Skip to content
August 27, 2009 / mroveli

welcome Back


დღეები სულ უფრო ემსგავსება ძველ ფაზლს, რომელსაც რამდენიმე ნაწილი აკლია და არაფრისდიდებით არ იწყობა დასრულებული კომპოზიცია.

Draft-იდან ამოქექილი პოსტის დასაწყისი

რამდენიმე დღეა ფეხი მაქვს ნაღრძობი, უფრო სწორედ ნაღძობსა და მოტეხილს შორის, ვზივარ სახლში და თრგუნვას ვარ მიცემული.
ზოგადად სახლში ჯდომას არაფერი სჯობს. გრილა, ინტერნეტია, სიგარეტი მაქვს და ლუდი, მაგრამ ეხლა ისეთი სიტუაციაა რომ აუცილებლად გარეთ უნდა ვიყო, ჩემი ფიგურა უნდა ამშვენებდეს მოლაპარაკებების მაგიდას და ყველაფერი. ამით იმის თქმა მინდა, რომ სცენარით, რომლის მიხედვითაც სერიალი უნდა გადაეღოთ და მერე დაეზარათ (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) ერთი საინტერესო და რაც მთავარია ფულიანი სტუდია დაინტერესდა.   პრინციპში მოლაპარაკებები უფრო იდეის ყიდვაზე მიდის, რადგან ახალ სტუდიას  ფილმის გადაღება სურს, ცხადია სერიალზე მორგებული სცენარი თავიდან იქნება გასაკეთებელი!  კონტრაქტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით ახალ  სცენარს ისევ მე დავწერ, პლიუს ერთი კაცი თანაავტორად, რომელსაც პროდიუსერთან შეთანხმებით თავად შევარჩევ . თავიდან მეგონა ვიცოდი ვისაც შევიამხანაგებდი, მაგრამ “კაცი იგი”  მენტალურ მასტურბაციასა და პეროების თლას გადაყვა. ასე რომ ვეძებ თანაავტორს ფსიქოლოგიური თრილერის სცენარზე სამუშაოდ.
ქუჩაში კიდევ ერთი მიზეზი მექაჩება – უკვე მეორე კვირაა creative writing-ის ონლაინ კურსებში ვმონაწილეობ და ყოველკვირეული დავალება მაქვს დასაწერი! (კურსის შესახებ უფრო ვრცლად ზეგ, ან მაზეგ დავპოსტავ).

პრაქტიკულად სულ ეს არის. Californification-ის გადმოქაჩვამდე დარჩენილი დრო წარმატბით გავატარე ჩემ ბლოგთან ერთად.

Adios

8 Comments

Leave a Comment
  1. ბაბისა / Aug 27 2009 10:29 am

    აუჰ, ცუდია ფეხის ღრძობა:( გამოჯანმრთელება და სცენარში წარმატებები შენკენ :]

    • mroveli / Aug 27 2009 3:17 pm

      გაიხარე
      დღეს ცოტა უკეთესად მაქვს :|

  2. Leonard Shelby / Aug 27 2009 11:04 am

    Californification კარგი რამეა. ლუდი და სიგრილე ზაფხულში კიდევ უკეთესი.

    • mroveli / Aug 27 2009 3:19 pm

      ველოდები 27 სექტემბერს. მესამე სეზონი ჯერ კიდევ წინ გვაქვს ^_^

      • mKavtelishvili / Sep 24 2009 12:02 am

        ცდები, მაგ სერიალის გადაღება არავის დაზარებია არც პირდაპირი მნიშვნელობით და არც კიდე ირიბი აზროვნებით

  3. piccolina / Sep 19 2009 5:39 pm

    უი, და მერე შოკოლადებს და ნაყინებს მიყიდი ? )))
    რა მატყუარა ხარ, მროველ, ზეგ ან მაზეგ დავპოსტავო და რამდენი დრო გავიდა უკვე

  4. Temo / Sep 30 2009 3:02 am

    levan, sad daikarge, rogor xar? versad gpoulob… shemezmiane, tu naxav chems komentars…

  5. litterator / Dec 7 2010 7:03 pm

    ღრძობასა და მოტეხილობას შორის არის დაჭიმვა, რომელიც სიმპტომებით ჰგავს იმ ორს :)

    იპოვე თანაავტორი?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: