Skip to content
January 1, 2011 / mroveli

2011


რაღა ეს ბლოგი და რაღა ქრონიკების საცავი სარდაფი, სადაც სულ ნესტია, დამპალი მილებიდან წყალი წვეთავს და ჩათლახი თაგვები კუთხიდან კუთხეში უშიშრად გადადიან.
2011 წელი თაგვივით ჩათლახურად უჩუმრად მოვიდა. გუშინ არ იყო ტაბულაში რომ მივედი პირველად? რაღა გუშინ, თურმე ზუსტად 12 თვის წინ ყოფილა. გუშინ არ იყო, პირველი ხელფასი რომ ავიღე ტაბულაში? კი გუშინ იქნებოდა თუ 11 თვით უკან დავიხევთ.
ასე ბევრი რამის გახსენება შეიძლება. გუშინ არ იყო? ვიკითხავ და მოვყვები ამბებს, რომელიც უკვე წარსულის თაროზე დევს გრიფით 2010!
2011 წელი უცნაურად დაიწყო. რამდენიმე ყოფით უცნაურობას ანგარიშში თუ არ ჩავაგდებ მთავარ უცნაურობად ის გამოჩნდება, რომ ზუსტად ვიცი რას ვაპირებ მომდევნო 12 თვის განმავლობაში. ვაპირებ, დაგროვებული გამოცდილება ბოლობოლო პროდუქტად ვაქციო და რამდენიმე ისეთ მოთხრობას მოვუყარო თავი, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ “კაი ტიპობაზე” და რამე რომ იყოს გაიყიდებიან კიდეც ადგილობრივ ბაზარზე. ამის თქმის უფლებას 2010-ში გაყიდული ერთი სცენარი თამაშისთვის და ერთიც კომიქსი მაძლევს!
რასაც ვუყურებ, ბევრი ლოკალური გაქანების კაი ტიპი ვერ ახერხებს უცხოურ კანტორებთან ასე წარმატებით ვაჭრობას და მე თუ მოვახერხე ე.ი. რაღაცას ნიშნავს. იმდენს მაინც ნიშნავს, რომ ცდად ღირდეს.
ხოდა სულ ეს არის. ერთი წლის მერე ასე გემრიელად რომ მოვუჯდები “გიმლის” და პოსტის წერას დავიწყებ, პირველი სათქმელი ეგ უნდა იყოს – ენდე, თუ ვერ მივყიდე ქართულ ლიტ.პერიოდიკას ჩემი ნაწერები მეთქი.

P.S. “ქართული ლიტ.პერიოდიკა” ჩავთვალოთ, რომ მითი არ არის და ის მართლა არსებობს და კიდევ, ფიქრები, ეს კაცი ოცნებაშიც ვერ უქნია ღმერთსო, პრინციპში მართალი იქნება :))

5 Comments

Leave a Comment
  1. Kate_AlukaЯD / Jan 1 2011 6:37 am

    ჰმ… მროველ მომავალ წელს ისე ყოფილიყოს სადაც შევძლებ “ეეე ამ ტიპს ვიცნობს” ვიძახდე ყველგან :D
    ისე მართლა რა სწრაფად გადის დრო :/ ხანდახან მართლა მეშინია რომ ვერაფერს ვერ მოვასწრებ :/

  2. ninoss / Jan 7 2011 9:35 pm

    აუ არადა ჩემთვის რა გრძელი იყო ეს წელი იცი? კიარადა შენც კარგად იცი :დ
    მომწონს შენი შემართება :*

  3. ნინა / Mar 5 2011 9:33 pm

    oho!-)))))

  4. kokrowina / Jul 31 2012 12:02 am

    ბორჯომი 2 ლარად http://wp.me/p2vTaR-5B via @wordpressdotcom my neww postt გაეცანით ჩემს ბლოგსაცც ♥♥♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: