საერთოდ, უკეთესად ხარ, როცა შენზე გაჭირვებულის შესახებ გაიგებ. ეგრვე გულზე გეშვება და ხვდები რომ საქმე არც ისე ტრაკულად არის.
მართალია, ტიფლის ქალაქი არ გამოირჩევა საზ. კვების ობიექტების სიმრავლით, თუმცა ერთი-ორი პიცერია მაინც მოგვეპოვება, რომ დავსხდეთ და ლეონარდოს სული შევიცნოთ, მიქელანჯელოს გაქანებაზე ვისაუბროთ, ან მაგდენს თუ ვერ ვქაჩავთ, რომა-ლაციოს ჯახი მიმოვიხილოთ და პარალელურად რაღა თქმა უნდა პიცა ვლოღნოთ.
შორეულ ფხენიანში, ფართო თვალება აზიელებს ამის შანსი მხოლოდდამხოლოდ რამდენიმე თვის წინ მიეცათ, რადგან დეკემბრამდე მათ მზიურ დედაქალაში პიცერია არ არსებობდა.
პიცერიის არ არსებობა სულაც არ ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჯონგ-ილი პირის გემოს უჩიოდეს და მსოფლიო სამზარეულოს აზრზე არ იყოს. პირიქითაც კი არის, ყველა, ვინც შეხვედრია ბატონ კიმს, ირწმუნება, რომ ფრანგული ღვინის მუღამიც იცის, პიცის ამბებშიც ერკვევა და სელაპის ქონის სუფი მისი საყვარელი კერძიაო. უბრალოდ, მხოლოდ 2008 წლის დეკემბერში დადგა დრო, რიგითმა კორეელებმაც გაუგონ ცივილიზირებულ კერძებს გემო.
სხვათაშორის, კვება სერიოზული პრობლემაა ჩრ. კორეაში. 90-იან წლებში ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა გაჭიმა ფეხები შიმშილის გამო (შეიძლება, დიეტასაც გადაყვნენ და ბინძური კაპიტალისტები ავრცელებენ ხმებს, თითქოს შიმშილს მოეკლას ისინი). ვერ გეტყვით, არსებობს თუ არა რაიმე სახელმწიფო პროგრამები, რომელიც შიმშილიანობის დონეს დაწევს ქვეყანაში, თუმცა რაღა სახელმწიფო პროგრამაა საჭირო, პიცერია უკვე გაუხსნიათ. შეიძლება, ერთმა პიცერიამ მილიონობით ხერხემალზე კუჭ აკრულ მოქალაქეს მძიმე ხვედრი ვერ შეუმსუბუქოს, სამაგიეროდ, ბედნიერები მაინც დაიხოცებიან. რაოდენ ბედნიერები არიან, ამ კომენტარითაც შეგიძლიათ განსაზღვროთ:
“I knew well from television and publications that pizza and spaghetti are world famous food, but it is the first time that I’ve tasted it,”
ამბობს ჯონგ უნ-სუკი, რიგითი ილიელი რა შუაშია და რიგითი კორეელი.
Filed under: უბრალოდ | 3 Comments
ძიება
-
თქვენ ათვალიერებთ NU Dimension ბლოგის არქივს.
Good post.
lol mec vcynardebi xlme sxvebis debilobebs romvigeb
ღმერთმანი მიხარია ახალი პოსტი!!!
აი მაგათ და ჩინელებმა წესიერად ჭამა რომ ისწავლონ,მერე ჩვენ გავწყდებით შიმშილით. არაფერს აღარ დატოვებენ შეუჭმელს:)
შენ, ბიჯო, პიცას თურმე რა ცალი თვალით უყურებ და არა და სად დაიწყო ჩვენი დიადი საქმენი საგმირონი? :(
ელაპარაკე ეხლა ამას :(