საოცრად მიმზიდველია საკანცელარიო მაღაზია. უამრავი კალამი, ფანქარი, მარკერი და ცარიელი ფურცელი. გინდა, პირდაპირ დახლთან დაიწყო რამე ახალი ვეშის წერა, რომელიც, უეჭველი იცი გენიალური იქნება. სამწუხაროდ, გენიალური ვეშები, ვგულისხმობ პროდუქტს, რომელიც კარგ ფასად გაიყიდება, ასე ერთი ხელის მოსმით არ იწერება. ჩვეულებრივ, ვეშის ტექსტუალურად ჩამოყალიბებას წინ უძღვის მთელი რიგი სამუშაოები, მათ შორის – მასალის მოძიება, პერსონაჟების შექმნა, სიუჟეტის ინჟინერია,  დაკვირვების წერტილის შერჩევა და ასე შემდეგ.  ერთი სიტყვით, მოსამზადებელი სამუშაოები უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე უშუალოდ ვეშის წერა. ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპების რიგითობას მნიშვნელობა არა აქვს. ლოგიკურად, მხოლოდ მასალის მოძიება იქნება აუცილებლად პირველი, დანარჩენი გემოვნების ამბავია. ზოგს ჯერ სიუჟეტის ინჟინერია ურჩევნია გააკეთოს და შემდეგ იფიქროს პერსონაჟების შექმნაზე, ზოგი პერსონაჟებიდან გამომდინარე აწყობს სიუჟეტს და ასე შემდეგ. როგორც იტყვიან, კაცია და გუნება.

მომდევნო სტატიებში დაწვრილებით განვიხილავ თითოუელ ეტაპს და ამ ეტაპების შემადგენელ უამრავ ნიუანსებს, თუმცა სანამ “ჯოჯოხეთის კარს გამოვაღებდე”, ერთ საინტერესო ფენომენზე უნდა ვისაუბრო, სახელად Allter Ago, უამრავი შემოქმედის ერთგული მეგობარი.

დროებით



3 Responses to “Creative Writing – სულ თავიდან”  

  1. საკანცელარიო მაღაზია ჩემი სისუსტეა. :D დღესაც პატარა ბლოკნოტი და, ასევე, პატარა კალამი ვიყიდე. .)

  2. ჰაჰ, მაგ მაღაზიებში მეც გამირბის ხოლმე თვალები… :)


Leave a Reply