Skip to content
October 6, 2008 / mroveli

პაპსა..პაპსა – ყვიროდა ხალხი


”იდეალებში ჩაჯმა” ასე შეიძლება ეწოდოს ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას. საუბარია წყეულ ”დუბლიორისთვის” გადასაღებ სიუჟეტზე, რომელსაც ვერადავერ დავადგი თავი.

სცენარებს ძალიან უცნაური მეთოდით ამტკიცებენ – თუ აკეთებ სიუჟეტს რამე ისეთ თემაზე რაც მილიონჯერ გადაღეჭა ყველა ტელევიზიის ყველა ჟურნალისტმა სათითაოდ, მაშინ უსიტყვოდ გგზავნიან გადაღებებზე, ხოლო თუ ამბიციებმა შეგაწუხა და ისეთ თემას შეეხე, რომელიც მართლა ახალია და შეიძლება ვინმეს დააინტერესოს, ეგრევე გიბლოკავენ, ბონუსად კი მინიმუმ ორმოც წუთიან ლექციას აყოლებენ ჟურნალისტიკის საფუძველბში.

ვიცი, ბატონებო, რომ ხალხს პაპსა სჭირდება, მაგრამ ხომ არსებობს კარგი და ცუდი პაპსა?  გარდა ამისა, ხომ არსებობს ხარისხიანი პროდუქცია პოპის ელემენტებით? ნამდვილად არსებობს. ასე რომ გავმიჯნოთ პაპსა და პოპის შემცველი ხარისხიანი პროდუქცია ერთმანეთისგან. ვისაც უხარია აკეთოს სიუჟეტები ნაგავსაყრელებისა და საქორწინო კაბების შესახებ, ხოლო ვისი ფანტაზიაც ცოტა შორს მიდის და მეტნაკლებად სპეციფიკურ სფეროებშიც ერკვევა, მივცეთ ამ ხალხს პოპის ელემენტებით გაჯერებული ხარისხიანი პროდუქციის შექმნის საშუალება.

ეს არის და ეს. ჩემი მოკრძალებული აზრით, ასე პროექტი უფრო საინტერესო გახდება და აღარ იქნება ის კლოუნადა, რისი წინაპირობაც უკვე არსებობს.

სულ ბოლოს მინდა დავამატო, რომ ასეთი უხეში ორიენტაცია ”ბრიტნი სპირსობაზე”, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჟურნალისტობას სერიოზულად უყურებს, შეიძლება სასარგებლოც აღმოჩნდეს. საკუთარი მაგალითით რომ ვისაუბრო,  სულ უფრო კარგად ვხვდები, რა უნდა გავაკეთო მომავალში, რა არ უნდა გავაკეთო და რაც მთავარია, როგორც ვაქციო ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელი თემა, საზიზღარ პაპსად, რომელიც მარშუტკის მძღოლებს  გაუსწორდება, მეტნაკლებად სერიოზული მაყურებელი კი გაკვივებით იკითხავს, ესენი არიან პიკასოს ბიჭები? :D

12 Comments

Leave a Comment
  1. bigcrow / Oct 6 2008 6:58 pm

    ამის ორიგინალი რაღაც სხვანაირად არ იყო? :D

  2. mroveli / Oct 6 2008 6:59 pm

    აბა რა ორიგინალი გამახსენე

  3. bigcrow / Oct 6 2008 7:01 pm

    და ხო, თემაზე კიდევ…
    შეკაცო, დასაწყისში არავინ გაგიშვებს არაპაპსა და დაუღეჭავი იდეით, იმიტომ რომ არ იციან რა გამოვა და როგორ…

    ღეჭე ჯერ პაპსები და მერე იქნებ ის დროც დადგეს, როცა იქეთ უკარნახებ რა არის კარგი და რა ცუდი… :)

  4. mroveli / Oct 6 2008 7:03 pm

    ვო
    კაკრას ეგ მიწერია ბოლოში. პროსტა პაპსამ შეჩვევა და დაჩლუნგება იცის. მე კი, შენც მშვენივრად იცი, ცოტა სხვა თემატიკა მაინტერესებს – ხარისხიანი პროდუქცია პოპის ელემენტებით

  5. bigcrow / Oct 6 2008 7:04 pm

    ”ბუნტი, ბუნტი – ყვიროდა ხალხი”
    :D

  6. bigcrow / Oct 6 2008 7:05 pm

    განსხვავება ისაა, რომ შენთვის არ აკეთებ ამ პროდუქციას, ჯერ მაინც…

    ჯერ ვიღაცყლეებს უნდა მოაწონო…

  7. mroveli / Oct 6 2008 7:07 pm

    ვვნახოთ…ვნახოთ..
    ჯერჯერობით საინტერესო თემების გაბრიტნი სპირსებით ვარ დაკავებული :D

  8. bigcrow / Oct 6 2008 7:08 pm

    როდის უნდა წარადგინო საბოლოო სახე?

  9. mroveli / Oct 6 2008 7:11 pm

    ხვალ უნდა მივტანო სცენარი. უფრო სწორედ ორი სცენარი ერთად, რომელიმე მაინც რომ მოეწონოთ და ცოტა დავმშვიდდე :D

  10. Ell / Oct 6 2008 8:06 pm

    ნდააა… ამას რაღა უნდა მივამატო? დღეს იდეაში იმიტომ არ წამოვედი, რომ ვიცოდი რა ”თათბირიც” იქნებოდა. ხოდა დამეზარა. კაი თვისება არაა სიზარმაცე, მარა მგონი ”იმედისთვის” გამომადგება. ჰა? რას იტყვით? :D

    კლოუნადა-ყოველთვის ვოცნებობდი რომელიმე მსგავს შოუში მონაწილეობის მიღებაზე. ჩემი თავი მინდოდა ყველაზე კრეტინულ ფერებში წარმომეჩინა. ორიღინალ!!!

    წავედი, დავიძინო. თორე მგონი ჩემს გონებამდე ვერ დავა ესოდენ მნიშვნელოვანი წყარო ჭეშმარიტებისა!!! D

  11. Sweet Baby Girl / Oct 6 2008 9:50 pm

    გადაღებას როდის იწყებ ;)

  12. ლილიანი / Oct 7 2008 1:40 am

    jal

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: