End Of All Hopes!!!
ვისაც უნდოდა მონაწილეობა მიეღო ორიგინალური სცენარის მიხედვით გადაღებულ პირველ ქართულ მისტიკურ სერიალში, მათ შანსი გაშვეს, რადგან დღეს ოფიციალურად დავასრულეთ კასტინგი. სტუდიის კაფეშიშერჩეულ კანდიტატებს დეტალეი შევუთანხმეთ და ტრეილერის გადაღებამდე, ანუ რამდენიმე დღით დავიშალეთ. ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვინდა დასვენება :|
ხოდა, კასტინგმა იმედები გამიცრუა. ასამდე პროფესიონალი და დამწყები მსახიობი ტყუილად გორაობდა იატაკზე. ვერაფერი ქნეს ისეთი, რომ მეთქვა, აი ეს გოგო/ბიჭი სცენარით გათვალისწინებულ პერსონაჟს ერგება, ან აქვს რაღაც ინდივიდუალური, ავიყვანოთ და მისთვის ცალკე პერსონაჟს გავაკეთებ (მაგალითისთვის, Lost-ში სოიერისგმირი არ იყო გათვალისწინებული, თუმცა კასტინგზე ისეთი ინდივიდუალურობა დადო, ჯეიჯეიმ ორ ღამეში შექმნა მისი პერსონაჟი).
როცა ფსვედო პროფესიონალები დონეს ვერ წევენ, მოყვარულებს უნდა დაუძახოო, ღაღადებს filmmakeing-ის საფუძველბი. ჩვენც დავუძახეთ მოყვარულებს და დაიდო დონეები. დაახლოებით ათი არაპროფესიონალი გვყავდა. მთგან რამდენიმე ფორუმელი იყო. ფორუმელებიდან ყვავა და Wiz@rd დაამტკიცეს როლებზე, პიკოლინა რეზერვში გადაინახეს. ამ ადამიანების გარდა კიდევ ერთი მოყვარული ავიყვანეთ, რომელიც მეორე-მესამე სერიაში გამოჩნდება და აუცილებლად დაგამახსოვრებთ თავს გამყინავი თვალებით და ცივი სახით. ერთი სიტყვით, ელოდეთ გოგონას ბასრი დანით (სპოილერი?!).
სხვა არაფერი ყოფილა საინტერესო. როგორც ვთქვი, რამდენიმე დღე დავისვენებთ და ტრეილერის გადაღებას შევუდგებით. პოტენციური სპონსორები მოუთმენლად ელიან ჩვენ ნამუშევარს და რავი, მოგიწევთ კვირაში ერთი საათის გამოყოფა ამ სერიალისთვის :)))
Filed under: ქრონიკები | 13 Comments
ძიება
-
თქვენ ათვალიერებთ NU Dimension ბლოგის არქივს.
bliad sad ar var mand :(
ra nichi vikargebi.
რას ამბობ, მე რომ აქ ვარ, ხო “გამოვადექი სამშობლოს” ))))
me nichiri var
ორივე ნიჭიერები ხართ :|
ნუ გვატყუებ )))
ისე მროველ.
ადრე მქონდა მე იდეა, მისტიკური დვიჟნიის, ჰოდა სცენარის და რაღაცების წერის ტრაკი არ მქონდა რა და შენახული მაქვს რეზერვში, ასე 3 წლის წინ ფორუმზეც დავწერე ეგ იდეა და რამდენიმე კაცს მოეწონა :) ჰოდა სასერიალოდ გამოდგება.
თუ ევენჩუალი, შემდეგ პროექტსაც დაიწყებთ, ნუ ასე 1-2 წელიწადში მოგაწოდებთ მაგ იდეას და თუ მოგეწონებათ, წერეთ და იკითხეთ, ნუ მე ჩემი წილი მინდა ოღონდ რა :D
კაცო ეს პროექტი მივიდეს ბოლომდე და მერე ისა, შენ მაგ იდეას გამიმხელ, მე მოვიპარავ და სასამართლში მიჩივლებ. სკანდალი და პოპულარობა გარანტირებული გექნება :D
ჰოდა მაგას გეუბნები კაცო :D
როცა წარმატებულ სტუდიად ჩამოყალიბდებით და ახალი პროექტის ძებნას დაიწყებთ ამას შემოგთავაზებთ რა :D
როდის გადაიღებთ???
პირველ ქართულ მისტიკურ სერიალში :D :D
magrad jgers :D
თესლად ჟღერს
პირველი ქართული მისტიკური სერიალი იყო ”სახლი ძველ უბანში”, მეორე არხზე რომ გადიოდა ხოლმე…
:) :D :D
eee, ese icit xolme ra, idea gvaqvs ideao da mere xorxshesxmuli arsad chans. yvavamac ese icis :( agar mjera me