Skip to content
August 12, 2008 / mroveli

მზადება არავინ რომ არ იცის იმისთვის


2008 წლის 11 აგვისტო 24:45
ვემზადებით!

ოჯახი ემზადება, მაგრამ არავინ იცის რისთვის, მე ამ წუთას ის ერაყელი ვარ, რომელიც გადანათებულ ბაღდადში იჯდა და წუთიწუთზე ამერიკული ავიაციის იერიშს ელოდა. მე დღეს ის ქართველი ვარ, რომლის უახლოესი ნათესავი, რომელიც ოფიცერი იყო ამ წუთას გვერდზე ოთახში წაგებული ომის ამბებს ყვება. მე დღეს ის პატრიოტი ვარ, რომელსაც ბრძოლა უნდოდა, მაგრამ ბრძოლა არ იცის და არც არავინ ჩანს გარშემო, ვინც ბრძოლას ასწავლის. ვისაც ჩემთვის ბრძოლა უნდა ესწავლებინა დემორალიზებულია. ისინი დიდ პოლიტიკურ თამაშებს შეეწირნენ. კიდევ ერთხელ დაიმსხვრა მითი პატრიოტიზმზე.
დღეს მე იმ ქვეყნის მოქალაქე ვარ, რომელიც 1921 წლის შემდეგ უკვე მეორედ დაიკიდა მსოფლიომ. ქვეყნის, რომელიც ვერაფრით მიხვდა, რომ ”ლუდოვიკოს შენი საქართველო ფეხზე კიდია”.
ოჯახი ემზადება, მეც ვემზადები, მაგრამ არ ვიცი რისთვის. მე ისიც არ ვიცი უკვე, თუ ვინ ვარ!

6 Comments

Leave a Comment
  1. Lilian / Aug 12 2008 10:51 am

    Blin :mo:

    ne nada bijat s tonuvsheva karablia kak krisi :(

    blin raa blin blin!

  2. mroveli / Aug 12 2008 12:53 pm

    სხვების არ ვიცი და მე არსად არ ვაპირებ წასვლას, ველდოები მობილიზაციას

  3. k84u / Aug 12 2008 9:18 pm

    მეც ასეთ დღეში ვიყავი გუშინ…
    ახლა ცოტა არ იყოს, დავმშვიდდი…
    მაგრამ ვაი ასეთ სიმშვიდეს.

  4. utvino / Aug 14 2008 1:14 am

    აი ეგ ძაან მძიმე შეგრძნებაა, როცა არ იცი როგორი სახელმწიფოს მოქალაქე ხარ
    როცა ხედავ, როგორ მეორდება წარსული
    როცააა ამჩნევ რომ 21 წლის სცენარი მეორდება
    როცა ხვდები, რომ უძური ხარ
    როცა რაღაცისთვის შემზადე გჭირდება
    და არ იცი რას უნდა ელოდო
    როცა ვეღარ გაგირკვევია რას ნიშნავს პატრიოტიზმი
    :მად:

  5. bigcrow / Aug 17 2008 4:21 am

    როგორ გამიმართლა, რომ ამ პანიკის დროს აქ არ ვიყავი :)

  6. inspeqtori / Aug 23 2008 1:36 am

    yvelaze cudi shegrdzneba isaa, rom icnob xalxs, visac sheudzlia am yvelafristvis daixarjos.. magram… saocar sidzunwes ichens yvela: kompetenturi tu arakompetenturi..

    saocari albat araa, magram sicocxle yvelas dzalian uyvars.. uyvars da egoistobashic gadadis es siyvaruli..

    tqven icit, me ki ukve mdzuls is yvelaferi rac chem irgvliv xdeba

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: