ლეპტოპი სახელად გიმლი
პოსტი ისტორიისთვის.
რამდენიმე დღის წინ შევიძინე ლეპტოპი Samsung laptops R580. ნივთი მხნე, ცხოველი, მოწოდებული ბრდღვნისთვის. სახელიც შესაბამისი შევურჩიე – გიმლი ძე ლეონიდასის. გიმლი მოგეხსენებათ დიდი ჯომარდი ჯუჯაა სერ ტოლკინის საგადან ბეჭდების შესახებ.
ხოდა შვილიშვილები რომ მკითხავენ, ბაბუ, ბაბუ შენმა მეგობარმა გიმლიმ როდის შემოაბიჯა ოჯახშიო ჩავხედავ ამ პოსტს და ვუპასუხებ, რომ ქრისტეს აქეთ 2010 წელი იდგა, ოქტომბრის მეორე ნახევარი, როცა მე “ალტადან” ხელში ატატებული გამოვიყვანე გიმლი ძე ლეონიდასის და გადავწყვიტეთ ერთად დიდი საქმეები გაგვეწია.

kargii levv :)))
In the blog the professor had the opportunity to make important announcements and post additional information for the class.