welcome Back
დღეები სულ უფრო ემსგავსება ძველ ფაზლს, რომელსაც რამდენიმე ნაწილი აკლია და არაფრისდიდებით არ იწყობა დასრულებული კომპოზიცია.
Draft-იდან ამოქექილი პოსტის დასაწყისი
რამდენიმე დღეა ფეხი მაქვს ნაღრძობი, უფრო სწორედ ნაღძობსა და მოტეხილს შორის, ვზივარ სახლში და თრგუნვას ვარ მიცემული.
ზოგადად სახლში ჯდომას არაფერი სჯობს. გრილა, ინტერნეტია, სიგარეტი მაქვს და ლუდი, მაგრამ ეხლა ისეთი სიტუაციაა რომ აუცილებლად გარეთ უნდა ვიყო, ჩემი ფიგურა უნდა ამშვენებდეს მოლაპარაკებების მაგიდას და ყველაფერი. ამით იმის თქმა მინდა, რომ სცენარით, რომლის მიხედვითაც სერიალი უნდა გადაეღოთ და მერე დაეზარათ (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) ერთი საინტერესო და რაც მთავარია ფულიანი სტუდია დაინტერესდა. პრინციპში მოლაპარაკებები უფრო იდეის ყიდვაზე მიდის, რადგან ახალ სტუდიას ფილმის გადაღება სურს, ცხადია სერიალზე მორგებული სცენარი თავიდან იქნება გასაკეთებელი! კონტრაქტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით ახალ სცენარს ისევ მე დავწერ, პლიუს ერთი კაცი თანაავტორად, რომელსაც პროდიუსერთან შეთანხმებით თავად შევარჩევ . თავიდან მეგონა ვიცოდი ვისაც შევიამხანაგებდი, მაგრამ “კაცი იგი” მენტალურ მასტურბაციასა და პეროების თლას გადაყვა. ასე რომ ვეძებ თანაავტორს ფსიქოლოგიური თრილერის სცენარზე სამუშაოდ.
ქუჩაში კიდევ ერთი მიზეზი მექაჩება – უკვე მეორე კვირაა creative writing-ის ონლაინ კურსებში ვმონაწილეობ და ყოველკვირეული დავალება მაქვს დასაწერი! (კურსის შესახებ უფრო ვრცლად ზეგ, ან მაზეგ დავპოსტავ).
პრაქტიკულად სულ ეს არის. Californification-ის გადმოქაჩვამდე დარჩენილი დრო წარმატბით გავატარე ჩემ ბლოგთან ერთად.
Adios
Filed under: ქრონიკები | 7 Comments
ძიება
-
თქვენ ათვალიერებთ NU Dimension ბლოგის არქივს.
აუჰ, ცუდია ფეხის ღრძობა:( გამოჯანმრთელება და სცენარში წარმატებები შენკენ :]
გაიხარე
დღეს ცოტა უკეთესად მაქვს :|
Californification კარგი რამეა. ლუდი და სიგრილე ზაფხულში კიდევ უკეთესი.
ველოდები 27 სექტემბერს. მესამე სეზონი ჯერ კიდევ წინ გვაქვს ^_^
ცდები, მაგ სერიალის გადაღება არავის დაზარებია არც პირდაპირი მნიშვნელობით და არც კიდე ირიბი აზროვნებით
უი, და მერე შოკოლადებს და ნაყინებს მიყიდი ? )))
რა მატყუარა ხარ, მროველ, ზეგ ან მაზეგ დავპოსტავო და რამდენი დრო გავიდა უკვე
levan, sad daikarge, rogor xar? versad gpoulob… shemezmiane, tu naxav chems komentars…