Skip to content
June 15, 2010 / mroveli

The Way I Am


იანვრის  შუა რიცხვები იქნებოდა, მეგობართან ერთად ახალი სამსახურისკენ მივდიოდი და არ ნახულ წარმატებაზე ვესაუბრებოდი, რომელიც აუცილებლად გველოდა წინ. ასობით გეგმას შორის, რომელიც გაჩერებიდან ოფისამდე გზის მონაკვეთში დავაწყეთ პირველი და უმთავრესი ახალი ბლოგების საკითხი იყო. შევთანხმდით, ორივეს ახალი ბლოგი გვჭირდებოდა, დახვეწილი, ელეგანტური, ცენზურის ფილტრში გატარებული და რამე. რისთვის გვჭირდებოდა? ძველის გვრცხვენოდა და იმიტომ. უკვე აღარ გვსიამოვნებდა ოდესღაც რომ ვიგინებოდით, სათქმელს მაგარ-მაგარი სიტყვებით ვამბობდით  და ა.შ.

დიდი გეგმები  მიქარვაა, მეტადრე მაშინ როცა ვიღაცის ჰაერზე მოცემულ დაპირებებს ეფუძნება. ჩვენი დიდი გეგმებიც სულ რამდენიმე კვირაში დაემხო. ვიღაცეებმა ნანგრევები ჯიბეში ჩაიწყეს და დიდი იმედების სასაფლაოდან სამუდამოდ გაუჩნარდნენ . ვიღაცეები დავრჩით და ნანგერევებზე ახალი, შედარებით მოკრძალებული იმედების მშენებლობა დავიწყეთ.

დრო მიდიოდა, ხელფაში ჩარიცხვისთანავე ორთქლდებოდა, საკუთარი ნაწერის წაკითხვის სურვილი პირველი აბზაცის ჩამთავრებისთანავე ქრებოდა, სამაგიეროდ მსუბუქი სამუშაო გრაფიკის წყალობით ადგილზე იყო პირადი ცხოვრება და “ახალი” ბლოგის გაკეთების სურვილი. სხვანაირად რომ ვთქვა რამდენიმე თვით ადრე ამოზრდილი პეროები მთელი ძალით იფურჩქნებოდა. შედეგად სამი-ოთხი   რაფინირებულობის, დახვეწილობის და კონსტრუქტივიზმის ტარდიციებში  “აკივლებული” “ახალი” ბლოგი გავაკეთე.  (ყველა მათგანი თითო პოსტიანი იყო) ვის რა ფეხებად უნდოდა ეს ყველაფერი?! სადღაც იქ, სადაც გული მერევა და კრინტის დაძვრა მეზარება, შეიძლება უნდოდეთ  კიდეც, ვინძლო რ.დ.კ. (რაფინირებულობა-დახველიწობა-კონსტრუქტივიზმი) ბლოგის წყალობით  დაფასებულ პერსონადაც ვქცეულიყავი მათ თვალში, მაგრამ თუ ჩავთვლით რომ ბლოგი სახლია და არა ინტერნეტ კეკლუცობისთვის შექნილი ბრჭყვიალა ინსტრუმენტი, მაშინ ეს პეროიანი რაფინირებულობანა ზედმეტი თავის ტკივილია.

მოკლედ, ამ “წერაობაში” პეროების ახალი პარტია მეზრდება, ამიტომ სადად და კონკრეტულად – გავარტყი ფასიან ჰოსტინგებს, ქასთამ დომეინებს და რ.დ.კ. კონტეტს. მროველი მროველჩეგს და მროველჩეგი ქართულ ბრჭყვიალა ბლოგოსფეროს დაუბრუნდა.

2 Comments

Leave a Comment
  1. BigCrow / Jun 16 2010 2:19 pm

    მიხვდი ხომ, რომ ტრაკში პეროიზმი საშინელებაა?

  2. piccolina / Jun 19 2010 12:05 am

    მოგვენატრე, მროველ :))
    იმედია, წელიწადში ერთხელზე მეტჯერ გაიხსენებ, რომ ბლოგი გაქვს ;)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: