Skip to content
July 7, 2008 / mroveli

მითები და რეალობა ძილის ხანგრძლივობაზე


ბოლო დღებია ჭუკივით ათ საათზე თვალები მებლიტება, თერთმეტისთვის კი კლავიატურასთან ჩახუტებულს მძინავს. სხვისთვის არ ვიცი და ჩემტვის ეს ფაქტი ძალიან შემაშფოთებელი აღმოჩნდა, რადგან სამ საათზე ადრე წლებია არ დამიძინია. ვიფიქრე, სიკვდილი ხომ არ მომახლოვდა მეთქი და გუგლა დეიდაში დავსერჩე. გუგლში რა თქმა უნდა არაფერი ეწერა იმის შესახებ, კვდება თუ არა მროველჩეგი, სამაგიეროდ საინტერესო სტატიას წავაწყდი ძილის ნორმალური ხანგრძლივობის შესახებ. ბევრ თქვენგან წაკითხული არა გაგონილი მაინც ექნება მითი, თითქოს დღე-ღამეში ექვსი საათი თუ არ გძინავს, ადრე თუ გვიან ასანთები წითელი უფრო ადრე აგენთება ვიდრე გვიან. როგორც ჩანს გვაბოლებდნენ (ხალხო!!! :D). Loughborough-ს უნივერსიტეტის პროფესორი ჯიმ ჰორნი მითს რვა საათიანი ძილის აუცილებლობის შესახებ სისულელეს უწოდებს. ”..ეს იგივეა, რომ ყველა ადამიანს ვაიძულოთ რვა ნომერი ტანსაცმლის ტარება, ან მივიჩნიოთ რომ თუ ადამიანი რვა დიუმი არ არის სიმაღლეში, ის უეჭველი დეფექტიანია”, ამბობს პროფესორი. ყველაფერი ორგანიზმე ყოფილა დამოკიდებული. შეიძლება ადამიანს ცხრა საათი ეძინოს, მაგრამ სამსახურში მაინც მთელი დღე თვლემდეს, ან მხოლოდ სამი საათი წაუძინოს და დილით ტეხასური ხარის სიჯანსაღეს აფრქვევდეს გარშემო.
შედარებით კონსერვატიულ პოზიციაზე დგას ამერიკული ძილის კვლევის ცენტრი. ისინი მიიჩნევენ, რომ ადამიანის ნორმალური განვითარებისთვის რვა-ცხრა საათი ძილია აუცილებელი, თუმცა ბატონი ძილის მკვლევარები არ აზუსტებენ რა იგულისხმება ნორმალური განვითრების ქვეშ. პირადად მე, ძილში გატარებული ცხრა საათი ნორმალურად არ მიმაჩნია, თუმცა მგონი აქ ადამიანებზეა საუბარი :))))
და ბოლოს, ვისაც აინტერესებს – მითი რვა საათიანი ძილის შესახებ ვიქქტორიანული ეპოქიდან იღებს სათვეს, სადაც ასე ვთქვათ რვა საათის კულტი იყო გამეფებული. ჭეშმარიტად გონიერი ადამიანი ზუსტად რვა საათს უთმობდა შრომას, რვა საათს უთმობდა ძალების აღდგენას (ალბათ ჩაის სმა, თამბაქოს მოქაჩვა და ჯირითი იგულისხმება) და ზუსტად რვა საათი ჰქონდა გამოყოფილი ძილისთვის.
პრინციპში კი ამბობენ, იმ დროს ჭკვიანი ხალხი ცხოვრობდაო, თუმცა მათ არ ჰქონდათ ინტერნეტი და არ იყვნე დ არეგისტრირებულები forum,ge-ზე :))))

9 Comments

Leave a Comment
  1. dodka / Jul 7 2008 11:08 pm

    აუ მთელი ცხოვრება მიტრაკებენ მაგაზე. ბლინ მჭირდება 10 სთ ძილი ვა :დ

    “რვა საათის კულტი” დამევასა, საინტერესო ონფოა )

  2. miramax / Jul 8 2008 12:02 am

    შენი ორგანიზმი ითხოვს ძილს და იმიტომაც გეძინება ასე ადრე.
    ანდა მე მაგას ადრეს ვერ დავარქმევდი, მე 10 საათზე უკვე მყვინთავს :დ მით უმეტეს ამ ”მდგომარეობაში”
    მოკლედ, დაიკიდე ყველა მკვლევარი და შენ ორგანისმს მიენდე, უნდა ძილი და აცალე ბატონო! ეყო რაც არ ეძინა ამდენი ხანი.
    ვოტ! ;)

  3. GoogleBot / Jul 8 2008 10:27 pm

    ედისონსაც ცოტა ხანი ეძინა ფიქრობდა რომ დრო არ ყოფნიდა ყველაფრის გამოგონება მოესწრო.

    კიდევ მილიარდერ მერდოკს სულ 4 საათი ძინავს

    დიდ ადამიანებს ცოტა სძინავთ, რომ ბევრი მოასწრონ.

    დაინდექსებულია.

  4. mroveli / Jul 9 2008 1:28 am

    ესე იგი მეც პოტენციური დიდი ადამიანი ვყოფილვარ :D

  5. ალვა / Jul 10 2008 2:23 pm

    აუ მეც იგივე დამეწყო, საკმარისია თავი დავდო ბალიშზე, რომ ეგრევე მეძინება. თავიდან გაოცებული ვიყავი, მაგრამ როგროც ახლა ვხვდები ეს უფრო დაღლილობის ბრალი უნდა იყოს.

  6. Lilian / Jul 17 2008 3:48 pm

    უ აგერ უკვე 6 თვეა რაც ღამეში მძინავს 3-5 საათი და რა , ჯანზე ვარ ვმუშაობ და მაინც სიცოცხლის უნარიანი ვარ

  7. tiko / Jul 22 2008 10:35 pm

    4–5 საათი მეძინა ადრე რამოდენიმე თვის განმავლობაში და მერე ნერვებზე იმოქმედა. სამაგიეროდ ახლა შედეგს ვიმკი, 11 საათზე მეძინება–ხოლმე. ორგანიზმმა თვითონ იცის რა უნდა, მთავარია მოუსმინო და დაუჯერო :))

  8. kuda / Jul 29 2008 9:56 pm

    კვირას რვის ნახევარზე დავიძინე და დილის რვის ნახევარზე ძლივს ავწიე თავი ლოგინიდან.. და რაა მერე?? ახლაც მეძჳნება :))

  9. hellcaster / Aug 5 2008 6:46 pm

    4 იყო დაწყებული, როცაგამეღვიძა..
    ახლა ისევ მეძინება..

    არადა 1ზე დავწექი გუშინ :vis:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: