მაგრამ პირველივე დღეებიდან მშვენივრად გვესმოდა, რომ იმ სკოლიდან ყველანი პროფესიონალებად უნდა გავსულიყავით, ამიტომაც არავის აზრდაც არ მოგვსლია რამე გვწყენოდა, პირიქით, ყურადღებით ვეკიდებოდით კრიტიკას და ვცდილობდით სუსტი მხარეები გამოგვესწორებინა.

სამწუხაროდ ეს ჩვეულება დღემდე გამომყვა. სამწუხაროდ იმიტომ, რომ ხშირად მავიწყდება, ყოველთვის პროფესიონალებთან ვერ მექნება ურთიერთობა და ადამიანები, რომლებიც შეიძლება ჟურნალისტები არიან, მაგრამ არ აქვთ პროფესიონალიზმის შეგრძნება (იმედია ჯერჯერობით), უმაღლესი პილოტაჟის ილეთებს ვერ გაიგებენ და ჭიქა ყავაზე საჭორაო თემად გახდიან.

ასეათუისე პირველი ქართული ჟურნალისტური Diss არ შედგა. მივხვდი, თქვენთვის არაფრის მომცემ “გადაფარვებზე” სირბილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მზამზარეული შანსის გამოყენება შელახული პროფესიული რეპუტაციის აღსადგენად.  ან რავი, იქნებ არაფერი გაქვთ სათქმელი, ან გაქვთ კიდეც, მაგრამ ნიჭი არ გყოფნით. არაუშავს, ხარისხიანი ცინიზმის და წერის მსუბუქი მანერის გამომუშავებას სისტემატური მუშაობა და ბევრი კითხვა უნდა, თქვენ კი არ გცალიათ ამისთვის, ბლოკები გაქვთ შესაკვრელი და ორ წუთიანი “გადაფარვები” გასაკეთებელი.

და ბოლოს, იმედს ვიტოვებ, არ იფიქრებთ რომ ამ ყველაფერს შური მალაპარაკებს. შური ნიშნავს რომ გავყიდდი კომპიუტერს, ავიღებდი კრედიტს ბანკიდან, დავაწიოკებდი ნათესავებს, ხმამაღლა ვიყვირებდი ჩემს რელიგიურ შეხედულებებზე პირდაპირ ეთერში, რა არის რომ როგორმე ფინალში გავსულიყავი. ალბათ გახსოვთ, არცერთი არ მიქნია. ხვდებით ხო, “ქრონიკის” და “იმედის დილის” სტაჟიორობა სულ ცალ ფეხზე რომ მეკიდა, მკიდია და ყოველთვის მეკიდება?! მერწმუნეთ, გაცილებით  დიდი მიზნები მაქვს,უფრო სწორედ გვაქვს, დუბლიორელების იმ ნაწილს, რომლებისთვისაც ბუფეტს წმინდა გასტრონომიული დანიშნულება აქვს და არასდროს ყოფილა მონაწილე ბუფეტში დახლართული ინტრიგებისა.

სულ რამდენიმე კვირა და ყველაფერი სხვანაირად იქნება. მერე ვინძლო დამეზაროს კიდეც თქვენთვის მორიგი DISS-ის დაწერა. დრო არ მექნება უბრალოდ.

მანამდე კი ველი თქვენს გამოხმაურებას.
სანამ წერას შეუდგებოდეთ კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ “დუბლიორი კულისებს მიღმა” და “საიდან ხარ” განსაკუთრებით ბოლო პოსტს მიაქციეთ ყურადღება, შოვინიზმის დაბრალების ცდუნებამ რომ არ გძლიოთ.