Skip to content
August 15, 2008 / mroveli

”სამაია” და ფსიხოზი



ორიოდე დღის წინ სიგარეტის საყიდლად საკმაოდ შორს მომიწია წასვლა, რადგან სახლთან ახლოს მდებარე სავაჭრო წერტებში ლურჯი ”ქემელი” დეფიციტურ საქონელს წარმოადგენდა. რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ, გზის მოპირდაპირე მხარეს სოლიდური სუპერმარკეტი გამოჩნდა. გულმა მიგრძნო, ამ ოაზისებურ დაწესებულებაში აუცილებლად ექნებოდათ ერთი-ორი კოლოფი ლურჯი ”ქემელი”. ვინც, მსგავსი დაწესებულებით სარგებლობს, მშვენივრად მოეხსენება, რომ თამბაქოს ნაწარმი პირდაპირ მოლარის დახლთან იყიდება. ეს არის ყველაზე უფრო მოსახერხებელი და ადვილად მისაღწევი ადგილი მთელ მარკეტში. ხსენებულ სუპერ გაქანების ქარვასლაშიც მოსახერხებელ ადგილას იყო განთავსებული მოლარის დახლი, მაგრამ სამი დიაცი ისე ხერგავდა ადვილად ვერა და ვერ მიუდგებოდი. კაცმა, რომ თქვას არც მიცდია რამენაირად მივახლოვებოდი მოლარის დახლს. ერთი რომ დიაცებს ხელჩართული ბრძოლა ქონდათ გამართული, მეორეც დიაცთაგან უმრწმესი და და უჩამოქნილესი, არ იყო ცუდი საყურებელი. ყოველი შემთხვევისთვის ალკოჰოლის დახლეს მივეფარე და ყურები ვცქვიტე (აქ სურვილისამებრ შეგიძლიათ დამტკიცებულად ჩათვალოთ თეორია მამრთა ჭორებისადმი მიდრეკილებების შესახებ )
ყაყანის მიზეზი სულ მალე გაირკვა, თურმე უჩამოქნილლესსა და უმწრმესს, კალათის სანოვაგით გავსების შემდეგ, ჩეხოვის ენაზე უთხოვია მოლარისთვის ნავაჭრის დაანგარიშება. მოლარეს ვერ აუტანია, მსგავსი თავხედობა და გალაკტიონის საყვარელი ენის მეშვეობით მეგრული წიწაკასავით ცხარე რეპლიკა ჩაუფურტუნია ცუდად შეღებილ ბაგეთა შორის. როგორც აღმოჩნდა, უჩამოქნილესი ქართულთან არც ისე ცუდად ყოფილა. თავისი პაწია ყურებით იოლად დაუჭერია აგრესიით, პატრიოტიზმითა და დაუფიქრებლობით შეზავებული რეპლიკა და საზეინტო ქვემეხის სისრაფით აუმუშავებია არცთუისე ცუდად ალესილი ენა. რომ ნახა, დაქალს უჩაგრავდნენ, მოლარის დასახმარებლად არიერგადიდან ავანგარდში გადმოინაცვლეს ორმა კონსულტანტმა, ხელსაყრელი პოზიციები დაიჭირეს და მოწინააღმდეგეს ფლანგებიდან გაუხსნეს ცეცხლი.
იცი, ეს ყველაფერი იდიოტურ ხუმრობას გავდა. ხომ ხდება, დღე ლაღად იწყება და საჟურნალე რომანივით მსუბუქად და ხალისით მიდის, ისეა თითქოს კუპირებულ ვაგონში წამოგორებული ”სარკეს” ან ”თბილისელებს” ფურცლავ, შემდეგ გეღვიძება და რას ხედავ, ყელამდე ტალახში ხარ გაშოტილი.
გოგონამ ნელნელა პოზიციები დათმო. უნდოდა ტაქტიკური უკანდახევისთვის მიემართა, მაგრამ საორგანიზაციო ნიჭმა უმტყუნა და სეტყვასავით წამოსული არგუმენტების საპასუხოდ ერთსღა იმეორებდა, ვიცი რომ ჩემი დანაშაულია ქართულის არ ცოდნა, მაგრამ ამის გულისთვის ხომ არ უნდა მომკლათ, მე დედა ქართველი მყავს.
სუპერმარკეტიდან გაორებული გრძნობით გამოვიპარე. თითქოს ორივე მხარეს თავისი ურყევი სიმართლე ჰქონდა. უჯიგრო რაციონალისტი უნდა იყო ადამიანი, ”სამაია” რუსებისადმი გამოხატული ზიზღისთვის გაამტყუნო და მკერდით რიყის ქვას უნდა დაატარებდე, ის გოგო არ შეგცოდებოდა.
”ომია, ყველას ფსიხოზი გვაქვს. ყველას რა, უბრალოდ ადამიანებს, თორემ მარად მოწოდების სიმაღლეზე მყოფ ინტელექტუალებს და ფარულ ინტელექტუალებს არაფერი შეეშლებათ.” ეშმაკმა იცის რატომ ვცდილობდი ”სამაიას” გამართლებას, ან რატომ გულში მაინც არ ვთელავდი დედით ქართველ
რუსს.
ამიტომაც არის, ომის დროს ფრონტზე ყოფნა. იქ სანგრები მკვეთრად ყოფს მტერს მოყვარისგან, ზუსტად იცი, ვის გადასათელად უნდა დახარჯო დრო და ენერგია.

7 Comments

Leave a Comment
  1. fiqro / Aug 17 2008 6:57 pm

    chemTanac rarac msgavsi gdavwere. ara marto rusebisadmi ukve erTmanetis mimarTac fsixoben, yvelgan moRalateebi elandebaT vinc patriotul motivze ar JRurtulebs

  2. deka136 / Aug 18 2008 11:06 pm

    genacvale ra jigaro, shen gaixare!!!

  3. bigcrow / Aug 20 2008 10:12 pm

    მროველი და მისი ენა დაბრუნდა…
    ისე უმრწამესი და უჩამოქნილესი კაი ნაშა იქნებოდა, ჩემის ღრმა რწმენით და იმედით…

  4. mroveli / Aug 20 2008 11:28 pm

    აბა ვის მოენატრა მროველი და მისი ენა? :|

    ხოდა, უმრწმესი რომ რომ კაი ნაშა იყო, სწორედ იმიტომ გავჩერდი, თორემ პეკინზე სუპერ გაქანების ქარვასლები ოხრად არის და სხვაგან შევიძენდი ლურჯად შეფუთუ ქემელს

  5. Gi / Aug 21 2008 5:29 am

    საქართველოში – ქართულად უნდა ლაპარაკობდეს ყველა! ჯერ ერთი სახელმწიფო ენაა, მეორეც – მოქალაქეობის მიღებისას ყველა უნდა აბარებდეს მას და მესამეც – ელემენტარული პატივისცემის ნიშანია.

    უნდა ითარგმნებოდეს ყველა რუსული გადაცემა და რუსებთან ინტერვიუ!

    წინააღგმდეგ შემთხვევაში ნუ გიკვირთ რატომ ვგონივართ რუსეთს საკუთარი გუბერნიაო.

  6. hellcaster / Aug 21 2008 10:52 pm

    მეზიზღება უზრდელი გამყიდველები. იმის მაგივრად, რომ ერთი ადგილი გაანძრიოს და თავისი საქმე აკეთოს, დგას და ლანძღავს ხალხს. საზიზღრობაა. ეგეთ ადამიანებს აჩერებენ მაღაზიებში და კაფეებში და მერე კიდევ უკვირთ, რატომაა ასეთი საშინელი მომსახურება :vis:

  7. inspeqtori / Aug 23 2008 1:33 am

    nervebi agar aqvs xalxs..
    magram chemi azrit.. uaryofiti am shemtxvevashi gamyidveli gamovida…

    ase mgonia me da memgoni ar vcdebi..
    tu vcdebi da eg araferi. :givi:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: