Skip to content
November 29, 2008 / mroveli

წიგნების ბიზნესი საქართველოში


გთავაზობთ პირველ სტატიას სერიიდან ”ბიზნესი ქართულად”, რომელიც სხვადასხვა სფეროში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს. დასაწყისისთვის ჩემთვის ყველაზე მტკივნეული წიგნების სფერო შევარჩიე

წიგნის ბაზარი საქართველოში ერთერთი ყველაზე უფერული და უშინაარსოა. ქართული თანამედროვე ბელეტრისტიკა, თითზე ჩამოსათვლელი თარგმანები (კოელიოს მთლიანი ბიბლიოგრაფია საუბრის ცალკე თემაა) და რუსულად თარგმნილი მსოფლიო ლიტერატურა, რომელსაც  ფასი ადევს ისეთი ბრაზისგან ზედიზედ ორი ღერის  მოწევა მოგინდება. რახან საუბარი წიგნზეა, შეიძლება უკანასკნელი თეთრები ამოფხიკო  და იყიდო რუსული თარგმანი, მაგრამ ვაი, რომ აქაც ზედმეტად შეზღუდული არჩევანია.

ადრე, როცა ”პლანეტა ფორტეს” ჯიხურები არსებობა, გაცხარებული დახლქვეშა ბიზნესი იყო გაჩაღებული. თუ ზედიზედ ორი კვირის მანძილზე ერთ ჯიხურში იყიდდი პრესას გამყიდველი ჯერ გულთბილად გაგიღიმებდა, შემდეგ ოჯახს მოიკითხავდა, ასე ერთი თვის შემდეგ კი დაინტერესდებოდა, რამე წიგნი ხომ არ გინდა რაც თბილისში არ იშოვნებაო.

ერთი სიტყვით, მოსკოველ ”წიგნის ბარიგებთან” ჰქონდათ კონტაქტები. ნებისმიერ წიგნს ჩითავდნენ 15-20 ლარად. შეკვეთილი საქონლი დაახლოებით ორ კვირაში ჩამოდიოდა. ასე წავიკითხე აკუნინის პირველი რამდენიმე რომანი, სოროკინის პიესები, კიდევ რამდენიმე ავტორი, რომლებიც ნაკლებად დამამახსოვრდა და ბიზნესიც ჩაწვა. სამაგიეროდ გამსახურიდაზე გამოჩნდა ”წიგნის სახლი”, მოგივანებით ”პარნასიც” გაიხსნა, მაგრამ რა ხეირი, ორივეგან სავარაუდოდ საკონდიტროდან გადმოყვანილი კონსულტანტები ჰყავდათ (ალბათ ეხლაც ყავთ). ძალიან შორს რომ არ წავიდე, ერთი შემთხვევაც კმარა. სასაჩუქრედ მინდოდა კაფკას ”პროცესი”. ბუკინისტებში ქართული თარგმანი რომ ვერ ვიშოვე, ერთერთ ”დონე” წიგნის მაღაზიაში შევედი, იქნებადა რუსულად მაინც იყოს მეთქი. დამხვდა სახე გაკერილი კონსულტანტი შენ ხარ ჩემი ბატონი და, კაფკაო? ეგეთი არავინ გამიგიაო, სამაგიეროდ კოელიოს ”ვერონიკა” მივიღეთ ეხლახანსო (თბილისის კოელიოიზაცია ახალი დაწყებული იყო). რა თქმა უნდა იუბილარს კაფკა ვერ ვაჩუქე. მას შემდეგ კაი ხანს მესიკვდილებოდა ”სახელგამებში” შესვლა, თუმცა ერთხელ კიდევ წამძლია სული და რეი ბრედბერი მოვიკითხე. კონსულტანტს რეის არსებობა ეჭქვეშ არ დაუყენებია, უბრალოდ ბუნდოვნად ახსოვდა მსგავსი ავტორი. მეცნიერული ფანტასტიკა რომ ვუხსენე, შეიცხადა, ჩვენთან მხოლოდ ”სერიოზული” ლიტერატურა იყიდებაო, არადა იქვე კოელიოს ბიბლიოგრაფია ეწყოთ მგონი სამ ენაზე.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ცოტა უხერხულია, ”დონე” მაღაზია გერქვას და კაფკას ერთი-ორი რომანი არ ”გეგდოს”, ან რეი ბრედბერზე ამბობდე არასერიოზული ლიტერატურააო, უკვე ნიშნავს რომ სოფლის ბიბლიოთეკობისკენ გაქვს გეზი აღებული.

სანამ მიდგომაა ასეთი პროვინციული, ბიზნესიც ჩაწოლილი იქნება. დავიჯერო, ამხელა ”ფილარმონია” მაღაზიებში პროფესიონალი მენეჯერისთვის ვერ გამოინახა შტატი, რომელიც კონსლუტანტებს აუხსნიდა, რომ მეცნიერული ფანტასტიკა შეიძლება ლიტერატურის უკანასკნელ ჟანრად მიგაჩნდეს, მაგრამ მეცნიერული ფანტასტიკით დაინტერესებულ კლიენტთან ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააფიქსირო.

კიდევ ერთ დიდ ნაკლზე ზემოთ ვისაუბრე – შეზღუდული არჩევანი. არ იქნებოდა ურიგო, მფლობელებმა აქტიურად ადევნონ თვალი მსოფლიო ლიტერატურულ ტენდეციებს და იმის მიხედვით შეავსონ მაღაზიის თაროები.

წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ დიდხანს დავრჩებით პროვინციალიზმის ჭაობში, ჩემი შვილიშვილების თაობაშიც აქტუალური იქნება კოელიო (ან მისი მარაზმატიკი მემკვიდრე) და კონსულტანტები ურცხვად ამოშლიან კაფკას პროზაიკოსთა რიგებიდან. წიგნის მაღაზიები კი ვერასდროს გადაიქცევიან უკანალის სათამაშო კანტორებიდან მოგების მომტან სავაჭრო სახლებად.


შემდეგ სტატიაში:

ჩემი ოცნების წიგნის მაღაზია

13 Comments

Leave a Comment
  1. juze / Nov 29 2008 2:44 am

    სწორია! კაფკა არა ისა კიდე! კაია რომ მაგითი არ უტენიან ახალგაზრდობას ტვინს! თან მაგარი უნიჭო მწერიალია.

    აი ეგრე! ეგრე გინდათ!

  2. mroveli / Nov 29 2008 2:48 am

    სწორია! კაფკა არა ისა კიდე! კაია რომ მაგითი არ უტენიან ახალგაზრდობას ტვინს! თან მაგარი უნიჭო მწერიალია.

    აი ეგრე! ეგრე გინდათ!

    გამიტყდა ჯუზიკ შენ რომ ხარ. მეთქი ვიღაცამ სერიოზულად დაწერა და უნდა ”გამეჭედა” ეხლა. ხელები მეფხანება :D

  3. deka136 / Nov 29 2008 2:48 am

    chemo dzvirfaso mrovel, cavikitxe da guli metkina. martalia, bolos cigni chemi survilit rodis cavikitxe, xui evo znaet (ufro scored, znaet da shegnebulad ar vityvi)

    xoda, kidev ert faqtze gavamaxvileb shens yuradgebas (realuri istoriaa, chems tvalcin moxda):

    dzmakaci shevida ert-ert “done” diskebis magaziashi, teatraluris gverdzea, gecodineba
    nu, gaqanebuli bluesmania es bichi da Stevie Ray Vaughan-is albomi moitxova (echvi maqvs, gecodineba vicnaa :p)… am dros moxerxebulma gamyidvelma sacyali saxe miigo da samcuxarod eg momgerali ar gvaqvso, magram samagierod shemidzlia shemogtavazot Tokio Hotel-is uaxloesi albomio :D

    xoda, echvi maqvs, am komentaris mere, axali temis azrsac chaeyara safudzveli :D

    siyvarulit, marad sheni deka batoni :D

  4. mroveli / Nov 29 2008 2:50 am

    chemo dzvirfaso mrovel, cavikitxe da guli metkina. martalia, bolos cigni chemi survilit rodis cavikitxe, xui evo znaet (ufro scored, znaet da shegnebulad ar vityvi)

    xoda, kidev ert faqtze gavamaxvileb shens yuradgebas (realuri istoriaa, chems tvalcin moxda):

    dzmakaci shevida ert-ert “done” diskebis magaziashi, teatraluris gverdzea, gecodineba
    nu, gaqanebuli bluesmania es bichi da Stevie Ray Vaughan-is albomi moitxova (echvi maqvs, gecodineba vicnaa :p)… am dros moxerxebulma gamyidvelma sacyali saxe miigo da samcuxarod eg momgerali ar gvaqvso, magram samagierod shemidzlia shemogtavazot Tokio Hotel-is uaxloesi albomio :D

    xoda, echvi maqvs, am komentaris mere, axali temis azrsac chaeyara safudzveli :D

    siyvarulit, marad sheni deka batoni :D

    ზუსტად მაგ თემაზე ვაპრიებდი მესამე პოსტის გაკეთებას :)) მშვენიერია, კდიევ ერთი ფაქტი არგუმენტირებული კრიტიკისთვის :D

  5. raycher / Nov 29 2008 3:03 am

    საშინელებაა…

    რაის კაფკა თუ ძმა ხარ, რემარკი მინდოდა საჩუქრად ამ 2 თვის წინ და ვერ ვიშოვე…

    ვერსად, ვერცერთი ნაწარმოები..

    ვერც მარკესი… ბორხესზე ლარპარაკი ზედმეტია… არსად არ ჰქონდათ და ყველგან პაოლო კოელიოს მთავაზობდნენ.. :|

  6. mroveli / Nov 29 2008 3:05 am

    მარკესი ”წოგნის სახლში” ერთდროს ბევრი იყო, ოღონდ რუსულად. ბორხესი აღარ მახსოვს, ნუ რემარკის ძებნაში მეც გადავატრიალე ერთ დროს ”შახელგამები”, მაგრამ ჩემი შუშუ :D

  7. lilian / Nov 29 2008 1:56 pm

    blah :(

    nu wer maset rameebs
    chemi sayvareli magazxia aris gamomcemlobis mere gvirabSi 5 kvadratulze motavsebuli bukinisturi magazia romelsac miuxedevad imisa rom magari uxasiato qali yavs patronad mainc miyvars!!

  8. raycher / Nov 29 2008 6:02 pm

    მროველჩეგ, სხვათაშორის დღეს კაფკა ვიკითხე პარნასში, ჭავჭავაძეზე და ჰქონდათ რამდენიმე წიგნი, ოღონდ რუსულ ენაზე.. :)

    რაც შეეხებოდა ბორხესსა და მაკესს არა, მაგრამ პაოლო კოელიო გვაქვსო ბლომადო.. :ყეს:

  9. bigcrow / Dec 1 2008 5:11 am

    ჟისტოკა, ნო გუმანნა…

  10. დაიკიდე და ამაზონზე იყიდე

  11. pollyandthewall / Dec 2 2008 9:36 pm

    am koelios me mgoni saertod mtel msoflioshi kitxuloben da maincdamainc qartvelebi ar vart gamonaklisebi da yvelaze qajebi :)

  12. თორნიკე / Jan 3 2009 2:34 pm

    მე პირადად იშვიათად შევდივარ იგივე ”პარნასში” და თუნდაც ასეთი ტიპის მაღაზიებში.ბუკინისტებში სიარული უფრო მიყვარს.გაცილებით ბევრ საინტერესო წიგნს ვყიდულობ და თანაც იაფად.პაულო კოელიოს ”ალქიმიკოსი”მაქვს წაკითხული და ურიგო არ იყო,მაგრამ მაგაზე კარგი მწერლებიც არსებობენ.ეხლახან გავხსენი ლიტერატურული ბლოგი.ამ ბლოგის ავტორს თუ სურვილი ექნება გავცვალოთ მისამართები http://mcerloba.blogspot.com/

  13. Alice / Apr 27 2009 4:45 pm

    ვაიმე, როგორ მშურს დედაჩემის , იმიტომ რომ ძალიან ბევრი წიგნი იბეჭდებოდა მისი მოსწავლეობა-სტუნდენტობის დროს და მდიდარი პირადი ბიბლიოთეკა აქვს.. მეც ვცადე წიგნების შეგროვება მაგრამ…

    აი კოელიოზე რომ არ გამომეხატა გულისტკივილი უბრალოდ არ შემეძლო. ჩემი ნება რომ იყოს, ერთ თარგმანსაც არ დავაბეჭდინებდი :D მისი ყველა წიგნი სრული იდიოტიზმია ჩემთვის. უბრალოდ ერთი გაქნილი ბიზნესმენია, რომელიც ცდილობს ორიგინალურობას და თავს დიდ მოაზროვნედ გვაჩვენებს :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: