აქ უნდა ყოფილიყო მოთხრობა რიგით კანცელარისტზე, რომელიც ძვირფას თავისუფალ წუთებს ერთი უმუშევარი გოგოს დამშვიდებაში ხარჯავდა. გოგო ერთი შეხედვით ძალიან უბედური ჩანდა, რადგან სამსახურს ვერ პოულობდა. კანცელარისტი ყოველ საღამოს უმტკიცებდა, ცოტაც მოიცადე და ყველაფერი კარგად იქნებაო, გოგო მხრებს იჩეჩდა და დაბურცულ ტუჩებს უიმედოდ აშრაშუნებდა.
ერთ დღეს გოგომ მართლა იშოვნა, ოღონდ სამსახური არა – კაცი. კანცელარისტმა რომ დაურეკა, გოგომ მიახალა, შენთვის არ მცალია და საერთოდ, ნუღარ შემაწუხებ, ყელში ამოხვედიო.
იმ საღამოს კანცელარისტმა მთელი ღამე სიგარეტის ქაჩვაში გაატარა, ოთახიდან ოთახში გადიოდა და ცდილობდა, ფიქრებში მაინც გაემართლებინა თავისი არსებობდა. ბოლოს დაასკვნა, რომ მის არსებობას აზრი არა აქვს, რომ ის ყველასთვის დროებითი გაჩერებაა და ვერასდროს შეძლებს ვინმე სამუდამოდ “დააბას” თავისთან. გამთენიისას ტვალეტში შეიკეტა. სარკის წინ დიდხანს ათვალიერებდა უპროპორციო სახეს ღინღლს ფუნთუშა ლოყებზე, გაბუშტულ ცხვირს, დრუნჩივით გადმოწეულ დიდ ტუჩს და ცოტა დამშვიდდა. პასუხი ნაპოვნი იყო. ბუნების ასეთ წარუმატებელ ექსპერიმენტს პრაქტიკულად ვერავინ გაუძლებდა,
შემდეგ სარკე კედლიდან ჩამოხსნა კიდე ფრთხილად მოამტვრია და იატაკზე ჩაჯდა, კეფით ცივ კაფელს ეყუდებოდა. ბასრი შუშა ვენაზე რომ მიიდო, უჩვეულო სიმშვიდე დაეულა. იგრძნო, რამდენიმე წუთში რაღაც აუტანელი, უსამართლო და დაუძლეველი დასრულდებოდა.
სანამ გვამმა ხრწნა არ დაიწყო, მეზობლებმა კარის შემტვრევა ვერ მოიფიქრეს. საკანალიზაციო მილიდან გამომტყვრალი ტარაკნები დიდი მონდომებით აქუცმაცებდნენ მიცვალებულის დონდლო სხეულს. სახე კი უსაშველოდ მშვიდი ჰქონდა. დაისვენა საწყალმაო, ძალაუნებურად იტყოდი.

ხოდა უნდა ყოფილიყო მეთქი, ესე იგი ვრცელი მოთხრობის დაწერას ვაპირებდი. მაგრამ გადავიფიქრე. ასეთ ხელმოცარულ ტიპებზე ასობით მოთხრობაა დაწერილი. თუ გავითვალისწინებთ რომ ”კანცელარისტები” ჩვენი საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენენ, გამოდის რომ მკითხველები ის ხალხია, რომლებსაც მხოლოდ სუნი აწუხებთ. რა აზრი აქვს მათთვის ასმეერთე მოთხრობის დაწერას. მაქსიმუმ სიბრალული იგრძნონ, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში ნახევარი საათი გაყვებათ



6 Responses to “”კანცელარისტი” – არშემდგარი მოთხრობა”  

  1. რა ემო პოსტია :)

  2. davitange :cry:

  3. sad gaqra es bavshvi alian-kvalianad

  4. გული დამეფუფქა

  5. 6 თაზო

    გაუმარჯოს, სულ ცოტა ხნის წინ გავაკეთე ბლოგი, თუ დამეხმარები პოპულარიზაციაში და დამამატებ მეგობარ ლინკებში, გამიხარდება. რა თქმა უნდა მეც დაგამატებ. ჩემი ბლოგია freelandia.wordpress.com–თავისუფალი სიტყვის ბლოგი


Leave a Reply