Skip to content
October 6, 2010 / mroveli

სცენარისტის ტყავში


თითქმის ნახევარ წლიანი შესვენების შემდეგ შემოქმედების საქმე წინ წავიდა. რამდენიმე დღის წინ ბულგარელებს მივყიდე თამაშის სცენარი, დღეს კი იგივე შეკვეთით რუმინული სტუდიის წარმომადენელი დამიკავშირდა და მოლაპარაკებები შემომთავაზა. ჯერჯერობით ვიცი, რომ ისინიც რუმინელების მსგავსად დაბალ ბიუჯეტიან პროექტებზე მუშაობენ და მათი შემოთავაზებული ჰონორარი ძალიან დაბალი იქნება, დაახლოებით ჩემი ყოველთვიური ხელფასის ხუთმაგი ოდენობა. სხვა მხრივ ეს მეორე შეკვეთა უფრო საინტერესო ჩანს. პირველივე წერილში შევთანხმდით რომ საუბარი იქნება ოთხ დონიან სიუჟეტზე, ორი დამოუკიდებელი პერსონაჟით და სამი ალტერნატიული დასასრულით. პროექტი საინტერესოსთან ერთად რთულიც იქნება, თუმცა ვეცდები გავუმკლავდე. ჩემი სცენარისტიკის ბიოგრაფიას რომ გადავხედო ძალიან უცნაურად ვითარდება. WGA-ს დამთავრების შემდეგ ერთბაშად Team Silent-ის ერთერთ განაყოფთან გავედი კონტაქტზე. Team Silent-ს ხალხს ლეგენდარული Silent Hill-ის პირველი სამი სერია აქვს შექმნილი, თამაშების სამყაროში გენიოსებად ითვლებიან და ყველაფერი. მათთან მოლაპარაკებები ჩემი მხირდან დიდი თავხედობა იყო, მაგრამ ვაკანსია თავმოყვარეობას მიღიზიანედა. ახალი პროექტისთვის სცენარისტების ჯგუფს აგროვებდნენ და თავხედურად ვცადე ბედი მეცადა. თავხედობამ მოიტანა ის, რომ ჩემი პროექტი ოთხ სხვა პროექტთან ერთად დირექტორთა საბჭოზე გავიდა, მაგრამ FallOut 3-ის ერთერთი ავტორმა მაჯობა. ასეც უნდა მომხდარიყო. სხვა შემთხვევაში ვიფიქრებდი, რომ დამცინოდნენ ან გენიოსი ვარ. ორივე ვარიანტი პროფესიული განვითარებისთვის სახიფათო იქნებოდა. Team Silent-თთან ფლირტაობას კიდევ ერთ იაპონურ კომპანიასთან მოლაპარაკებები მოჰყვა, მახსოვს, კონცეპტზე ვერ შევთანხმდით და მალევე დავიშალეთ. როგორც ჩანს იაპონელებმა დამწყევლეს, რადგან ბოლო დრომდე არაფერი ჩანდა. მხოლოდ WGA-დან მეხმიანებოდა ჩემი აგენტი (მყვირალა ტერმინია, მაგრამ ოფიციალურად მართლა აგენტი ჰქვია) და ჯანმრთელობით ინტერესდებოდა. მის წერილებზე ხშირად იგივე ორგანიზაციიდან გეგმიური Newsletter მომდიოდა ვაკანსიების ჩამონათვალით. იწერებოდნენ ყველაფერს გარდა ხელშესახებისა. ბოლოს საინტერესო ვაკანსიაც გამოჩნდა. ბულგარული გეიმ დეველოპერული კომპანია სცენარისტს ეძებდა (რეალურად გეიმინგის სამყაროში სიტყვა სცენარისტი არ გამოიყენება. პირს რომელიც თამაშის სთორილაინს წერს პირდაპირ Writer-ს უწოდებენ). ჩავთვალე, რომ პერპსპექტიული შემოთავაზება იყო და აგენტს მივწერე, ამ კომპანიის სანდოობა დაედასტურებინა. დასტური მალევე მომივიდა და მოლაპარაკბებს შევუდექი. 2-3 დღეში დეტალებზე შევთანხმდით და მუშაობას ჩავუჯექი. სცენარის კეთებას ზუსტად 16 დღე დასჭირდა. კიდევ ორი დღე მათ მოანდომეს განხილვას და ბოლობოლო იყიდეს. Team Silent-დან ბულგარულ კომპანიამდე, ბულგარულიდან რუმინულისკენ. ერთი შეხედვით რეგრესია, თუმცა რომ ვუკვირდები ასე სჯობს. წვალბით, ნელნელა გაცილებით მეტს ვსწავლობ. შემკვეთების მხირდან ნდობაც მაღალია და ექსპერიმენტებში, სტრუქტურლ ცდება და მეთოდებში აბსოლიტურად თავისუფალი ვარ. ეს ყველაფერი დიდ კომპანიებში სენიორ სცენარისტების საქმეა. მართალია, პირველი ვარიანტი რომ გაჩარხულიყო ეხლა იოკოჰამაში, კომფორტულ სტუდიაში ვიჯდებოდი, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ჩემი მტვრიანი ლაბორატორია მირჩევნია. რუმინელებს პირველი ვარიანტი ერთ თვეში უნდა ჩავაბარო. ფაინალ დრაფტი კი დეკემბრის შუა რიცხვებისთვის იქნება საჭირო. საინტერესოა, მომავალი პოსტის დაწერა როდის გახდება საჭირო :)

4 Comments

Leave a Comment
  1. BigCrow / Oct 6 2010 2:07 pm

    უყურე შენ :) მიდი, მიაწექ )

    • mroveli / Oct 6 2010 8:17 pm

      ვაწვები ბოლომდე

  2. piccolina / Oct 6 2010 8:00 pm

    აიმ ზოუ ხეპი ფორ იუ :*

    მარა გეეეეხვეწები, აბზაცები გააკეთე ხოლმე რა, ძნელად იკითხება ასე :/

    • mroveli / Oct 6 2010 8:16 pm

      აბზაცები იყო მაგრამ გამოქვეყნებისას აირია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: