Skip to content
April 19, 2008 / mroveli

Twitter’s….


მიყვარს როცა საქმე უცბად, ზედმეტი გაწელვა-გამოწელვის გარეშე კეთდება. მაკდონალდსში ”ნაყინის ჭამის იდეაც” სპონტანურად დაიბადა და დაახლოებით 24 საათში განხორციელდა :) თავიდან ვიწრო მეგობრულ ”სხოდკად” ჩფიქრებული შეკრება ქართველი Twitter-ელების შეკრებად გადაიქცა. დანიშნულების ადგილი საბურთალოს McDonalds, შეხვედრის დრო 19:30. რაღაც სასწაულის ძალით დროულად მივედი, მაგრამ არავინ დამხვდა. ჩემს შემდეგ ტოტო გამოჩნდა, ტოტოს დვორსკი მოყვა, რომელმაც ორი ფეხით მოასწრო როკოს და ჯიბლას, შემდეგ იყო აივერსონი, აივერსონის შემდეგ ნატოშა და სულ ბოლოს შეხვედრის ორი ორგანიზატორი, კისი და პიკო მოვიდნენ.

ხსენებულ კვების ობიექტში რაც ყველაზე მეტად მომეწონა, ის არის რომ თბილ ამინდებში შეგიძლია ტერასაზე დაჯდე და გემრიელი საუზმე/სადილი/ლანჩი/ვახშამი სიგარეტით კიდევ უფრო გაინოყიერო. მართალია, დღეს საღამოს, მე მხოლოდ ნაყინი ვჭამე, მაგრამ სიგარეტმა მაინც გაასწორა. ჭამის პარალელურად იყო საუბრები ბლოგინგზე, ზოგადად ნეტზე, ისე როგორ დავიშლებოდით, ეროვნული მარაზმების კოლექციიდან რამდენიმე ექსპონანტი არ გაგხვეხსენებინა. საბოლოოდ PR-ის სერტიფიცირებულად შესწავლის შეუძლებლობაზე საუბრით დავტოვეთ დანიშნულების წერტილი (როკო და ჯიბლა უკვე კაი ხნის წასულები იყვნენ).

სააკაძის მოედნამდე ერთად ვიარეთ, შემდეგ ჩვენი გზები გაიყო, სხვები გზის მეორე მხარეს გადავიდნენ, მე გაგარინისკენ გამოვაგრძელე გზა.

2 Comments

Leave a Comment
  1. iverson / Apr 19 2008 3:21 pm

    :jump:

    eem im suraTs ar ewireba da ver vxedav ra weria :user:

  2. ალვა / Jul 10 2008 2:11 pm

    მეზიზღება მაკდონალდსი.
    ცხელი ძლივს იჭმევა და ცივის მერე კუჭი ისე მტკივა მტრისას

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: