Skip to content
August 11, 2008 / mroveli

ტრუსებით თუ ჩაცმულნი?!


2008 წლის 11 აგვისტოს დილის შვიდი საათისთვის, მხოლოდდამხოლოდ ერთი მარტივი კითხვა მაწუხებს – გავიხადო და ისე დავწვე დასაძინებლად თუ ტანსაცმლიანად შევწვე?
პირველ შემთხვევაში ტრუსებით მიპოვნიან კორპუსის ნანგრევებში, მეორე შემთხვევაში ჩემს მეტნაკლებად შემოსილ გვამს ამოთხრის რომელიმე მარჯვე მაშველი.

ნორმალურ ვითარებაში ასეთი ფიქრები შიზოფრენიის დასაწყისად ჩაითვლებოდა, მაგრამ დღეს 2008 წლის 11 აგვისტოა. რუსულმა ავიაციამ გორის, სენაკის, ზუგდიდისა და ბათუმის შემდეგ თბილისის გარეუბნებზე მიიტანა იერიში. ავიაგამანდგურებლები აგრძელებენ თბილისის ცაზე მანევრირებას!

სხვრა მხრივ ყველაფერი რიგზეა. ხელისუფლება და მასმედია ფხიზლად დგანან ქართველი ხალხის სიმშვიდის სადარაჯოზე. თუ რამეა და ისე დამშვიდებულებს ამოგვბუგავენ რუსები, შეიძლება გაოცებაც ვერ მოვასწროთ.
სკაიპში კვლავ მივარდებიან თავსაფრიანი დედაკაცები და მამუნათებენ რატომ არ ვარ რეზერვში. მე კი მათ ვეკითხები, როგორ სჯობს სიკვდილი, ტრუსებით თუ სრული საოჯახო ეკიპირებით.

მომავალ შეხვედრამდე (?!)

17 Comments

Leave a Comment
  1. utvino / Aug 11 2008 6:48 am

    ალბათ ტრუსებით
    თუ სიმშვიდეა სიმშვიდე იყოს, დაე ვერავინ იფიქროს, რომ შეგეშინდა, დაე ყველამ იცოდეს, რომ ქართველი ვაჟკაცი ბომბებს არ ეპუება :დრუგ:
    ხელი შევუწყოთ მასმედიას და საქართველოს ხელისუფლებას, რომლებიც ჩვენი უშფოთველობის სადარაჯოზე დგანან

  2. mroveli / Aug 11 2008 6:50 am

    გასაგებია შენი პოზიცია და სახელმწიფოებრივი ხედვა, მაგრამ აქ მორალურ ასპექტზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მე რომ ტრუსების ამარა დავიძინო, ხომ შეიძლება მაშველთა კორპუსში მანდილოსანიც იყოს და სწორედ მას მოუწიოს ჩემი ფაქტობრივად შიშველი სხეულის პორწიალი გვამების გადასატან საშუალებამდე?

  3. პერწკლი / Aug 11 2008 9:52 am

    hahahah ასე გულიანად კაი ხანია არ გამცინებია : )))

  4. rocko88 / Aug 11 2008 12:11 pm

    კარგად გამოვიძინე :D

    ასე უშფოთველად ეს დღეებია პირველად მეძინა. მარტივ ჭეშმარიტებას მივხვდი – აზრი არ აქვს, ვერსად გაექცევი ამ ბომბს, ამიტომ, ჯობია იძინო ტკბილად ;;)

  5. utvino / Aug 11 2008 1:03 pm

    და ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ შენი ჩაცმული სხეული ბევრად სასიამოვნო გადასარჩენი იქნება იმ მანდილოსნისთივის, ვიდრე ტრუსებიანი?
    ვინ?

  6. deka136 / Aug 11 2008 1:03 pm

    ჰა, როგორ (რით?) გეძინა? :))

  7. mroveli / Aug 11 2008 3:45 pm

    ესე იგი მეძინა ღრმად, ჯანსაღად და უშფოთველად.
    ბოლოს მაინც ტრუსების ამარა დაძინება გადავწყვიტე, სადაც წვრილია იქ გაწყდეს მეთქი

  8. keti / Aug 11 2008 8:59 pm

    აუუუუუ!! სამი დღეა ეს კითხვა მაწუხებს ყოველღამე :დ
    და საბოლოოდ ისე ვიძინებ, როგორც ყოველტვის – საშინაო ეკიპირების გარეშე :დ

  9. ლილიანი / Aug 11 2008 11:44 pm

    ია ვააას აბაჟაიუუ!!!

    აი სანამ ახლა აქ შმოვიდოდ წარბ შეჭმუხნილი იჯექი ახლა ვიღიმი!!

  10. kuda / Aug 12 2008 3:43 pm

    გათიშულს მძინავს, ეტყობა შინაგანად მაინც დაძაბული ვარ და დაწოლისთაავე ვითიშები, ჭურვის აფეთქებასაც კი არ შევუწუხებივარ, არადა კორპუსი გაზანზარდაო : ))

    ჰო, თან პიჟამოთი ვიძინებ იგივე ლოგიკით ”აზრი არ აქვს, ვერსად გაექცევი ამ ბომბს, ამიტომ, ჯობია იძინო ტკბილად ;;)” (ც)როკო

    ჰოდა.. ჩემს დას ჩაცმულ-დახურულს სძინავს და ჩანთაც ჩალაგებული აქვს : ))

  11. k84u / Aug 12 2008 10:44 pm

    ისე მეც ეს კითხვა არ მასვენებს…
    კიარადა, მე ვაფშეტა ვფიქრობ, საერთოდ დავწვე თუ არა…
    მაგრამ რომ არ დავწვე რა ვაკეთო?
    ნუ მამენტ შემიძლია მთელი ღამე კომპიუტერთან ვიჯდე..
    მაგრამ მერე არ მინდა ჩემს ცხედარს რომ იპოვნიან, თითებს კლავიატურის ფორმა ჰქონდეთ და სკამზე ნაჯდომი სხეული სამარემ ასწოროს.
    ბარემ ისეთ პოზაში ჩამაწვინონ, რომ კუბომ კარგად მიმიღოს.
    პირდაპირ ჩამაწვინონ რა.

  12. utvino / Aug 14 2008 1:09 am

    ქეთ რა ტიპი ხარ ::)))
    აიი ეხლა მაგრად გამეცინა შენს კომენტზე :)))
    სკამზე ნაჯდომი სხეული სამარემ ასწოროს :))
    მე სულ 5-6ზე ვწვები ეს პერიოდი და ბომბის აფეთქება რომ დავინახე იმ ღამეს სანამ ჩემები არ ადგნენ და სამსახურებში არ წავიდნენ ვერ დავიძინე

  13. bigcrow / Aug 16 2008 3:05 am

    ეჰ…
    რა დროს ეგაა…
    სიმოვნებით ვიქნებოდი ტყეში კიდევ რამდენიმე დღე… მივეჩვიე ბალახში ბუშლატაგადაფარებული და იარაღჩახუტებული ძილს…

    პადრობნოსწი ნა ბლოგე…

  14. lei'la / Aug 18 2008 6:47 pm

    ra tqma unda… shexvedramde!!!!!!!!!!!!
    ogond…aq…am tsxovrebashii! :)

  15. margusha / Aug 23 2008 12:10 am

    genacvaleeeeeeeeeeee, eget drosac rom ar kargav iumors
    bevri gakoce

  16. mroveli / Aug 23 2008 1:35 am

    texavs wordpress poll-is chamatebis punqcia rom ar aqvs, saintereso gamokixtvis gaketeba sheidzleboda :D

  17. mahatmagandhi1 / Sep 4 2008 1:17 am

    ეჰჰჰ,, რა დრო დაგვიდგა??!!

    ალბათ, ჯობია გაიხადო,,,,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: