Skip to content
სექტემბერი 13, 2008 / mroveli

Mroveli In The Hip-Hop World


ბოლო ორი თვეა სერიოზულად ჩავუჯექი underground hip-hop-ს. ადრე ბევრ მუსიკალურ ჟანრს ჩავმუღამებულვარ, მაგრამ ჰიპ-ჰოპმა სულ სხვანაირად ჩამითრია. 24/7 სხვადასხვა პროდუსერებს,MC-ებს და DJ-ეებს ვუსმენ. სულ სხვა სამყაროა, სხვა ვნებები, ისტორიები და რაც მთავარია შეგრძნებები.
კარგი მეტალი ჩემში ყოველთვის უმართავ ენერგიას იწვევს, ჰიპ-ჰოპს კი პირიქით, საღი და შემოქმედებითი შეგრძნებები მოაქვს.. მშვენიერია მუშაობა როცა პლანისგან იოგებ დაგლეჯილი MC მძიმე ბითების და ჯაზ სემპლების ფონზე ძალიან მჟავე, გაწელილ და მონოტურ რეჩიტატივს კითხულობს, თან ისე რომ გგონია, წამი-წამზე სუნთქვა შეკრული დაენარცხება, მაგრამ ტრეკი მშვიდობიანად მთავრდება და ახალი იწყება, სხვა ისტორია, სხვა მოწვეული MC, სხვა ვნება და შეგრძნებების სულ სხვა ტალღა.
რა თქმა უნდა ჰიპ-ჰოპის ღრმა ცოდნაზე ჯერჯერობით თავს ვერ დავდებ, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა რომ ბრუკლინური და west ლონდონური underground სცენა საკმაოდ ღრმად შევისწავლე. მიმიქარავს ტრიგონომეტრიული განტოლება, პროდიუსერები და MC-ები ისე არიან სხვადასხვა ჯგუფებში, პროექტებში და კლანებში აზელილები რომ ორი თუ სამი ღამე დამჭირდა ყველა მათგანის სოლო და ჯგუფურ დისკოგრაფიებში რომ გავრკვეულიყავი. ეხლა ვზივარ და მათ შემოქმედებას მეთოდურად ვსწავლობ. ბევრი ხლამია, ბევრიც ისეთია ხელებს რომ მოგაფშვნეტინებს. ხშირად უცნაურობებსაც ვაწყდები. მაგალითად სამხრეთ აფრიკელი სელებრითი ჯაზმენების ქალიშვილი Jean Grae დუეტებში საოცრებებს აკეთებს, უკვე სამ სხვადასხვა პროექტში შემხვდა როგორც მოწვეული MC და ლამის ტაში დავუკარი, მაგრამ სოლნიკებში სრული მძღრენია. ხუთი სოლო ალბომიდან სამს უკვე საფუძვლიანდ მოვუსმინე და მაქსიმუმ რვა ტრეკს თუ გავიხსენებ ისეთს, რომელმაც თავი არ მომაბეზრა. სამაგიეროდ ეს გოგო პირდაპირ ფხრიწავს Brooklyn Academy-ს და Immortal Techniques-ს ცალკეულ კომპოზიციებში.
საუბრის ცალკე თემაა Ill Bill, Sicknature, DJ Mugs, & DJ Illegal. ამ ადამიანებს უფრო საფუძვლიანად და გემრიელად, თავისი ექსკლუზიური ინტერვიუებით და ჩახუტებებით დღე-დღეზე რომ უნდა ამოიქოქოს იმ პროექტში გაგაცნობთ.
ბოლოს, პატარა ლირიული გადახვევა – ამბობენ. რეპერები პირქუში, ”მორფიანი პაპიროსებისგან” დაქლიავებული და”ფიშტოიანი” ხალხიაო. მიუხედავად ამ სტერეოტიპისა (რაც სიმართლისგან ძალიანაც შორს არ არის). ისინი საკმაოდ კომუნიკაბელური და გულღია ადამიანები აღმოჩნდნენ. myspace-ის საშუალებით სულ ადვილად გამოვიდა მათთან ურთიერობის აწყობა.

Advertisements
  1. bigcrow / სექ 13 2008 12:38 AM

    ბიჯოს…
    იმორტალ ტეხნიკი… დრანკარდს გავს…

    ანდერგრაუნდში უნდა ჩავიდე… ტო ესწ თავსახურიც უნდა დავიხურო…

  2. იაჰუ / სექ 13 2008 12:46 AM

    hiphop ის კულტურაში აუცილებლად გაეცანი Break Dance და Beat boxing ინგის გადახვევებს – მუაგადია :D

  3. Secrets / სექ 13 2008 12:55 AM

    vskandirebt tqoo..

    she-gve-ca..

  4. mroveli / სექ 13 2008 1:37 AM

    @ bigcrow გამოუშვით ერთი EP ან demo, დააგდეთ მაისპეისზე, იქნებ ვინმემ ნახოს და კაცებად გაქციოთ :D

    @იაჰუ aucileblad

    @Secrets ნიჩივო, გაიზრდები და კანიბალების გარდა შენც დაამუღამებ სხვა რაღაცეებს

  5. juze / სექ 13 2008 2:49 AM

    movel imxela gaqaneba gaqvs rom meshinia ar gadavarde mama :( (kargi gagebit)

  6. Sweet Baby Girl / სექ 13 2008 11:01 PM

    აუჰ! მართლა? :))))))))))))))))))

  7. Sweet Baby Girl / სექ 13 2008 11:02 PM

    კსტაწი, როდის იწყებ იმ სიუჟეტის კეთებას?

  8. deka136 / სექ 14 2008 12:48 AM

    vaa, damainteresa mec…

  9. miramax / სექ 14 2008 12:43 PM

    მალადეც მიჭიერო!

  10. nikala1 / სექ 15 2008 7:14 PM
  11. bigcrow / სექ 17 2008 1:15 AM

    მაისპეისზე ლეღვობა ჯერ არ შეუქმნია სამყაროს…
    რამდენი ვუტრიალე გარშემო და ბოლოს საკუტარ ექაუნთებში დავიკარგე…

    ან აფლოადი არ აქვს, ან გვერდის ედიტი, ვაბშე რისთვისაა ეგ?

  12. N!-No / სექ 20 2008 3:28 AM

    @ mroveli
    miga-blogroll-e :P

    @ bigcrow

    თავიდან ძალიან არ მევასევბოდა და არ ვაპირებდი დარეგისტრირებას.
    რო დავრეგისტრირდი მეც დავიბენი და ვერაფრეი გავუგე, მარა ეხლა დავამუღამე.

    არ შეუშინდე პაპიტკა ნე პიტკა მიდი და დაიპყარი ლოლ

  13. MC Head / სექ 24 2008 3:42 PM

    OLD SKOOL HIP & HOP/Hard Core Hip-Hop არის საუკეთესო მე თუ მკითხავ, Fat Joe-ს და KRS-ONE-ს მოუსმინე გაგისწორდება, ასევე Deltron 3030 [http://desktop.ge/albums/75-deltron-3030-deltron-3030.html] ხო და რავიცი რა, გაგისწორდება.

    Rap is something we do, Hip-Hop is something we live – KRS-ONE

  14. EdSantana / თებ 10 2009 11:40 PM

    westcoast rapia magari.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: