Skip to content
May 2, 2009 / mroveli

სიუჟეტი VS პერსონაჟი [I ნაწილი]


რამდენიმე დღის წინ ძველ სახლში მომიწია ღამით დარჩენა, ახალი საკითხავი არაფერი მქონდა და პირველი რაც ხელში მომხვდა იმას ჩავუჯექი, ანუ ბალზაკის “მამა გორიოს”.

ბალზაკი ის ავტორია, ერთ დროს ყოველ მეორე-მესამე თვეს რომ გადავიკითხავდი ხოლმე. მეხსიერებას არ ვუჩივი, პირიქით, ადრეული დროის უმნიშვნელოვანესი დეტალების დამახსოვრება მეხერხება, მაგრამ არც “მამა გორიოს”, არც “შაგრენის ტყავის” და არც “პიერ გრასუს” სიუჟეტი არ მახსოვს.

ცნობილი ფაქტია, რომ მუსიე ონორე პერსონაჟების, როგორც თვითონ ეძახდა, ტიპების გიჟი იყო. მისთვის რომანი რეალისტური ტიპით იწყებოდა და იგივეთი მთავრდებოდა. ამიტომაც არის, მამა გორიოს ლამის საკუთარი ნათესავივით რომ ვიცნობ, სამაგიეროდ, დრამა რომლის გმირიც ის არის, ალაგ-ალაგ,  ბუნდოვნად მახსენდება.

მეორე ფრანგი გენიოსი გრაფომანი, ჰიუგო, რთულ სიუჟეტურ ხლართებს უჭერდა მუღამს. თუ არ მეშლება, ბიძია ჰიუგოს პარიზის მემატიანეს უწოდებენ. თუ არ უწოდებენ და მე ვიტყვი, ჰიუგოს აღწერილ პარიზს ზიუსკინდისელი პარიზი თუ შეედრება. როგორც მამა გორიოს პიროვნებაა ჩემთვის  ნათესავივით ახლობელი, ისე ჰიუგოს აღწერები და დანახული თავისებურებებია დალექილი მეხსიერების ყველაზე ფაქიზ შრეებში.

creative writing-ის ვორკშოფებსა და ცალკეულ წიგნებში ხშირად კამათობენ, რა უფრო მნიშვნელოვანია ნაწარმოებისთვის, სამ განზომილებიანი, რეალისტური პერსონაჟები თუ რთული კონსტრუქციის სიუჟეტი. რახან შემოქმედებით ამბებზეა საუბარი, რა თქმა უნდა ჩამოყალიბებული პასუხი არ არსებობს, ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ქადაგება.

სამწუხაროდ, ე.წ. ინტელექტუალები და სხვა გაურკვეველი წარმოშობის არსებები, ზევსზე უფრო დიდი ოლიმპიელები, ლიტერატურულ ნაწარმოებებს ორ მარტივ ჯგუფად ყოფენ – ინტელექტალურად და მსუბუქად . სტერეოტიპების თანახმად, წიგნი,  გაურკვეველი, ფაქტობრივად დაუმუშავებელი სიუჯეტითა და რთული, მრავალგანზომილებიანი პერსონაჟებით, აუცილებლად პრიმერა ლიგის მოთამაშეა, ხოლო წიგნი, რომელიც ჰიუგოს ყაიდაზეა ჩაგვირისტებული და პოსტმოდერნისტული ხელსაწყოებით გაშალაშინებული, მხოლოდ მატარებელში დროის მოსაკლავად გამოდგება.

ბალზაკი, ხსენებულ უჯიშო ჯიშიანებში, ინტელექტუალთა კატეგორიაში გადის (ყოველშემთხვევაში გადიოდა). ეხლა, რომ წარმოვიდგინოთ ასეთი ექსპერიმენტი – ბალზაკს ჰიუგოსთვის შეექმნა პერსონაჟები, ჰიუგო კი ონორესეული პერსონაჟებისთვის გარემოსა და ატმოსფეროს შექმნით დაკავებულიყო. დიდებული იქნებოდა, უდიდებულესი! და მიუხედავად დიდებულობისა, ბალზაკი ერთი-ორად დაეცემოდა მტკვირს პირას აღზრდილი ინტელექტუალების თვალში, რადგან ბრიყვი რაფაელ დე ვალენტენი, უბედური გორიო და უნიჭო პიერი  ერთი-ორად მეტი მკითხველის გულში დაიკავებდნენ იმ ადგილს, რომლის დაკავებაც მხოლოდ იმიტომ ვერ მოახერხეს, რომ მუსიე ბალზაკი სიუჟეტურ ამბებში მოიკოჭლებდა.

მცირე რეზიუმე – ისევდაისევ გემოვნებამდე მივდივართ. მთავარია, რას ითხოვ წიგნისგან, ფილოსოფიურ სიღრმეს და ალგებრულ სირთულეს, მჭლე სიუჟეტს და ბევრ ჭკვიანურ აზრს თუ მსუყედ მოთხრობილ ამბავს, ისეთს, რომელიც მთელი ცხოვრება აგეკვიატება და დაგაჯერებს, რომ ერთხელ შენც ნახე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი.

P.S.   და Belle. ბლოგზე ჰიუგოს აჩრდილმა შემოაბიჯა და არ შეიძლება საბრალო კვაზიმოდო არ გავიხსენოთ.

P.P.S. ჯაბა, შვილო, Belle-ს ჩაწერა რომ მოინდომე, დავიჯერო არავინ გყავდა იმდენად ჭკვიანი, რომ ერჩია, თავს ასე ნუ გაიბანძებო?

Notre Dame de Paris – Belle

5 Comments

Leave a Comment
  1. liliani / May 2 2009 1:45 pm

    gr8!

  2. bigcrow / May 2 2009 3:50 pm

    თვალები ამიჭრელდა და პეროები გამცვივდა, რა წიაღსვლები და გაკვანძული სიტყვებია, რას გავს ეს? :D

    • mroveli / May 2 2009 4:16 pm

      ოე
      დიდი ხანია მართლა პეროიანი პოსტები არ წაგიკითხავს? :spy:

  3. zurriuss / May 24 2009 9:05 pm

    მახსოვს, ჰიუგოს მიერ აღწერილი პარიზის კითხვამ ისე დამღალა, რომ “”-ის კითხვა 1 წლით გადავდე გვერდზე. ზიუსკინდის პარიზი უფრო “ეგზოტიკურია”. ჰიუგომ უფრო ესთეტიკურად აღწერა ეს ქალაქი. ალბათ, იმიტომ, რომ მის დროინდელი პარიზიც ისეთივე “სურნელოვანი” იყო…
    რაც შეეხება, ზოგადად, კითხვას, ეგ ის ერთადერთი მიზეზია, რის გამოც დროის გაჩერებას ვინატრებდი. ვინატრებდი არამხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი კაცობრიობისათვის. მინდა, რომ თუნდაც 1 წლით გაჩერდეს დრო მხოლოდ იმ პირობით, რომ ამ დროის განმავლობაში ყველამ იკითხოს. …წარმოიდგინე, რა ბრძენი გახდებოდა დედამიწა დროის “ამუშავების” შემდეგ…

    P.S. რაც შეეხება Belle-ს, მთლიანად მაგ მიუზიკლზე ვგიჟდები. მაგის მთლიანი ვიდეო მაქვს და თუ გინდა, აგიტვირთავ და გადმოგცემ. მუსიკა ისე მიყვარს, რომ ალტრუიზმი არ მეზარება :)

    • Mroveli / May 25 2009 8:24 pm

      გეთანხმები, ჰიუგოს აღწერები ცოტა მურტალი წასაკიტხია, მაგრამ მუღამის ამბავია რა :))

      ერთ წლიანი კითხვის იდეაც კაია, ოღონდ იმ პირობით რომ “პეროებს” არ გაიჩრიან მორატორიუმის დამთავრების შემდეგ :D

      ვიდეო მეც მაქვს, 10x შემოთავაზებისთვის

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: