Skip to content
January 23, 2009 / mroveli

ღია წერილი “დუბლიორელებს”


სალამი

ხმები მოვიდა დუბლიორელებს არ ესიამოვნათო. კაცმა რომ თქვას, დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ ბევრ თქვენგანს დააყრიდა ბუსუსები თითოეული აბზაცის ჩაკითხვისას, განსაკუთრებით ნიჭიერებს პროტესტის გრძნობაც გაგიჩნდებოდათ და შეეცდებოდით, პროფესიული მეთოდებით თავზე დაგემხოთ ჩემთვის, ვინ იცის და იქნებ, სუბიექტური და ცალმხრივი ცინიზმი. ჰიპ ჰოპ კულტურაში ამას DISS ქვია და ფრიად სასეირო რამეა, ერთი რომ მკითხველი ხალისობს, მეორეც თავმოყვარეობის ამბავია, ფინალისტებს ნახევარფინალიდან გამოვარდნილმა კონკურსანტმა გადაგიარათ,თქვენი საპასუხო რეაქცია კი ბუფეტის მასშტაბებს ვერ გაცდა.

ჟურნალისტთა სკოლაში, სადაც პროფესიის საფუძვლები ვისწავლე, ყოველ მეორე თვეს ერთმანეთზე ბევრად უფრო კრიტიკულ წერილებს ვწერდით. მართალია, სკოლა ერქვა, მაგრამ პირველივე დღეებიდან მშვენივრად გვესმოდა, რომ იმ სკოლიდან ყველანი პროფესიონალებად უნდა გავსულიყავით, ამიტომაც არავის აზრდაც არ მოგვსლია რამე გვწყენოდა, პირიქით, ყურადღებით ვეკიდებოდით კრიტიკას და ვცდილობდით სუსტი მხარეები გამოგვესწორებინა.

სამწუხაროდ ეს ჩვეულება დღემდე გამომყვა. სამწუხაროდ იმიტომ, რომ ხშირად მავიწყდება, ყოველთვის პროფესიონალებთან ვერ მექნება ურთიერთობა და ადამიანები, რომლებიც შეიძლება ჟურნალისტები არიან, მაგრამ არ აქვთ პროფესიონალიზმის შეგრძნება (იმედია ჯერჯერობით), უმაღლესი პილოტაჟის ილეთებს ვერ გაიგებენ და ჭიქა ყავაზე საჭორაო თემად გახდიან.

ასეათუისე პირველი ქართული ჟურნალისტური Diss არ შედგა. მივხვდი, თქვენთვის არაფრის მომცემ “გადაფარვებზე” სირბილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მზამზარეული შანსის გამოყენება შელახული პროფესიული რეპუტაციის აღსადგენად.  ან რავი, იქნებ არაფერი გაქვთ სათქმელი, ან გაქვთ კიდეც, მაგრამ ნიჭი არ გყოფნით. არაუშავს, ხარისხიანი ცინიზმის და წერის მსუბუქი მანერის გამომუშავებას სისტემატური მუშაობა და ბევრი კითხვა უნდა, თქვენ კი არ გცალიათ ამისთვის, ბლოკები გაქვთ შესაკვრელი და ორ წუთიანი “გადაფარვები” გასაკეთებელი.

და ბოლოს, იმედს ვიტოვებ, არ იფიქრებთ რომ ამ ყველაფერს შური მალაპარაკებს. შური ნიშნავს რომ გავყიდდი კომპიუტერს, ავიღებდი კრედიტს ბანკიდან, დავაწიოკებდი ნათესავებს, ხმამაღლა ვიყვირებდი ჩემს რელიგიურ შეხედულებებზე პირდაპირ ეთერში, რა არის რომ როგორმე ფინალში გავსულიყავი. ალბათ გახსოვთ, არცერთი არ მიქნია. ხვდებით ხო, “ქრონიკის” და “იმედის დილის” სტაჟიორობა სულ ცალ ფეხზე რომ მეკიდა, მკიდია და ყოველთვის მეკიდება?! მერწმუნეთ, გაცილებით  დიდი მიზნები მაქვს,უფრო სწორედ გვაქვს, დუბლიორელების იმ ნაწილს, რომლებისთვისაც ბუფეტს წმინდა გასტრონომიული დანიშნულება აქვს და არასდროს ყოფილა მონაწილე ბუფეტში დახლართული ინტრიგებისა.

სულ რამდენიმე კვირა და ყველაფერი სხვანაირად იქნება. მერე ვინძლო დამეზაროს კიდეც თქვენთვის მორიგი DISS-ის დაწერა. დრო არ მექნება უბრალოდ.

მანამდე კი ველი თქვენს გამოხმაურებას.
სანამ წერას შეუდგებოდეთ კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ “დუბლიორი კულისებს მიღმა” და “საიდან ხარ” განსაკუთრებით ბოლო პოსტს მიაქციეთ ყურადღება, შოვინიზმის დაბრალების ცდუნებამ რომ არ გძლიოთ.

11 Comments

Leave a Comment
  1. bigcrow / Jan 23 2009 4:17 pm

    Аффтар ЖЖот!
    Писчи есчо!

    ფანტასტიკაა :) Sci-fi )

  2. Sweety / Jan 24 2009 12:21 am

    ^_^

    მ-ე
    მ-იყვარს
    მ-როველა

  3. თაზო / Jan 24 2009 1:51 am

    აღფრთოვანებული ვარ პირდაპირ :P . სულ პაწაწკინტელა თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ დუბლიორელებს(ვისზეც საუბრობ), წესით ახლა არ უნდა ეძინოთ და რეაქტიული სისწრაფით უნდა ქმნიდნენ ბლოგს და ღირსეულ პასუხს გცემდნენ ასევე კრიტიკული პოსტებით. აბა DISS-ი, ჩქარა DISS-ი, შენ დაუკა! მე Blogroll-ში გამატებ(ეს ისე, სხვათაშორის :) )

  4. mroveli / Jan 24 2009 2:06 am

    აბა Diss დამანახა? :? :D

    მეც ჩაგამატე

  5. simperia / Jan 24 2009 2:26 am

    ეს თაზო ვინაა კაცო ? რაღაც საეჭვოდ კარგად იცნობს დუბლიორელებს :spy:

  6. mroveli / Jan 24 2009 2:28 am

    საქართველო პატარაა
    ყველა ყველას იცნობს, მითუმეტეს მეგრელი მეგრელს :D

  7. თაზო / Jan 24 2009 2:32 am

    პირადად არავის არ ვიცნობ, თან ბოლო დუბლიორისთვის არც მიყურებია საერთოდ. თუ გაინტერესებთ ვინა ვარ, ჩემს ბლოგზე შემოდით. ლინკი გასწორებულია

  8. mroveli / Jan 24 2009 2:33 am

    გაიხარე
    ჩაგამატებ ეხლავე :)))

  9. light / Jan 24 2009 7:22 pm

    gamarjoba mrovelo:)))
    cavikitxe sheni postebi da sakutari gamocdilebidan geubnebi, rom absoluturad martali xar titoeul shens sityvashi.
    dzveli dubliori var.
    axali misuli rom vikavi, karga xani mikvirda, sad qreboda magididan raskadrovkiani scenarebi, gadasafari teqstebi. ratom aketebda chems mofiqrebul siujets sxva.
    axla ar vici rogori principebit aris, magram mashin me bolosken viyavi numeraciit da ragac periodi (1kvira) ar viare garkveuli mizezebis gamo da rom mivedi agmochnda, rom chemi dagegmili siujeti sxvas gadaego da argumentad mxolod is moikvana, rom shen bolosken xar da sxvas moifiqreb, mec minododa es tema tan sxvanairad gavaketeo :D
    bufetshi namdvili jojoxeti dugda mashinac :) calke kutokebi da qaqis mirtmeva didi dozebit. prodiusertan atasi sisulelis mogoneba da moyola sxva monacileze, eg zaan chveulebrivi ambavi iko :) magalitad chemi yurit movismine chemze gansaxorcielebeli gegma :D
    sabednierod, mashin magrad mekida eg yvelaferi da gultan axlos ar mimitania. chemi gasaketebeli kidevac gavakete da dgesac vaketeb, mercmune imaze mets, vidre zogiertis orujrediani tvini odesme shedzlebs :)
    ar minda mteli koshmari bolomde movye, magram isic sakmarisia, rom erterti gamarjvebulis natesavi agmochnda vigacis vigaca da tavisi pirit tqva, rogor gadauxades fuli romeligaca ateess.
    erti monacile bichi ki xelovnurad gaagdes, ar ackobs xelmzgvanelobas magisi gamarjvebao. (esec erterti iqauri mashindeli big bosisgan mere ukve shinaurobashi natqvami).
    mere shinaurobashi kidev bevri rame gairkva da a.sh.
    ase, rom gultan axlos nu miitan mag yvelafers.
    viqnebi familiaruli da gastyvniat patroni!
    vot tak :)

  10. mroveli / Jan 26 2009 2:30 pm

    გამარჯობა ლაით :)))

    დიდი მადლობა შინაარსიანი კომენტარისთვის.

    რასსკადროვკების მოპარვის რა გითხრა, მაგრამ სიუჟეტების მოქისტვა ჩვენთანაც იყო :D

  11. LadyCrow / Jan 27 2009 9:43 pm

    ” სულ პაწაწკინტელა თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ დუბლიორელებს(ვისზეც საუბრობ), წესით ახლა არ უნდა ეძინოთ და რეაქტიული სისწრაფით უნდა ქმნიდნენ ბლოგს და ღირსეულ პასუხს გცემდნენ ასევე კრიტიკული პოსტებით”

    რომ შექმნა ბლოგი და დაწერო კრიტიკა, ხომ უნდა გქონდეს ამის შნო.. შეიძლება ამ შემთხვევაში ცოტათი სუბიექტური ვარ, მაგრამ მეც ვუყურებდი დუბლი2-ის ამ გამოშვებას და შთაბეჭდილება მექმნებოდა, რომ ჯანსაღი კრიტიკის წარმოქმნა იქ შეუძლებელი იყო. სიუჟეტის შეფასებისას, შეფასება ხდებოდა არა სიუჟეტზე, არამედ აი იმ პიროვნებასთან პირადი დამოკიდებულებით, ვინც სიუჟეტი გააკეთა. იმას ის არ ევასება, ანუ მისი გაკეთებული არაფერი არ ევასება, თუნდაც რაღაც გენიალური იყოს :D მერე დადგებოდნენ და თითიდან გამოწოვილ კრიტიკას დებდნენ. თითიდან გამოწოვილი კრიტიკა, ბლოგ სამყაროში არ გავა, ამიტომ არ და ვერც გააკეთებენ ბლოგებს :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: