Archive for the 'ქრონიკები' Category

welcome Back

27Aug09

დღეები სულ უფრო ემსგავსება ძველ ფაზლს, რომელსაც რამდენიმე ნაწილი აკლია და არაფრისდიდებით არ იწყობა დასრულებული კომპოზიცია.
Draft-იდან ამოქექილი პოსტის დასაწყისი
რამდენიმე დღეა ფეხი მაქვს ნაღრძობი, უფრო სწორედ ნაღძობსა და მოტეხილს შორის, ვზივარ სახლში და თრგუნვას ვარ მიცემული.
ზოგადად სახლში ჯდომას არაფერი სჯობს. გრილა, ინტერნეტია, სიგარეტი მაქვს და ლუდი, მაგრამ ეხლა ისეთი სიტუაციაა რომ აუცილებლად გარეთ უნდა ვიყო, ჩემი [...]


Up Again

01Jul09

რამდენიმე თვეა არაფერი დამიწერია ისეთი, ტვალეტში დასადებად რომ დავინანებ. ძირითადად ვკითხულობ, ვუსმენ Hip-Hop-ს და ვწუწუნებ რომ ინსპირაციას ვერ ვხედავ ვერაფერში. ლაპარაკი არ უნდა, როცა სურვილი გაქვს პროფესიონალი მემოთხრობე და სცენარისტი იყო ინსპირაციას, მუზებს და მსგავს ეფემერულ ვირიშვილებს არ უნდა ელოდო. ინდუსტრიამ ათობით ფორმულა და სქემა შექმნა, რომლებსაც თუ კარგად ისწავლი და ცოტა ნიჭიც გაქვს, ინსპირაცია [...]


Yeah!!!
Uptown Downtown Creators Connection & Creative Assassins Present new Season on Artidea.wordpress.com
ერთი ადამიანის ძალისხმევით, ქართული ბლოგოსფეროს სიამაყე ArtIdea დაბრუნდა ძველ მისამართზე, ახალი იდებით და დუხით. ვისაც ხელები ეფხანება არტის შესაქმნელად, ვინც თვლის რომ მისი შემოქმედება შეძრავს ჩვენს სულებს, ვინც დაიბადა იმისთვის რომ შექმნას, მოგესალმებათ Artidea.wordpress.com
ყოველ ორშაბათს ახალი თემა. ახალი აურზაური, მოლოდინი და ღრიანცელი
Peace


ვისაც უნდოდა მონაწილეობა მიეღო ორიგინალური სცენარის მიხედვით გადაღებულ პირველ ქართულ მისტიკურ სერიალში, მათ შანსი გაშვეს, რადგან დღეს ოფიციალურად დავასრულეთ კასტინგი. სტუდიის კაფეშიშერჩეულ კანდიტატებს დეტალეი შევუთანხმეთ და ტრეილერის გადაღებამდე, ანუ რამდენიმე დღით დავიშალეთ. ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვინდა დასვენება :|
ხოდა, კასტინგმა იმედები გამიცრუა. ასამდე პროფესიონალი და დამწყები მსახიობი ტყუილად გორაობდა იატაკზე. ვერაფერი ქნეს ისეთი, რომ მეთქვა, [...]


ხოდა სცენარისტობის ამბები არ დამიწერია.
ერთერთ creative (შემოქმედებით) ჯგუფში სცენარისტის პოზიციაზე ამიყვანეს. მრავალსერიან მისტიკას ვიღებთ ჰორორის ელემენტებით. ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, გადავწყვიტე შევასრულო დადებული პირობა და ბოლობოლო გახსნილად გამოვაცხადო ლაბორატორია!
მაშასადამე, ყოველდღე, ჩანაწერები სცენარისტის ლაბორატორიიდან. მონახაზიდან დასრულებულ სცენარამდე.


რამდენიმე თვის წინ ძველ ბლოგზე (დუბლიორი კულისებს მიღმა) დავწერე პოსტი ”დუბლიორის” შთაბეჭდილებების შესახებ. რატომღაც ბევრი გააღიზიანა იმ ფაქტმა რომ ხაზს ვუსვამდი თათია თორდინავას მეგრელობას. ეშმაკმაც დალახვროს და არაფერი მაქვს საწინააღმდეგო მეგრელების, საერთოდაც ბებია მყავს მეგრელი და ელარჯი ჩემი საყვარელი კერძია. უბრალოდ სასაცილოა რა, თხუთმეტიდან თოთხმეტ კაცს აზრადაც რომ არ მოსდის ხაზი გაუსვას [...]


სანტექნიკოსს ლიოვას მემუარებიდან
საღამოს, როგორც მუშაობით დაღლილ ადამიანს შეეფერება, თანამშრომლებთან ერთად ქალაქში მეტად ცნობილ სახინკლეს მივაშურე, ამოგვეყორა რა გამოცარიელებული მუცლები, გვეხვრიპა ლუდი და გვესაუბრა სულის მაცხონებელ სისულელეებზე.
ხინკლის შეკვეთამ ტრადიციულად დაიგვიანა, სამაგიეროდ ლუდები შემოგვაშველეს დროულად. ჩვენც დიდი მონდომებით შევუდექით ჟანგიანი ყელის ”ჩასველებას”.
ჩვენგან მარჯვნივ მოღრიანცელე საძმო იჯდა, ერთი ცარიელი მაგიდის გამოტოვებით იგივე სურათი, ოდნავ ზემოთ ოთხი ბიჭი და [...]


აცივდა. მალე უფრო აცივდება. ნელნელა იღვიძებს ციმბირული დათვის ინსტიქტები – თბილი ბუნაგის პოვნისა. დღეს თუ არა ხვალ სასიცოცხლო მნიშვნელობას შეიძენს თბილი კაფეები და ცხელი ყავა. ორმაგად სასიამოვნო გახდება შეორთქლილი ვიტრინიდან აბუზული გამვლელების თვალიერება.
ნუგზარ შატაიძის ინტერვიუ წავიკითხე, რომელიღაც სომეხ მწერალს ადიდებდა, რომ მიხვდა მის ნაწერებს არ კითხულობდნენ, წერას შეეშვაო. ალბათ ცხოვრებაში პირველად არ დავეთანხე ამ ადამიანს,თუ [...]


13 ოქტომბერს ”დუბლიორი” იწყება. ამასთან დაკავშირებით პროექტის დასრულებამდე შეიცვალა ბლოგის დიზაინი, ხოლო კონტენტს დაემატება ახალი რუბრიკა ”დუბლიორის დღიურები”.
საერთოდ, ეს პროექტი ზუსტად ერთი წლის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ცნობილი მოვლენების გამო სტარტმა ცოტა დაიგვიანა.
ჩემი ხუთეული ეთერში მუშაობას 27 ოქტომბერს დაიწყებს. პირველი სიუჟეტის სცენარი უკვე დამტკიცებულია – გეიმერობა. რესპოდენტები, კადრები, სინქრონი, ყველაფერი მომზადებულია და ლამაზად არის ჩაწერილი [...]


”იდეალებში ჩაჯმა” ასე შეიძლება ეწოდოს ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას. საუბარია წყეულ ”დუბლიორისთვის” გადასაღებ სიუჟეტზე, რომელსაც ვერადავერ დავადგი თავი.
სცენარებს ძალიან უცნაური მეთოდით ამტკიცებენ – თუ აკეთებ სიუჟეტს რამე ისეთ თემაზე რაც მილიონჯერ გადაღეჭა ყველა ტელევიზიის ყველა ჟურნალისტმა სათითაოდ, მაშინ უსიტყვოდ გგზავნიან გადაღებებზე, ხოლო თუ ამბიციებმა შეგაწუხა და ისეთ თემას შეეხე, რომელიც მართლა ახალია და შეიძლება ვინმეს დააინტერესოს, [...]