Skip to content
November 3, 2008 / mroveli

დუბლიორი – კულისებს მიღმა


მაშასადამე წარმოგიდგენთ დაპირებულ სტატიას თემაზე: დუბლიორი – კულისებს მიღმა.

იმედია არ გეწყინებათ, თუ სიუჟეტების განხილვასა და მონაწილეების პროფესიონალიზმზე ყბედობას არ მოვყვები, ყველაზე საინტერესო მაინც შიდა ინტრიგები, კბენა, ღრენა და ტკვირვაა :D

ორშაბათი

ეს იყო ყველაზე მშვიდობიანი  და თითქმის ჰიპურად თბილი დღე. როგორც წესი, ორი საათით ადრე მივედით, დავიგრიმეთ და შემდეგ ბუფეტში ჩავხორხოცდით ურთიერთ ძმობისა და მეგობრობის ჭიქა ყავაზე შესაფიცად. თუნდაც ორი ამბიციური ადამიანი რომ შეიყაროს ერთად, ეს უკვე ინტრიგაა, წარმოიდგინეთ რა იქნებოდა ხუთი ჟურნალისტობაზე გაგიჟებული იუნგა რომ მიუჯდებოდა  საერთო მაგიდას. მართალია, ჯერ კიდევ მეგობრებიი ვიყავით, მაგრამ ალიანსების შეკვრა უკვე დაწყებული იყო. გამოცდილება აჩვენებს, რომ მსგავსი ალიანსები მაქსიმუმ ერთი გადაცემა ძლებს, შემდეგ უკვე ახალი მოკავშირის ძებნა იწყება. თავის დაზღვევის მიზნით, პირველ დღეს არავისთან არ გამიგიჟებია თავი, ყველასთან ზომიერად, ჯიგრულად, გემრიელად. თან აქ ერთი მომენტიც იყო – ორშაბათს ვისი სიუჟეტიც უნდა გვენახა, წინა ხუთეულის წევრის შეყვარებული იყო და პროექტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, საკმაოდ ნათელი ნამიოკი მქონდა მიღებული – ჩემი შეყვარებულია და….

ცოტა არ იყოს სასაცილოა, როცა ასეთი ტიპის კონკურსში ვინმეს დანდობას გთხოვენ. მე მჯეროდა, ბატონი შეყვარებულის კეთილგონიერების და დარწმუნებული ვიყავი, ჩვენს მეტნაკლებად მეგობრულ ურთიერთობას ჩრდილი არ მიადგებოდა, თუ ქალბატონი შეყვარებული სამართლიანად შემომელანძღებოდა. მროველი ბჭობდა, ბატონი შეყვარებული კბილებს ილესავდაო, ასე მოხდა ამ შემთხვევაში. ქალბატონი შეყვარებული უღმერთოდ (სამართლიანად) შემომელანძღა და პირველი და ერთადერთი წითელი ბარათიც გავიჩალიჩე. ძალიან გჰულწრფელად ვამბობ, წითელ ბარათს ჩემზე საერთოდ არ უმოქმედია. ეთერის შემდეგ აღარც მახსოვდა, ქალბატონი შეყვარებულისგან წითელი ბარათი რომ მივიღე. იმედი მქონდა, იგივე განწყობაზე იქნებოდა შეყვარებული წყვილიც, მაგრამ ისევდაისევ მროველი ბჭობდა, ბატონი შეყვარებული…..

მოკლედ, გადავატარეთ პირველი დღე.

სამშაბათი

ამ დღეს  ჩემი სიუჟეტი უნდა გასულიყო. წინა საეთერო კოფე პიწიეს დროს კვლავ მეგობრულ უერთიერთობას ვინარჩუნებდით, თუმცა თათია თორდინავა, სამეგრელოდან, ჯიუტი მონდომებით გამოხატავდა სიმპატიებს ქალბატონი შეყვარებულის მიმართ.

ამ დღეს დავაფიქსირე, რომ ერთი დეტალი სულს მიწიწკნიდა, აზროვნებას მირევდა და ყავას შხამად მარგებდა, თუმცა ბოლომდე ვერ მივხვდი, რა იყო ეს დეტალი.

სიუჟეტის ჩევენება-განხილვამ მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა, წითელი ბარათების გადანწილების დროს მთელი კლოუნადა მოეწყო.

თორდინავამ, სამეგრელოდან, თავისი წითელი ბარათი ნინო ჯაჯანიძეს გადასცა. ეს უკანასკნელი ჩვენს ხუთეულში ყველაზე ნეიტრალური მოთამაშე იყო . ვიცოდი, სწორედ ეს ნეიტრალიზმი გამოუთხრიდა ძირს ადრეთუგვიან. ჯაჯანიძემ დარტყმას დარწტყმით უპასუხა და თავისი წილი წითელი ბარათი თორდინავას უსახსოვრა სამეგრელოდან. არიქა, დაქალს მიჩაგრავენო და ქალბატონმა შეყვარებულმაც ჯაჯანიძეს მისცა წითელი, მე ვისზე ნაკლები ვარო, გაიფიქრა სავარაუდოდ ანა მარშანიამ და მისი მსხვერპლიც ნინო ჯაჯანიძე გახდა.  ნამდვილი ღორობა იქნებოდა, მეც რომ ნინო ჯაჯანიძე  ”გამეწითლებინა”, ამიტომ ანა მარშანია მოვიმდურე :)

ეთერის შემდეგ საინტერესო არაფერი მომხდარა, გარდა იმისა რომ ჯაჯანიძე ოფიციალურად განგვიდგა და ბუფეტში თავის შეყვარებულთან ერთად დამოუკიდებელი ავტონომია ჩამოაყალიბა.

ოთხშაბათი

ამ დღეს მარშანიას სიუჟეტი ვნახეთ ქუჩის მუსიკოსების შესახებ. ვერაფერს იტყვი, მშვენიერი ნამუშევარი იყო. წითელი ბარათები ლოგიკურად განაწილდა, ქალბატონი შეყვარებულის – თორდინავას (სამეგრელოდან არ დავივიწყოთ) წყვილმა ჯაჯანიძე გააწითლა, ჯაჯანიძემ ამ ბლოკის ერთერთ წევრს დაუბრუნა თავისი ბარათი.

პოსტ საეთერო კოფე პიწიეს დროს ასპარეზზე პირველად გამოჩდნა ბაააატონი შეყვარებული. დიახ, დიახ, მან ჩამოაბიჯა ბუფეტის კიბეებზე და თავისი შეყვარებულის გვერდით დაიკავა ადგილი.  ღირსეულ საზოგადოებაში დამკვიდრებული ელემენტარული წესის მიხედვით, შემოსწრებული წევრი მხოლოდ საერთო სალმის შემდეგ იწყებს შეყვარებულთან ინტიმურ საუბარს. როგორც ჩანს, ”იმედის” ბუფეტში ასე არ არის. მე, ყოველშემთვევაში, არ დამზარებია გამარჯობის თქმა და ბატონი შეყვარებულის ჯანმრთელობის მოკითხვა, პასუხად ისეთი მჟავე სიფათი მივიღე, ცოტას გაწყდა პირდაპირ მაგიდაზე არ ვარწყიე. ღმერთი უშველის ელადას (მეორე ხუთეულის მონაწილე), მისი საშუალებით მალევე დავაღწიე თავი იმ მარაზმს.

ოთხშაბათი ისტორიაში შევიდა, როგორც პროვინციალიზმის ზეიმის დასაწყისი მესამე ხუთეულის წევრებს შორის.

ხუთშაბათი

”გვახსოვდეს ხუთშაბათი” ან რამე მსგავს დევიზს ამოისვირნგებდა ჭკვიანი დუბლიორელი გულის ფიცარზე. ნინო ჯაჯანიძემ თავისი სიუჟეტით ისეთი მასტერკლასი ჩაგვიტარა , ენა ჩამივარდა და ცოტა ნამუსმაც კი შემაწუხა ჩემი ჟურნალისტური ამბიციების გამო. უნდა ვაღიარო, რომ ხუთშაბათს, სულ სხვა თვალით შევხედე ჯაჯანიძეს და სულ სხვანაირად გავიაზრე მისი შენიშვნები.

”დუბლიორი” ასეთუისე მაინც პროფესიული პროექტია. მესმის, რომ ყველას გამარჯვება გვინდა და ამისთვის ყველანაირ ხერხს ვიყენებთ,  მაგრამ რაც არ უნდა დიდი მიზნები გქონდეს, პროფესიული ღირსება არასდროს უნდა დაკარგო. როცა ქალბატონი შეყვარებული უაზრო ტიტინს მოყვა, მივხვდი, ყველას, ყველას და ამ სუბიექტს მართლა არაფერი ესაქმება ჟურნალისტიკაში. უსამართლოდ ჩაგიდეს? – გამოიღე და თავზე გადაამტვრიე. სამართლიანად შეგისრულეს? – მოკეტე და პრობლემა საკუთარ თავში ეძებე

ძალიან ჯიგრული იყო ჯაჯანიძის სიტყვები წითელი ბარათის გადაცემისას – მეჩვენება რომ ნინი (ქალბატონი შეყვარებული) სიუჟეტს არ უყურებს და დაზეპირებული სიტყვებით ცდილობს ავტორის გაკრიტიკებას.

პრინციპში, შეიძლება უყურებდა კიდეც სიუჯეტეს, მაგრამ ნანახის გააზრებასაც ხომ ნიჭი უნდა?!

დღის დაგვირგვინება იყო პროვინციული გამოხდომა ბუფეტში – როცა ქალბატონმა შეყვარებულმა მხოლოდ თორდინავა, სამეგრელოდან, მიიპატიჟა შინ პიცის მისართმევად

ტაში!!! :D

პარასკევი

ბოლო საეთერო დღე. უკვე ყველამ ვიცოდით ვინ დატოვებდა პროექტს – ესენი იქნებოდნენ ანა მარშანია, ძალიან დაბალი SMS  რეიტინგის გამო და ნინო ჯაჯანიძე წითელი ბარათების რაოდენობის გამო.

ეთერის დაწყებამდე, შევიტყვეთ, რომ რეიტინგში ქალბატონ შეყვარებულს თორდინავამ გადაუსწრო სამეგრელოდან, ანუ თუ მე, მარშანია, ჯაჯანიძე და თორდინავა ნინის მივცემდით წითელ ბარათებს, ის პროექტს დატოვებდა.

წეღან პროფესიული ღირსება ვახსენე, სწორედ პროფესიული ღირსება მაიძულებდა, ყველაფერი გამეკეთებინა პროექტში ნინო ჯაჯანიძის დასატოვებლად.  საბედნიეროდ, ანა მარშანიაც იგივე აზრზე აღმოჩდნა. მერე რა, თუ გადაცემის მსვლელობისას, ქალბატონი შეყვარებული SMS რეიტინგში ისევ პირველ ადგილზე ავიდა (ამ შემთხვევაში წითელი ბარათების რაოდენობის მიუხედავად, მაინც ის გააგრძელებდა თამაშს მეორე ეტაპზე), მე ჩემს სიტყვას არ გადავედი და წითელი ბარათი ქალბატონ შეყვარებულს მივეცი. პირობა პირნათლად შეასრულა ანა მარშანიამაც, თუმცა რაღა აზრი ჰქონდა. პროექტი ნინო ჯაჯანიძემ და მარშანიამ დატოვეს.

ეთერის შემდეგ კვლავ ბააატონი შეყვარებული ზეთიანი სიფათით და ”ნი ვიჟუთი”. ამიტომაც მინდოდა რა მეორე ეტაპზე ჯაჯანიძესთან ერთად თამაში, სხვა თუ არაფერი უსაშველო პროვინციალიზმისგან მაინც ვიქნებოდით დაზღვეული :)

ესეც ასე. 10 ნოემბრიდან კვლავ ეთერში ვიქნები, შეყვარებულ წყვილთან და ორ მეგრელთან ერთად. შეგიძლიათ წინასწარ მიტიროთ. ერთადერთი, რაც შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, ჩემს გასაკეთებელს ბოლომდე გულით გავაკეთებ და არასდროს ვუღალატებ პროფესიულ ღირსებას. ეს უკვე აღარ არ არის ჟურნალისტური პროექტი – დუბლიორი იმ ადამიანების მარათონად იქცა ვის ახლობლებსაც  უფრო მეტი SMS-ის გამოგზავნა შეუძლია.

ბოლოს კიდევ ერთხელ – ჩემი ღრმა პატივისცემა ნინო ჯაჯანიძეს და ანა მარშანიას. ჩვენ, ყველანი, შეიძლება უგზო-უკვლოდ დავიკარგოთ, ნინო და ანა კი აუცილებლად იტყვიან თავის სათქმელს ჟურნალისტიკაში.

დამავიწყდა დამეწერა – დეტალი, რომელიც აზროვნების უნარს მაკარგვინებდა და ყავას შხამად მარგებდა, იყო წამდაუწუმ, ამაზრზენი ინტონაციით ნათქვამი – ”საყვარელიიიი……”

ხტფუი

17 Comments

Leave a Comment
  1. bigcrow / Nov 3 2008 4:33 am

    აუ პროშტა ხვთებიი ახლა შენ რეებს წეეერ?
    საყვარელიიი არის, აბა რა არის…

    :D
    თუნდაც ზარი გაღმა სამყაროდან რად ღირს, აღსავსე იდუმალებით და მნიშვნელობით…

  2. juze / Nov 3 2008 5:23 am

    ვიდეოები მაყურებინეთ ჩემი დედა მოვტყან!

  3. kexi / Nov 3 2008 5:43 am

    მდააჰ, მშვენივრად ერთობი მროველჩეგ რა გინდა :))

  4. kuda / Nov 3 2008 10:57 am

    ძედაა..არადა რა კარგად მახსენდება ეს იმედის ბუფეტი და თურმე შიგ რა ხდება : ))
    ისე არ გინდა შიდა სამზარეულოზე გააკეთო სიუჟეტი??? და ხალხიც დაინახავს ვინ უნდა დატოვოს ;;)

  5. bigcrow / Nov 3 2008 1:17 pm

    იდეა ფანტასტიურია :)
    თუმცა რთული :))))

  6. dodka / Nov 3 2008 4:14 pm

    გულისრევის შეგრძნებით ჩავიკითხე პოსტი ბოლომდე.

    აღღღღღრრრ

    თუმცა ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასე იქნებოდა…

    მროველ, შენ მანდ არ გაიმარჯვებ. აიემ სორი თუ სეი ზეთ, მარა ვი არ ნოთ ზი ქაინდ ოფ ფიფალ, ხუ სერვაივ ინ საჩ დირთი ფროვინსიალ სთიუფიდ ბეთლზ (აქ ვგულისხმობ ყვავასაც).

  7. ლილიანი / Nov 3 2008 11:21 pm

    taks viwyebt smsebis ga10magebuli raodenobit gamogzavnas :)
    :D

  8. მიქლიო / Nov 5 2008 2:13 am

    ბიჯო და

    მეგრელებს რას ერჩი?

    :D

  9. mroveli / Nov 5 2008 5:07 pm

    კაცო
    მეგრელებს რას ვერჩი, ბებია მყავს მეგრელი და მარტვილში ბევრჯერ დამისვენია :D

  10. juze / Nov 6 2008 6:04 am

    “კაცო
    მეგრელებს რას ვერჩი, ბებია მყავს მეგრელი და მარტვილში ბევრჯერ დამისვენია :D”

    ეს ისეთი პონტია ხო? “I’m not a racist, I voted for Obama” :D

  11. miramax / Nov 12 2008 5:33 pm

    ფიჰ რა ამაზრზენია! :ს
    არა და ერთხელ მოგკარი თვალი ტვ-ში, მარა ჩემი ბავშვის ხელში დუბლიორს კიარა მეტეორივით ვუქროლებ ხოლმე ტელევიზორს :დ

    მოკლედ წარამტებების თქმისთვის შემოვედი და თან ამბებიც გავიგე, არადა როგორ მიყვარდა იმედის ბუფეტი… დასანანია ეგეთი ინტრიგები რომ იხლართება ჯერ კიდევ არშემდგარ ჟურნალისტებს შორის.

    შენ მაინც დაიკიდე ;)

  12. k84u / Nov 13 2008 8:58 pm

    თვალში ცუდად მომხვდა მრავალჯერ ბოლდით დაწერილი სიტყვა “სამეგრელოდან”. საქმე სამეგრელოში კი არა, ზოგადად პროვინციალიზმშია. წარმომავლობას არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლებოდა ეგ გოგო საერთოდაც კახელი ყოფილიყო, ან აჭარელი.

    თავად ამბებს რაც შეეხება, რა გიკვირს?!
    ეს საქართველოა, ლევან…
    ეს ის საქართველოა, სადაც ყველა ყველას ნაცნობია.
    ეს ის საქართველოა, სადაც ერთმანეთს არ ინდობენ და ერთმანეთს ზედ აბიჯებენ.
    სამწუხაროა, ასეთი გარემო რომ არის ჯერ კიდევ არშემდგარ ჟურნალისტებს შორის.
    მოთმინება შენ და გამძლეობა!!!
    და რაც მთავარია, წარმატებები…

  13. თაზო / Jan 11 2009 2:44 am

    თურმე მთლად სანანებელიც არ ყოფილა თავის დროზე დუბლიორში განცხადება რომ არ შევიტანე. მგონი არ ღირს ამდენ ინტრიგებად მიღწეული შედეგი. პროფესიონალი, დუბიორის გარეშეც მიაღწევს წარმატებას.

    და ერთი შენიშვნა: მეგრელობაზე უარყოფითი აქცენტის გაკეთება რა პონტია? ეგ საშინლად არ მომეწონა

  14. cqnapi / Feb 24 2009 11:16 am

    4 წელი გავატარე “იმედში” და დუბლიორებზე ამაზრზენი არავინ მინახავს, 20 წლიანი სატელევიზიო სტაჟის მქონე ინტრიგ–მასტერებიც კი. ინტრიგასაც ვერ ხლართავენ, პროვინციალიზმის პიკია უბრალოდ (რა თქმა უნდა ყველას არ ვგულისხმობ, რამდენიმე მათგანთან ვმეგობრობ კიდეც). ერთ–ერთს სხვათაშორის ასეთი ფრაზაც აქვს ნათქვამი (როცა დავინტერესდი ამდენს რატო ყაყანებდნენ ბუფეტში ჟურნალისტების სისუფთავის და ჰიგიენის შესახებ): რაღა დროს ზრდილობაა ოცდამეერთე საუკუნეში, თავშეკავება 20 საუკუნეც გვეყოო :)))))
    ასე რომ, მართლა ყველა ნორმალური ადამიანი მეცოდება ასეთი ხალხის გარემოცვაში (სადაც პახოდუ უნდა “იბრძოლო”, უჟას :)) რა მეთოდით უნდა ებძოლო ჩვეულებრივი მოკვდავი ეგეთ სიბნელეს და ბოსტანს? :)) ბოსტნისეული რა თქმა უნდა, პროსტა ისაა რო არასდროს იზამ მაგას ;) არ იკადრებ უბრალოდ.
    ნამდვილად არ მიყურებია თქვენი ნაკადისთვის, არ ვიცი რომელი ხარ, მაგრამ შენი ადგილი იქ რომ არ იყო, ფაქტია. კიდე კარგად გადარჩენილხარ :)

  15. bigcrow / Feb 24 2009 9:51 pm

    ჰაჰ..

  16. dadianitatia@yahoo.com / Aug 23 2012 10:59 pm

    ლევან, მომეწონა!!!

Trackbacks

  1. ღია წერილი “დუბლიორელებს” « NU Dimension

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: