Skip to content
May 17, 2008 / mroveli

Inside my Dark Fucking Mind


ჩვენს ლამაზ, საყარელ და მოწესრიგებულ სამყაროში, არის ერთი იდიოტური ტერმინი, გნებავთ სოციალური ინსტიტუტი – ”ბიჭისა და გოგოს მეგობრობა”. ამ ინსტიტუტმა განსაკუთრებული გაქანება და აღიარება მზიურ საქართველოში პოვა და სრული კონკრეტიკის მისაღწევად ქვეინსტიტუტებიც კი წარმოშვა, მათ შორის: ”კაი ბიჭის დაიკო”, ”კლასელი დაიკო”, ”ახლობლის და”, ”თანამშრომელი დაიკო” და სხვა მრავალი.
როგორც ვხედავთ, საკითხისათვის განსაკუთრებული სიწმინდისა და სისათუთის მინიჭების მიზნით, ტერმინი ”მეგობარი” ჩანაცვლდა ტერმინ ”დაიკოთი”, ანუ როგორც სისხლისმიერ დაზე, რამე ”ისეთის” გაფიქრებაა ავადმყოფობა (რასაც ორივე ხელით ვეთანხმები) ისეთივე ავადმყოფობად ჩაითვლება კაი ბიჭის, კლასელი, თანამრომელი და სხვა მრავალნაირ ”დაიკოზე” იგივეს გაფიქრება.
არადა მისი უდიდებულესობა ბიოლოგია ჰღაღადებს რომ, მამაკაცის ლტოლვა გარდა სისხლისმიერად ნათესავი, ქალისადმი, არის სავსებით ჯანსაღი მოვლენა და არავითარი კავშირი არ აქვს ამორალურობასთან. ბატონი ბიოლოგია რა თქმა უნდა სდუმს ”მეგობარი გოგოს” ინსტიტუტზე და ლოგიკური იქნება თუ ჩავთვლით, რომ მას სულ წიხლზე კიდია, გოგო ”კაი ბიჭის დაიკოა” თუ ”თანამშრომელი დაიკო”.
პროფესიულ თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში მიწევს გოგოებთან ურთიერთობა, რომლებსაც ან მკერდი აქვთ მადის აღმძვრელი, ან ჩამოქნილ ფეხებზე ”დგანან”. რახან ბიოლოგიურ სიჯანსაღეზე მაქვს პრეტენზია, ხშირად გამქცევია თვალი მათი მკერდისკენ ან ფეხების თვალიერებას მოვყოლივარ. VII – IX კლასამზე, ამ საქციელის გამო საკუთარ თავს ნებაყოფლობით ვაწებებდი ბინძური ნაბიჭვრისა და უიმედო გარყვნილის ეტიკეტს. დღეს, პირიქით მიხარია, თუ თვალი მკერდისკენ გამექცა და უკანალის ფორმამაც დამაინტერესა, რადგან ადამიანი ვარ, ბიოლოგიური ქმნილება.
ვიცი, რომ ასეთი საქციელი სულაც არ უშლის ხელს მავან გოგოსთან, პროფესიულ, იდეურ ან ზოგად საყოფაცხოვრებო ურთიერთობას (რაც არანაირად არ ნიშნავს მეგობრობას), მაგრამ რა ვუყო, ადამიანთა იმ არმიას, რომლებიც ჯიუტად მიმტკიცებენ ”ბიჭსა და გოგოს შორის მეგობრობის” რეალურობასა და თქვენ წარმოიდგინეთ სილამაზესაც კი?
ამ ჩემს გარყვნილ, მაგრამ ბიოლოგიურად საღ თავში რამდენიმე არცთუ ისე სასიამოვნო ვარიანტი მებადება:
1. ისინი უბრალოდ თვალთმაქცობენ და პირველივე შესაძლებლობისთანავე სიამოვნებით მიღერძავენ ე.წ. ”მეგობარ გოგოს”;
2. მათ თავის დროზე ვერ მოახერხეს ე.წ ”მეგობარი გოგოს” მიღერძვა და რა იცი ხვალ რა ხდებას იმედით, ჯერჯერობით მეგობრის სტატუსით კმაყოფილდებიან;
3. და ბოლოს, ისინი უბრალოდ ბრიყვები არიან;

კითხვაზე პასუხი რეკლამის შემდეგ იქნება.
კი იქნება…
ზეგ….

P.S. პოსტი ინსპირებულია სტატიით Friendship & Women, IMHO ბლოგიდან Dream In Destiny

14 Comments

Leave a Comment
  1. dodka / May 17 2008 3:43 am

    კითხვაზე პასუხი – სამივე ერთად :დ

    ან მეოთხე ვარიანტი – “მეგობარი გოგო” უბრალოდ ძალიან მახინჯია. მაგრამ ამ შემთხვევაშI უკვე გოგო არაა გულგრილი ხოლმე როგორც წესი : )

  2. mroveli / May 17 2008 3:45 am

    ასეთ დროს, როგორც წესი, ადგილი აქვს ”შეტენვის” ფაქტს. ან იძულებით მეგობრობას, გარკვეული აუცილებლობებიდან გამომდინარე, მაგალითად, დედაჩემის დაქალის შვილია და ყურადღების მიქცევა ჭირდება :D

  3. Internet_Contraband / May 17 2008 3:54 am

    მანდ 2 შემთხვევაა:

    1. გოგოს მოსწონს ბიჭი, მაგრამ ბიჭს არ მოსწონს გოგო – გოგო დაქალი ხდება იმ იმედით რომ ბიჭი როდესმა დათვრება და ეგება ხელის გადახვევას და ვინ იცის კიდე რას ეღირსოს

    2. ბიჭს მოსწონს გოგო, მაგრამ იგივე გოგო კიდევ 2 000 000 ბიჭს მოსწონს, თან გოგოს შეყვარებული ყავს უკვე, მართალია დამატებით ბონუს ბიჭებზე უარს არ ამბობს მაგრამ როგორც ”ძმას ისე უყურებს” ბიჭს იმედი აქვს ეგება როდესმე გოგომ და მისმა შეყვარებულმა იჩხუბონ და…

    საერთო ჯამში საშინელებაა როდესაც შენს მოვლილ ბაღში ნაყოფს სხვა ჭამს.

    თუ რათქმაუნდა დატრენინგებული პიკაპერი არ ხარ და შეგიძლია საჭირო ღუზების ჩაკიდება იმისთვის რომ შეყვარებულს დააშორო, საზოგადოებრივი აზრი გადააწონინო და ჯეკპოტი მოხსნა… :D

  4. iverson / May 17 2008 4:28 am

    უი სულ სხვა პლანეტიდან ყოფილხართ თქვენ..

    ნუ პრინციპში არ გამიკვირდა უფრო სწორად სანამ გაგიცნობდით არ გამიკვირდებოდა და ახლა გამიკვირდა, მაგრამ ძაან არა :)

    არა სხვა პლანეტაში არაფერი ცუდი არ ვიგულისხმე, ჯასთ სხვა პლანეტა

  5. mroveli / May 17 2008 4:29 am

    ო ეხლა შემტენიან მანიაკობას და გარყვნილობას :D

  6. kuda / May 17 2008 12:26 pm

    ხო..
    ისა.. არაფერი, ჯობია გავჩუმდე =))

  7. miramax / May 17 2008 2:37 pm

    როგორც იქნა გახსეენი ხო? სად იყავი ამდენ ხანს?

  8. miramax / May 17 2008 11:51 pm

    კიარა და ეხა ჩამოვიკითხე ეს შენი ინსპირირებული პოსტი და ისაა..

    გამეცინა, ნუ ცუდად არა, აი ისე ჯანსაღად დაა ბიოლოგიურად გამეცინა :)

    მოკლედ გილ’ოცავ, შენ ნამდვილი მამაკაცი ხარ!! ;)

  9. CheshireCat / May 19 2008 12:43 am

    მაშასადამე და ე.ი. ჩემი ერთი ნაცნობი მამრი, ამბობდა რომ ქალის და კაცის მეგობრობა
    შესაძლებელია, თუკი ისინი არ იზიდავენ ერთმანეთს სქესობრივად.. ხოდა მინდა დავეთანხმო მას… ხოდა, ბიოლოგია, რა თქმა უნდა, ბიოლოგიაა, მაგრამ ყველა მამაკაცი/ქალი ხომ არ გიზიდავს არა? :) ნუ მე ყოველ შემთხვევაში არა.. ხოომდა, შესაბამისად იმ ტიპის მამაკაცებთან თავისუფლად შემიძლია ვიმეგობრო :yes:

  10. bigcrow / May 19 2008 3:50 am

    და მე რომ ყველა ქალი მიზიდავს, რა ვქნა?
    არის საშველი?

  11. mroveli / May 19 2008 3:52 am

    როგორც იტყვიან არაფერი გვეშველება
    ჩემს ზემოთ მომხსენებელი და სხვა ჩვენნაირნი წითელი დაშნების ღამეს უნდა ემსხვერპლნონ

    ზეგ :D

  12. CheshireCat / May 20 2008 12:42 am

    :givi: არაა, მსხვერპლად შეწირვა საჭირო :)))

    ზოგი ისეა, ზოგი ასე :) და ყველა თავისი მისწრაფებების მიხედვით აწყობს ურთიერთობებს. ყველა ქალი გიზიდავს? ზნაჩიწ ე.წ მდედრობითი სქესის მეგობარი არ/ვერ გეყოლება :)) ვოტ ი ვსე. მეეჭვება რომელიმე თქვენგანი თვლიდეს რომ დიდი ეს მისთვის დანაკარგია :)

    შასტია ვსემ! ი პუსტ’ ნიკტო ნე უიდეტ ობიჟენნიმ! :)

  13. Algeric / Jun 24 2008 9:37 pm

    აღგზნებული მამაკაცის აღგზნებული სასქესო ორგანო ვერც კაიბიჭის დაიკოს არჩევს ვერც თანამშრომელ დაიკოს ვერც კაიბიჭის დედიკოს და ვერც კაიბიჭის მამიკოსაც კი!

    მას მხოლოდ სველი ვაგინა თუ დააწყნარებს იქამდე სანამ ის თავის საწადელს არ მიაღწევს და შიგ გულისრევის სახით არ შეაფურთხებს! ვოტ!

  14. Secrets / Aug 27 2008 2:28 am

    ჰმ

    და მეგობრის/ძმაკაცის დისკენ ლტოლვა ხომ არ განიხილება ბიოლოგიურად როგორც ავადმყოფობა?

    So?

    :ჩამჭრელი-კითხვის-ნამიოკი:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: