რამდენიმე თვის წინ ძველ ბლოგზე (დუბლიორი კულისებს მიღმა) დავწერე პოსტი ”დუბლიორის” შთაბეჭდილებების შესახებ. რატომღაც ბევრი გააღიზიანა იმ ფაქტმა რომ ხაზს ვუსვამდი თათია თორდინავას მეგრელობას. ეშმაკმაც დალახვროს და არაფერი მაქვს საწინააღმდეგო მეგრელების, საერთოდაც ბებია მყავს მეგრელი და ელარჯი ჩემი საყვარელი კერძია. უბრალოდ სასაცილოა რა, თხუთმეტიდან თოთხმეტ კაცს აზრადაც რომ არ მოსდის ხაზი გაუსვას თავის წარმომავლობას და მხოლოდ ერთი გახსენებს ყოველ დილით, მე ვარ თათია თორდინავა სამეგრელოდან. ეს ნორმალურია და ის არა ხო კუთხურობის გამოვლენას რომ დავცინი?! ვინც არ უნდა ყოფილიყო, მეგრელი, გურული, კახელი თი ქართლელი, ყველაზე ასეთი რეაქცია მექნებოდა. არანაირი შოვინიზმი, მხოლოდ ჯანსაღი ცინიზმი. Peace



2 Responses to “საიდან ხარ?”  

  1. 1 თაზო

    პრინციპში გასაგებია შენი პოზიცია. მეგრელებს ხშირ შემთხვევაში ისევ მეგრელები არცხვენენ. თორდინავას ალბათ ეგონა, რომ ჯეოსტარის პონტი იქნეოდა და ფინალში გავიდოდა. ხოხ, არც ეგრეა საქმე :)


  1. 1 ღია წერილი “დუბლიორელებს” « NU Dimension

Leave a Reply