Skip to content
September 1, 2008 / mroveli

გამარჯობა თეირანო შენი



სამი ფაქტი:

1.ქვეყანაში ფაქტობრივად ოფიციალურ დონეზე იკრძალება ხელისუფლების კრიტიკა (განუსაზღვრელი დროით);
2.აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოების შემდეგი ფორმულისთვის შეგუება – კრიტიკა, უარყოფითი შეფასება, მწვავე კითხვები, ავტომატურად ნიშნავს სახელმწიფო ღალატს;
3. ყველაზე ცუდი – აქციას, რომელსაც საზოგადოების ერთიანობითვის უნდა გაესვა ხაზი, იდეურად აფორმებენ და საკულტო ელემენტები შეაქვთ დომინანტი რელიგიის მსახურებს;

საუბედუროდ, ჩამოთვლილი პუნქტები რეალური ფაქტებია და არა ფანტაზიის ნაყოფი. თუ პარალელებს გავავლებთ თანამედროვე ირანის ყოფასთან, აღმოჩნდება, რომ პრაქტიკულად ერთნაირი მდგომარეობაა დემოკრატიულ საქართველოსა და ავტოკრატიულ ირანს შორის.

ისევე, როგორც საქართველოში, ირანშიც:

1. ხელისუფლების კრიტიკა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას;
2. განსხვავებული, კრიტიკული აზრის გამოთქმა საზოგადოების აბსოლიტური უმრავლესობისთვის აღიქმება როგორც ქვეყნის და რელიგიის ღალატი;
3. ხელისუფლების მიერ ორგანიზებული აქციები, რომელიც გამიზნულია ტერიტორიული თუ საზოგადოებრივი ერთიანობის სადემონსტრაციოდ იდეურად ფორმდება გაბატონებული რელიგიური კულტის წარმომადგენლების მიერ!;

ხედავთ რაიმე განსხვავებას? განსხვავება მხოლოდ გეოგრაფიაშია!

ამ ყველაფრის მერე, მე მაინტერესებს მხოლოდ ერთი რამ: როდის მოეღება ბოლო საქართველოს ირანიაზაციის პროცესს?

12 Comments

Leave a Comment
  1. dodka / Sep 2 2008 12:20 am

    ეს ხალხი აბსოლუტურად იმსახურებს იმ მთავრობას, რაც ჰყავს )

  2. OTO / Sep 2 2008 1:18 am

    ირანს ჩვენამდე ბევრი უკლია

  3. ბოღმა ნანა / Sep 2 2008 2:04 am

    ირანამდე ბევრი გვიკლია :D

  4. bigcrow / Sep 2 2008 11:34 am

    ჩვენ და ირანს ერთმანეთამდე ბევრი გვიკლია…
    :D

  5. ბოღმა ნინო / Sep 2 2008 1:02 pm

    ისე დოდ ცვეტში მიშას მისცემდი ხმას შენ :დ, ხოდა დოდ შენ არიმსახურებ ამ მთავრობას არა? აი ხო ვიცი ტყავიდან ძზვრები რომ ეს მთავრობა მოაშორო ამ ქვეყანას :დ

  6. nikala1 / Sep 2 2008 7:15 pm

    განსხვავება იმაშია რომ ირანში სახელმწიფოს მიერ ისჟები და ზემოდ შენს მიერ ახწერილი ფაქტები კანომდებლობით ისჯება აქკი ზემოდ აღნიშნული ფაქტები მორალურად არის დასჯადი საზოგადოების მიერ აქ არ ჩამოგახჩობენ მაგის გამო უბრალოდ ცუდ სახელს მოიხვეჭ რადგან მთელი ქვეყანა ომის მდგომარეობაში იმყოფება მაიკი გარე ძალებთან გვაქვს და არა შიდა პოლიტიკური გარჩევებია

  7. mroveli / Sep 3 2008 12:04 am

    nikala1 @ ნუ დამთავრდება ეს საომარი მდგომარეობა და მერე ვნახოთ, კიდევ რამდენ ხანს გასტანს ასეთი სიტუაცია. ეჭვი მაქვს ძალიან დიდ ხანს :)

  8. Dv0rsky / Sep 3 2008 11:14 am

    კაი პოსტია, მომეწონა შედარება :)

  9. mahatmagandhi1 / Sep 4 2008 1:10 am

    ყველაფერს თავისი დრო აქვს, ყველაფერს მოევლება, ყველაფერი დაიწმინდება,

    როდის?

    ცოტა ხანში,

  10. Sweet Baby GIrl / Sep 4 2008 5:55 pm

    @dodka, სხვათაშორის “ეგ ხალხი” შენ ხარ …

  11. WatermelonMan / Sep 9 2008 11:09 am

    კაი ერთი.
    ავტორმა ეტყობა სიტყვა ”ფაქტი” რას ნიშნავს, არ იცის.

    დილიდან საღამომდე კავკასიაზე სხედან ბიძები და ხელისუფლების კრიტიკის მეტს არაფერს შვებიან.
    ან ქართული გაზეთები არ წაგიკითხავს?
    პირად საუბრებში ხომ საერთოდ…
    რას ნიშნავს ’იკრძალება’?
    რ2-ზე თუ არ აკრიტიკებენ, არ ნიშნავს, რომ კრიტიკა იკრძალება.

    რაც შეეხება რელიგიურ კომპონენტს, არსებული საზოგადოებრივი დაკვეთის პირობებში კიდევ ”კარგად” ვართ.
    საზოგადოების და პოლიტსპექტრის დიდი ნაწილი საერთოდ ყველაფრის ეკლესიისთვის დაქვემდებარებას მოითხოვს, სკოლებში სასწავლო პროცესიდან დაწყებული, ტელევიზიებით დამთავრებული.

  12. WatermelonMan / Sep 9 2008 11:21 am

    ხო და ვინც ფიქრობს რომ ირანს ან თუნდაც რუსეთს ”ჩვენამდე ბევრი უკლია”, შეუძლია ეწვიოს ამ ქვეყნებს და დატკბეს იქაური უპირატესი დემოკრატიით, სიტყვის, რელიგიური თუ სხვა თავისუფლებებით… :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: