Skip to content
June 12, 2008 / mroveli

როგორ მიქსავდნენ რუსები ქართულს


ქართული ტრეკი, უცხოელების მიერ გარემიქსებული, ჯერ არასდროს მომესმინა. საერთოდ, აზრადაც არ მომივიდოდა, თუ რომელიმე მეტნაკლებად სერიოზული DJ ქართული ტრეკის გასარემიქსებლად DJ-ს აპარატურას ან კომპიუტერს ’შეაწუხებდა”. როგორც ჩანს ვცდებოდი, რადგან ბუნებაში არსებობს რუსული პროექტი X-Mode, რომლის შემადგენლობაში ორი ადამიანია Dj Дон და Dj Репа (2005-ში მათ მიერ გარემიქსებული ძველი ჰიტი Animals თბილისში ძალიან პოპულარული იყო). ხოდა, ზუსტად ამავე ალბომში, მეთერთმეტე ტრეკად შესულია კომპოზიცია სახელწოდებით Gruzinskaia. თავიდან მეგონა, რომელიმე ფოლკლორულ კომპოზიციას ექნებოდა ელექტრონული ფონი დადებული და ამით ამოიწურებოდა მთელი რემიქსი, მაგრამ რუსეთი ხომ საქართველო არ არის ბეიბი :) აღმოჩნდა, ბიჭებს მაგრად უშრომიათ და ხარისხიანად გაურემიქსებიათ არა ”დაისი”, ”შალახო” ”ოსური” ან თუნდაც ”თბილისო”, არამედ 2000-იანების ერთერთი ქართული პაპსა ჰიტი….სახელს შეგნებულად არ დავსახელებ, რადგან თვითონაც შეძლებთ მის მოსმენას ამ ბმულზე დაკლიკებით :) .
რა თქმა უნდა X-Mode-არ არის გენიოსების კანტორა და არც ეს რემიქსია რემიქსინგის შედევრი. მიუხედავად ამისა, მე მაინც მესიამოვნა რუსეთსა და დსთ-ში ცნობილმა პროექტმა მსოფლიო ჰიტების რემიქსებით გადატვირთულ ალბომში ქართული ტრეკისთვისაც რომ გამონახა ადგილი.

ესეც გადასაწერი ბმული, მათთვის ვინც ”დანიიდან გვკითხულობს”

7 Comments

Leave a Comment
  1. dodka / Jun 12 2008 2:13 pm

    გადმოვწერე და ვიკაიფე (კაი გაგებით)

    შედევრი არაა იასნია, მარა მაგრად ხარისხიანად გაკეთებულია, მოსმენად რომ ღირს ისეთი.

  2. k84u / Jun 12 2008 4:31 pm

    ვაა, უყურე შენ…
    ეს სიმღერა ქართულიც არ არის ცუდი…
    ხოდა მიქსიც კარგი გამოვიდა მგონი…
    არ მეგონა, თუ თანამედროვე ქართული ესტრადით დაინტერესდებოდა რუსეთ..

  3. Algeric / Jun 22 2008 9:02 pm

    უიმე! ხელმოცარული იყო ვინც ამას წერდა? მეტი საქმე არ გქონდა შვილო? ქვეყანა შიმშილით იღუპება შენ კი მესიამოვნაო…
    რა გაქვს სასიამოვნო როცა ასეთი სიმღერა რუსების ალბუმში ხვდება.

    არა რა, საით მიექანება ეს ქვეყანა?! გვეშველება რამე?!

  4. CheshireCat / Jun 25 2008 6:52 pm

    Alergic, ხო და საერთოდაც ყველანი მალე მოვკვდებით. რა დროს ბლოგერობაა?
    :პანიკა: :პანიკა2:

  5. mroveli / Jun 26 2008 4:56 am

    სამშობლოს გვართმევენ რა დროს მუსიკაა

  6. kexi / Aug 7 2008 4:50 pm

    ბჯო და ეგ ვინ მღერის? გრეჩიხა მლადშია? :D
    ნუუუ დიდი იმედი ქონდათ რო მაგის ვზროსლი ვარიანტი პრეზიდენტი გახდებოდა და მიტოა ეგ სიმღერა ალბუმში … :)

    ნუ თუ აგ არაა მაშვინ არ ვიცი …

  7. mroveli / Aug 11 2008 8:14 am

    არა არა, არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტით არ არის ეს ვეში შეტანილი ალბომში, როცა ეს ალბომი გამოვიდა მაშინ გრეჩო ჯერ კიდევ მეღვინეობდა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: