Skip to content
November 12, 2008 / mroveli

სიყვარული და საზოგადოებრივი კვების ობიექტი


სანტექნიკოსს ლიოვას მემუარებიდან

საღამოს, როგორც მუშაობით დაღლილ ადამიანს შეეფერება, თანამშრომლებთან ერთად ქალაქში მეტად ცნობილ სახინკლეს მივაშურე, ამოგვეყორა რა გამოცარიელებული მუცლები, გვეხვრიპა ლუდი და გვესაუბრა სულის მაცხონებელ სისულელეებზე.

ხინკლის შეკვეთამ ტრადიციულად დაიგვიანა, სამაგიეროდ ლუდები შემოგვაშველეს დროულად. ჩვენც დიდი მონდომებით შევუდექით ჟანგიანი ყელის ”ჩასველებას”.

ჩვენგან მარჯვნივ მოღრიანცელე საძმო იჯდა, ერთი ცარიელი მაგიდის გამოტოვებით იგივე სურათი, ოდნავ ზემოთ ოთხი ბიჭი და ორი გოგო (არ მესმის ასეთი თანაფარდობის არსი),  მათ  გვერდით შეყვარებული წყვილი.  შეყვარებულები მშვენიერ ხასიათზე ჩანდნენ. ვიღაცას შეიძლება ნასვამებადაც მოენათლა, მაგრამ არყის ის დოზა, რაც მაგიდაზე ედგათ, ძუძუთა ბავშვს თუ აურევს ”რამსებს”.

ერთი სიტყვით, თავისთვის იყვნენ, დროდადრო ხინკალს ლოღნიდნენ, უფრო ხშირად ერთმანეთის ტუჩებს, ოღონდ არაფერი ზედმეტი, ყველაფერი ზომიერების ფარგლებში. სხვისი არ ვიცი და ჩემთვის, ბიჭი თუ გოგოს ჩაეხუტება (და პირიქით), ტუჩებში აკოცებს და მერე ბედნიერი სახეებით გააგრძელებენ ბურტყუნს (სავარაუდოდ სულელურ, მაგრამ მათთვის სასიამოვნო თემაზე) სასიხარულოც კი არის, ანთხლეულ დროში მინიმუმ ორ ადამიანს მაინც მოუხერხებია კარგად ყოფნა.

უცბად დავაფიქსირე, რომ ამ წყვილს ჩემს გარდა ოფიციანტიც აკვირდებოდა. ოღონდ მე თუ მიხაროდა მათი კარგად ყოფნა, ოფიციანტი უსიამოდ იჭყანებოდა. თბილისურ საზ. კვების ობიექტებში მჟავე სახიანი მომსახურე პერსონალი ჩვეული მოვლენაა, მაგრამ ეს ოფიციანტი განსაკუთრებული ეგზემპლარი აღმოჩნდა. სანამ მე ლუდის პირველ კათხას გამოვცლიდი, ოფიციანტმა კარებთან მობორიალე ”სექურითის” დაუძახა და მოკლე მითითება მისცა. ”სექურითიმ” თავი დაუქნია, გასაგებიაო და შეყვარებულების მაგიდას მიადგა. ბიჭი გამოიხმო. მათი დიალოგი რამდენიმე წამს გაგრძელდა. ბიჭი შეგნებული ელემენტი ჩანდა, დაცვას მხარზე ხელი დაარტყა, გაუღიმა და მაგიდასთან დაბრუნდა. ოფიციანტმა სასწრაფოდ ანგარიშის ქვითარი მიურბენინა, ბიჭმა იქვე მისცა ფული და გოგოსთან ერთად სახინკლიდან გავიდა. საოცარია, გასვლის წინ გოგო ”სექურითის” ღიმილით გამოემშვიდობა.

ჩვენ რომ შემოვედით, გარეთ საკმაოდ ციოდა, იმ დროისთვის უფრო მოუჭერდა ნოემბრის სუსხი. შემეცოდნენ შეყვარებულები, სულ არაფრის გამო  გაყარეს ქუჩაში . შეიძლება, უკეთესს ადგილასაც წასულიყვნენ. საერთოდ, რა უნდათ შეყვარებულებს სახინკლეში? კაფე-ბარები დაილია? უბრალოდ, ხინკლის ხასიათზე იყვნენ და სახინკლეში შემოვიდნენ, ოფიციანტი ბედნიერი ადამიანების ყურების ხასიათზე არ იყო და მათ წინააღმდეგ მათივე ბედნიერება გამოიყენა.

ოფიციანტი სამომსახურეო მაგიდასთან თავ ჩაღუნული ანგარიშობდა. ნეტა, ბედნიერი იყო ის წყვილი გარეთ რომ მოისროლა?

არადა რა გემრიელად ისხდნენ. რომ ვუყურებდი, ლუდი გემრიელი იყო, მძიმე სამუშაო დღე აღარ მახსოვდა და საერთოდ, კარგად ვიყავი.

7 Comments

Leave a Comment
  1. Sweet Baby Girl / Nov 12 2008 2:07 am

    :user:

  2. sal / Nov 12 2008 5:04 pm

    egeTI maToxverebi arian ra, daboRmilebi, Cem Tavze maqvs gamocdili roca sayvarel adamiantan ertad sadme vyofilvar zaan kargad da vigac erti qaqi yoveltvis ichiteboda ragac gaurkveveli motxovnilebebit, erekles quchazec ki,vigac kaci da qali gamogvixtnen[imasac tu qali erqva :D ] kai ho raiko vakocet ertmanets,, araferi, tabis bogmashi mokvdebian egeni..

  3. fiqriag / Nov 12 2008 11:53 pm

    dRes vaJaze, skverSi iyineboda erTi wyvili, biWi xelebs uTbobda gogos, gameRima maT danaxvaze, arada raRac SekrTnen etyoba egonaT gavlanZRavdi :)
    saSinlad tkbili da sentimentaluri, magram mainc sasiamovno kadri iyo.

  4. k84u / Nov 13 2008 8:41 pm

    აუუუუუუუუ, ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა რა…
    მაგას სჯობს, ხინკალი დროზე მიიტანონ ხოლმე სტუმრებთან…
    აუ, როგორ ნერვები მეშლება ხოლმე ასეთ იმბეცილებზე.

  5. karaganda / Nov 20 2008 4:55 pm

    kai motxrobaa maladec:D

  6. nemorez / Nov 28 2008 1:00 pm

    isev igive yveri qve-YANAA :)

  7. raycher / Nov 28 2008 8:28 pm

    იმ ბიჭის ადგილას პირდაპირ მენეჯერთან გავაჭრიდი და იქ ამბავს ავტეხდიიი???

    რას ქვია, მე ადამიანს ვეღარ მოვეფერო ვიღაც ყლე ოფიციანტის შიშით?

    კლიენტ ვსეგდა პრავ!

    დდშვც!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: