Skip to content
მაისი 12, 2009 / mroveli

End Of All Hopes!!!


ვისაც უნდოდა მონაწილეობა მიეღო ორიგინალური სცენარის მიხედვით გადაღებულ პირველ ქართულ მისტიკურ სერიალში, მათ შანსი გაშვეს, რადგან დღეს ოფიციალურად დავასრულეთ კასტინგი. სტუდიის კაფეშიშერჩეულ კანდიტატებს დეტალეი შევუთანხმეთ და ტრეილერის გადაღებამდე, ანუ რამდენიმე დღით დავიშალეთ. ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვინდა დასვენება :|

ხოდა, კასტინგმა იმედები გამიცრუა. ასამდე პროფესიონალი და დამწყები მსახიობი ტყუილად გორაობდა იატაკზე. ვერაფერი ქნეს ისეთი, რომ მეთქვა, აი ეს გოგო/ბიჭი სცენარით გათვალისწინებულ პერსონაჟს ერგება, ან აქვს რაღაც ინდივიდუალური, ავიყვანოთ და მისთვის ცალკე პერსონაჟს გავაკეთებ (მაგალითისთვის, Lost-ში სოიერისგმირი არ იყო გათვალისწინებული, თუმცა კასტინგზე ისეთი ინდივიდუალურობა დადო, ჯეიჯეიმ ორ ღამეში შექმნა მისი პერსონაჟი).

როცა ფსვედო პროფესიონალები დონეს ვერ წევენ, მოყვარულებს უნდა დაუძახოო, ღაღადებს filmmakeing-ის საფუძველბი. ჩვენც დავუძახეთ მოყვარულებს და დაიდო დონეები. დაახლოებით ათი არაპროფესიონალი გვყავდა. მთგან რამდენიმე ფორუმელი იყო. ფორუმელებიდან ყვავა და Wiz@rd დაამტკიცეს როლებზე, პიკოლინა რეზერვში გადაინახეს. ამ ადამიანების გარდა კიდევ ერთი მოყვარული ავიყვანეთ, რომელიც მეორე-მესამე სერიაში გამოჩნდება და აუცილებლად დაგამახსოვრებთ თავს გამყინავი თვალებით და ცივი სახით. ერთი სიტყვით, ელოდეთ გოგონას ბასრი დანით (სპოილერი?!).

სხვა არაფერი ყოფილა საინტერესო. როგორც ვთქვი, რამდენიმე დღე დავისვენებთ და ტრეილერის გადაღებას შევუდგებით. პოტენციური სპონსორები მოუთმენლად ელიან ჩვენ ნამუშევარს  და რავი, მოგიწევთ კვირაში ერთი საათის გამოყოფა ამ სერიალისთვის :)))

მაისი 3, 2009 / mroveli

ტერორი ბლოგზე!


და აი დადგა დრო ბლოგზე ჩამოწოლილი გაზაფხულის ჰაერი დამძიმდეს, გაიჟღინთოს შიშითა და ძრწოლვით, მუსიე ჰიუგოს ადგილი ალაჰის შვილებმა დაიკავონ, სტატიების კითხვისას პირბადე გახდეს საჭირო, ხოლო თქვენს ორგანიზმში კრიზისულ დონეს მიაღწიოს რადიაციული მოწამვლის დონემ!

დიახ, NU Dimension წარმოგიდგენთ სტატიების სერიას ტერორიზმის შესახებ.

  • რა არის ტერორირზმი;
  • ვინ არიან ტერორისტები;
  • ბრძოლის მეთოდები;
  • ქრესტომათიული ტერორისტული აქტები;
  • გმირები და ანტი გმირები;
  • სახელმწიფო ტერორის საფუძველბი;

და ეს ყველაფერი მოთხრობილი მროველის საფირმო ენით!

მაისი 2, 2009 / mroveli

სიუჟეტი VS პერსონაჟი [I ნაწილი]


რამდენიმე დღის წინ ძველ სახლში მომიწია ღამით დარჩენა, ახალი საკითხავი არაფერი მქონდა და პირველი რაც ხელში მომხვდა იმას ჩავუჯექი, ანუ ბალზაკის “მამა გორიოს”.

ბალზაკი ის ავტორია, ერთ დროს ყოველ მეორე-მესამე თვეს რომ გადავიკითხავდი ხოლმე. მეხსიერებას არ ვუჩივი, პირიქით, ადრეული დროის უმნიშვნელოვანესი დეტალების დამახსოვრება მეხერხება, მაგრამ არც “მამა გორიოს”, არც “შაგრენის ტყავის” და არც “პიერ გრასუს” სიუჟეტი არ მახსოვს.

ცნობილი ფაქტია, რომ მუსიე ონორე პერსონაჟების, როგორც თვითონ ეძახდა, ტიპების გიჟი იყო. მისთვის რომანი რეალისტური ტიპით იწყებოდა და იგივეთი მთავრდებოდა. ამიტომაც არის, მამა გორიოს ლამის საკუთარი ნათესავივით რომ ვიცნობ, სამაგიეროდ, დრამა რომლის გმირიც ის არის, ალაგ-ალაგ,  ბუნდოვნად მახსენდება.

მეორე ფრანგი გენიოსი გრაფომანი, ჰიუგო, რთულ სიუჟეტურ ხლართებს უჭერდა მუღამს. თუ არ მეშლება, ბიძია ჰიუგოს პარიზის მემატიანეს უწოდებენ. თუ არ უწოდებენ და მე ვიტყვი, ჰიუგოს აღწერილ პარიზს ზიუსკინდისელი პარიზი თუ შეედრება. როგორც მამა გორიოს პიროვნებაა ჩემთვის  ნათესავივით ახლობელი, ისე ჰიუგოს აღწერები და დანახული თავისებურებებია დალექილი მეხსიერების ყველაზე ფაქიზ შრეებში.

creative writing-ის ვორკშოფებსა და ცალკეულ წიგნებში ხშირად კამათობენ, რა უფრო მნიშვნელოვანია ნაწარმოებისთვის, სამ განზომილებიანი, რეალისტური პერსონაჟები თუ რთული კონსტრუქციის სიუჟეტი. რახან შემოქმედებით ამბებზეა საუბარი, რა თქმა უნდა ჩამოყალიბებული პასუხი არ არსებობს, ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ქადაგება.

სამწუხაროდ, ე.წ. ინტელექტუალები და სხვა გაურკვეველი წარმოშობის არსებები, ზევსზე უფრო დიდი ოლიმპიელები, ლიტერატურულ ნაწარმოებებს ორ მარტივ ჯგუფად ყოფენ – ინტელექტალურად და მსუბუქად . სტერეოტიპების თანახმად, წიგნი,  გაურკვეველი, ფაქტობრივად დაუმუშავებელი სიუჯეტითა და რთული, მრავალგანზომილებიანი პერსონაჟებით, აუცილებლად პრიმერა ლიგის მოთამაშეა, ხოლო წიგნი, რომელიც ჰიუგოს ყაიდაზეა ჩაგვირისტებული და პოსტმოდერნისტული ხელსაწყოებით გაშალაშინებული, მხოლოდ მატარებელში დროის მოსაკლავად გამოდგება.

ბალზაკი, ხსენებულ უჯიშო ჯიშიანებში, ინტელექტუალთა კატეგორიაში გადის (ყოველშემთხვევაში გადიოდა). ეხლა, რომ წარმოვიდგინოთ ასეთი ექსპერიმენტი – ბალზაკს ჰიუგოსთვის შეექმნა პერსონაჟები, ჰიუგო კი ონორესეული პერსონაჟებისთვის გარემოსა და ატმოსფეროს შექმნით დაკავებულიყო. დიდებული იქნებოდა, უდიდებულესი! და მიუხედავად დიდებულობისა, ბალზაკი ერთი-ორად დაეცემოდა მტკვირს პირას აღზრდილი ინტელექტუალების თვალში, რადგან ბრიყვი რაფაელ დე ვალენტენი, უბედური გორიო და უნიჭო პიერი  ერთი-ორად მეტი მკითხველის გულში დაიკავებდნენ იმ ადგილს, რომლის დაკავებაც მხოლოდ იმიტომ ვერ მოახერხეს, რომ მუსიე ბალზაკი სიუჟეტურ ამბებში მოიკოჭლებდა.

მცირე რეზიუმე – ისევდაისევ გემოვნებამდე მივდივართ. მთავარია, რას ითხოვ წიგნისგან, ფილოსოფიურ სიღრმეს და ალგებრულ სირთულეს, მჭლე სიუჟეტს და ბევრ ჭკვიანურ აზრს თუ მსუყედ მოთხრობილ ამბავს, ისეთს, რომელიც მთელი ცხოვრება აგეკვიატება და დაგაჯერებს, რომ ერთხელ შენც ნახე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი.

P.S.   და Belle. ბლოგზე ჰიუგოს აჩრდილმა შემოაბიჯა და არ შეიძლება საბრალო კვაზიმოდო არ გავიხსენოთ.

P.P.S. ჯაბა, შვილო, Belle-ს ჩაწერა რომ მოინდომე, დავიჯერო არავინ გყავდა იმდენად ჭკვიანი, რომ ერჩია, თავს ასე ნუ გაიბანძებო?

Notre Dame de Paris – Belle

აპრილი 26, 2009 / mroveli

სცენარისტის ლაბორატორია


ხოდა სცენარისტობის ამბები არ დამიწერია.

ერთერთ creative (შემოქმედებით) ჯგუფში სცენარისტის პოზიციაზე ამიყვანეს. მრავალსერიან მისტიკას ვიღებთ ჰორორის ელემენტებით. ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, გადავწყვიტე შევასრულო დადებული პირობა და ბოლობოლო გახსნილად გამოვაცხადო ლაბორატორია!

მაშასადამე, ყოველდღე, ჩანაწერები სცენარისტის ლაბორატორიიდან. მონახაზიდან დასრულებულ სცენარამდე.

მარტი 22, 2009 / mroveli

ჩრდილოეთ კორეაში პირველი პიცერია გაიხსნა


საერთოდ, უკეთესად ხარ, როცა შენზე გაჭირვებულის შესახებ გაიგებ. ეგრვე გულზე გეშვება და ხვდები რომ საქმე არც ისე ტრაკულად არის.

მართალია, ტიფლის ქალაქი არ გამოირჩევა საზ. კვების ობიექტების სიმრავლით, თუმცა ერთი-ორი პიცერია მაინც მოგვეპოვება, რომ დავსხდეთ და ლეონარდოს სული შევიცნოთ, მიქელანჯელოს გაქანებაზე ვისაუბროთ, ან მაგდენს თუ ვერ ვქაჩავთ, რომა-ლაციოს ჯახი მიმოვიხილოთ და პარალელურად რაღა თქმა უნდა პიცა ვლოღნოთ.

შორეულ ფხენიანში, ფართო თვალება აზიელებს ამის შანსი მხოლოდდამხოლოდ რამდენიმე თვის წინ მიეცათ, რადგან დეკემბრამდე მათ მზიურ დედაქალაში პიცერია არ არსებობდა.

პიცერიის არ არსებობა სულაც არ ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჯონგ-ილი პირის გემოს უჩიოდეს და მსოფლიო სამზარეულოს აზრზე არ იყოს. პირიქითაც კი არის, ყველა, ვინც შეხვედრია ბატონ კიმს, ირწმუნება, რომ ფრანგული ღვინის მუღამიც იცის, პიცის ამბებშიც ერკვევა და სელაპის ქონის სუფი მისი საყვარელი კერძიაო. უბრალოდ, მხოლოდ 2008 წლის დეკემბერში დადგა დრო, რიგითმა კორეელებმაც გაუგონ ცივილიზირებულ კერძებს გემო.

სხვათაშორის, კვება სერიოზული პრობლემაა ჩრ. კორეაში. 90-იან წლებში ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა გაჭიმა ფეხები შიმშილის გამო (შეიძლება, დიეტასაც გადაყვნენ და ბინძური კაპიტალისტები ავრცელებენ ხმებს, თითქოს შიმშილს მოეკლას ისინი). ვერ გეტყვით, არსებობს თუ არა რაიმე სახელმწიფო პროგრამები, რომელიც შიმშილიანობის დონეს დაწევს ქვეყანაში, თუმცა რაღა სახელმწიფო პროგრამაა საჭირო, პიცერია უკვე გაუხსნიათ. შეიძლება, ერთმა პიცერიამ მილიონობით ხერხემალზე კუჭ აკრულ მოქალაქეს მძიმე ხვედრი ვერ შეუმსუბუქოს, სამაგიეროდ, ბედნიერები მაინც დაიხოცებიან. რაოდენ ბედნიერები არიან, ამ კომენტარითაც შეგიძლიათ განსაზღვროთ:

“I knew well from television and publications that pizza and spaghetti are world famous food, but it is the first time that I’ve tasted it,”

ამბობს ჯონგ უნ-სუკი, რიგითი ილიელი რა შუაშია და რიგითი კორეელი.

თებერვალი 17, 2009 / mroveli

Creative Writing – სულ თავიდან


საოცრად მიმზიდველია საკანცელარიო მაღაზია. უამრავი კალამი, ფანქარი, მარკერი და ცარიელი ფურცელი. გინდა, პირდაპირ დახლთან დაიწყო რამე ახალი ვეშის წერა, რომელიც, უეჭველი იცი გენიალური იქნება. სამწუხაროდ, გენიალური ვეშები, ვგულისხმობ პროდუქტს, რომელიც კარგ ფასად გაიყიდება, ასე ერთი ხელის მოსმით არ იწერება. ჩვეულებრივ, ვეშის ტექსტუალურად ჩამოყალიბებას წინ უძღვის მთელი რიგი სამუშაოები, მათ შორის – მასალის მოძიება, პერსონაჟების შექმნა, სიუჟეტის ინჟინერია,  დაკვირვების წერტილის შერჩევა და ასე შემდეგ.  ერთი სიტყვით, მოსამზადებელი სამუშაოები უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე უშუალოდ ვეშის წერა. ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპების რიგითობას მნიშვნელობა არა აქვს. ლოგიკურად, მხოლოდ მასალის მოძიება იქნება აუცილებლად პირველი, დანარჩენი გემოვნების ამბავია. ზოგს ჯერ სიუჟეტის ინჟინერია ურჩევნია გააკეთოს და შემდეგ იფიქროს პერსონაჟების შექმნაზე, ზოგი პერსონაჟებიდან გამომდინარე აწყობს სიუჟეტს და ასე შემდეგ. როგორც იტყვიან, კაცია და გუნება.

მომდევნო სტატიებში დაწვრილებით განვიხილავ თითოუელ ეტაპს და ამ ეტაპების შემადგენელ უამრავ ნიუანსებს, თუმცა სანამ “ჯოჯოხეთის კარს გამოვაღებდე”, ერთ საინტერესო ფენომენზე უნდა ვისაუბრო, სახელად Allter Ago, უამრავი შემოქმედის ერთგული მეგობარი.

დროებით

თებერვალი 16, 2009 / mroveli

Jedi Mind Tricks – Stoupe “Allison James Feat. Slaine”


თუ არ მოგისმენია jedi mind trick დღევანდელი underground ჰიპ ჰოპი არ გცოდნია, ეს აქსიომაა და გადახედვას არ ექვემდებარება. :)) რა იქნებოდა J.M.T. რომ არა მათი პროდიუსერი და მთავარი “მუზიკანტი” Stoupe the Enemy of Mankind, იგივე stope, ერის კაცობაში Kevin Baldwin. დღესდღეობით ეს ადამიანი, საუკეთესო პროდიუსერებს შორის მოიხსენიება და “ახალგაზრდობა” ყველაზე ხშირად სწორედ მას ბაძავს, თუმცა თითქმის არავის გამოსდის კევინივით ერთ ტრეკში 50-მდე სემპლის გემოვნებით გაერთიანება.
კევინი ბევრი სხვა პროდიუსერისგან განსხვავებით თავისი ჯგუფის ერთგულია. ხუთი MC-ის ჩამოთვლაც კი გაგიჭირდება ადამიანს, რომლებისთვისაც კევინს ჰქონდეს ინსტრუმენტალები გაკეთებული.
ჰიპ ჰოპ სამყარო დიდი ხანია ელის მის სოლო ალბომს. ერთი პერიოდი ხმები დაირხა, 2008-ის დეკემბერში გამოვაო, მაგრამ წელი ისე გაილია ერთ სინგლსაც ვერ ვეღირსეთ. გუშინ კი ლეიბლმა BabyGrande ოფიციალურად გამოაცხადა “სოლნიკის” გამოშვების თარიღი, 31 მარტი და დესერტად სინგლიც მოაყოლა.
სინგლი იმედისმომცემია. ტრადიციული სტრინგებითა და ხისტი დრამ სექციით გაჯერებულ ბითს პირდაპირ ხატავს Allison James-ისა და Slaine-ის რაიმინგი. მათ გარდა ალბომში მონაწილეობას ის ხალხი მიიღებს, რომლებიც ტრადიციულად J.M.T ოჯახის წევრებად ითვლებიან და ერთმანეთთან ნაცადი თანამშრომლობა აკავშირებთ. ასე, რომ 31 მარტს დიდი პრემიერა გველის, Stoupe the Enemy of Mankind თავის პირველ სოლო ალბომს გვჩუქნის.

მანამდე კი ისიამოვნეთ სინგლით :))

Vodpod videos no longer available.

more about “iHipHop > Featured Videos > Featured …“, posted with vodpod